RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, პარასკევი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

„ურუსი” ჯერ ისევ ძრავის გარეშეა

არ შევცდბით, თუ ვიტყვით, რომ წელს ინტერნეტ სივრცეში და საავტომობილო თემაზე მომუშავე მედიაში, ყველაზე პოპულარული ავტომობილი „ლამბორგინის” უგზოობის „ურუსია”, რომლის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, პეკინის ავტო გამოფენაზე შედგა.

24 საათი 04.07.12

არ შევცდბით, თუ ვიტყვით, რომ წელს ინტერნეტ სივრცეში და საავტომობილო თემაზე მომუშავე მედიაში, ყველაზე პოპულარული ავტომობილი „ლამბორგინის” უგზოობის „ურუსია”, რომლის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, პეკინის ავტო გამოფენაზე შედგა.

უფრო ადრე, ის ჟურნალისტებს ჯერ სანტ’აგატა ბოლონეზეში, ფაბრიკაში უჩვენეს, მერე კი ნიუ იორკის ავტო შოუს დახურულ ჩვენებაზე, სადაც იტალიურმა კომპანიამ ის სპეციალურად მიწვეულ თავის ერთგულ მყიდველს წარუდგინა.

მაგრამ სამივე წარდგენის დროს, არაფერი თქმულა იმაზე, თუ რა ძრავით აღიჭურვება ეს უგზოობის სუპერ ავტომობილი. და აი ახლა, „ლამბორგინის” განვითარების შეფი მაურიციო რეჯანი ამ თემაზე სასაუბროდ მზადაა. პირველად თავისი მოსაზრებები მან გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს” გაუზიარა. მოსაზრებები და არა მისი კომპანიის გადაწყვეტილება, რადგან „ლამბოს” „ურუსის” ძრავი ჯერაც არ აურჩევია...

ოღონდ, მან პლატფორმით დაიწყო: იყო ვარაუდი, რომ „ურუსისთვის” იმ არქიტექტურას გამოიყენებენ, რომელზეც მომავალი თაობის „ფოლკსვაგენ ტუარეგი”, „აუდი Q7”, „პორშე კაიენი” და „ბენტლის” EXP 9F (თუ ამ უკანასკნელს მწვანე შუქს აუნთებენ) დამზადდება. პლატფორმის გაზიარება კარგია - მწარმოებელს ფულად სახსრებს აზოგვინებს და მისთვის მეტი მოგება მოაქვს. მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი - ეს პლატფორმა (PL73) ძირითადად ფოლადისგან მზადდება, მასალისგან, რომელსაც „ლამბორგინი” თანდათან ივიწყებს და კარბონის კომპოზიტით ანაცვლებს.

ამის მიზეზი მარტივია - იტალიური კომპანია ცდილობს, რომ ავტომობილების ხარჯის შემცირებას, ნაწილობრივ მათი წონის დაკლებით მიაღწიოს. მოკლედ, ფოლადი დავიწყებას ეძლევა. „ლამბოს” მიზანია, „ურუსი” მაქსიმუმ 2 ტონას იწონიდეს. ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი პოტენციური კონკურენტების წონები. მოკლედ, კარბონის კომპოზიტი პრიორიტეტული მასალაა და ამდენად, PL73 პლატფორმა „ურუსისთვის” ნაკლებად გამოსადეგია.

რაც შეეხება ძრავს, რეჯანი ამბობს, რომ ამ მხრივაც, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. აქ შეიძლება გავიხსენოთ, რომ უგზოობის პირველი „ლამბო” - LM02, ანუ როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, „რემბო ლამბო”, ლეგენდარული „კოუნტაჩისგან” მიღებული V12 ძრავით იყო აღჭურვილი. ამან წარმოშვა ვარაუდი, რომ „ურუსი” „ავენტადორის” V12, ან „გალიარდოს” V10 ძრავით აღიჭურვება. რეჯანიმ კი ორივე ვარიანტს ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ ყველაზე რეალური ის წყვილტურბოიუანი V8 აგრეგატია, რომელსაც „აუდი” თავის უახლეს RS მოდელებზე იყენებს და რომლითაც ახლახანს „ბენტლიმ” თავისი პოპულარული „კონტინენტალი” აღჭურვა.

ამ ძრავის მთავარი უპირატესობაც შედარებით მცირე წონაა. თუმცა, მას გაცილებით მნიშვნელოვანი დადებითი თვისება აქვს - მაქსიმალური მაბრუნ მომენტს ქვემოდანვე (დაბალი ბრუნვებიდან) ავითარებს. ეს კი, გარდა იმისა, რომ საწვავის მოხმარებას ამცირებს, ძრავს უფრო მიმღებიან ხდის, ანუ ის მანქანას სწრაფად აჩქარებს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ამბები >>

    aa
  3. განათლება >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. საზოგადოება >>

    aa
  24. თვალსაზრისი >>

    aa
  25. ინტერვიუ >>

    aa
  26. პოლიტიკა >>

    aa
  27. უცხოეთი >>

    aa
  28. პრესომბუდსმენი >>

    aa
  29. თვალსაზრისი >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. რევიუ >>

    aa
  32. სტილი >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. ავტო >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. მეცნიერება >>

    aa
  56. რევიუ >>

    aa
  57. საზოგადოება >>

    aa
  58. რევიუ >>

    aa
  59. ამბები >>

    aa
  60. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. რევიუ >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
  65. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი