RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

"სიტროენი" ორ ახალ კომპაქტურ სედანს გამოუშვებს

„სიტროენს” ბაზრის ყველაზე გაყიდვად, კომპაქტური სედანების სეგმენტში შეღწევა აქვს გადაწყვეტილი.

24 საათი 04.07.12

„სიტროენს” ბაზრის ყველაზე გაყიდვად, კომპაქტური სედანების სეგმენტში შეღწევა აქვს გადაწყვეტილი.

გლობალურ ბაზარზე, ამ სეგმენტში შარშან 20 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთელ მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მესამედია. და ამ სეგმენტს ფრანგული კომპანია ერთბაშად ორი ახალი ავტომობილით - C4L-ით და C-ელისით შეაბიჯებს.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ C-ელისი „პეჟოს” ბიუჯეტური კომპაქტური სედანის (რომელიც „ლომებმა” ახლახანს, ინტერნეტით გაგვაცნეს და რომლის მსოფლიო პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე გეგმავენ) „სიტროენისეული” ვერსია იქნება. „ორმაგი შევრონის” განცხადებით, ამ ავტომობილს ესპანეთში გამოუშვებენ და ის პირველ რიგში, ესპანეთის, თურქეთის, ალჟირის, ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გამოჩნდება.

C-ელისის ბაზა 2.65 მეტრია და მისი საბარგულის მოცულობა 506 ლიტრს აღწევს. ზოგიერთი ბაზრისთვის, მისი საბაზო ვერსია ბენზინის უახლესი VTi ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 97 ცხენის ძალას აღწევს.

რაც შეეხება მეორე კომპაქტურ სედანს, C4L უფრო მაღალი კლასის ავტომობილია და ის ჰეჩბეკ C4-ზე არის ბაზირებული. ამასთან, ეს არის „სიტროენის” პირველი ავტომობილი, რომელიც ჩინეთში, ფრანგული კომპანიის შანჰაის სტილის ცენტრშია შემუშავებული. „სიტროენი” აცხადებს, რომ C4L-ს ყველა იმ ზონაში გამოუშვებს, სადაც მისი გაყიდვაა დაგეგმილი. პირველ რიგში, ამ სედანს ვუჰანსა (ჩინეთი) და კალუგაში (რუსეთი) გამოუშვებენ.

სედანი C4L მგზავრებს უკეთეს კომფორტსაც შესთავაზებს. სალონში განლაგდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად რეგულირებადი სავარძლები, სალონის გაღება და ძრავის დაქოქვა, გასაღების გარეშე იქნება შესაძლებელი. იქვე განლაგდება GPS-სისტემა სენსორული მონიტორით, უკანა ხედვის სარკეებს კი ვიდეოკამერები შეცვლის. გარდა ამისა, საქარე მინას გამათბობელი მოემსახურება, ჰაერს კი იონიზატორი გაასუფთავებს.

ამ სედანებისთვის ბენზინის სამი ძრავია განკუთვნილი, რომელიც „PSA პეჟო სიტროენმა” „ბეემვესთან” ერთად შეიმუშავა. ესენია THP (150 და 170 ცხენის ძალით) და VTi (135 ცხენის ძალა) სერიის აგრეგატები. ძრავებს ავტომატური, ან სეკვენტალური 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები შეუწყვილდება.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. სპორტი >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. საზოგადოება >>

    aa
  23. თვალსაზრისი >>

    aa
  24. ინტერვიუ >>

    aa
  25. პოლიტიკა >>

    aa
  26. უცხოეთი >>

    aa
  27. პრესომბუდსმენი >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. რევიუ >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. სტილი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. მარანი >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. მეცნიერება >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. რევიუ >>

    aa
  56. საზოგადოება >>

    aa
  57. რევიუ >>

    aa
  58. ამბები >>

    aa
  59. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  60. რევიუ >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. სპორტი >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი