RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

„ავენტადორი” ოთხი კარით?

ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ინფორმაციას გამოცემა „მოტორ ტრენდი” ავრცელებს, რომლის ავტორიტეტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები რაღაც მსგავსს აპირებენ.

24 საათი 04.07.12

ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ინფორმაციას გამოცემა „მოტორ ტრენდი” ავრცელებს, რომლის ავტორიტეტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები რაღაც მსგავსს აპირებენ.

ამერიკული გამოცემის ცნობით, იტალიური კომპანია „ავენტადორის” კონცეპტუალურ გრძელბაზიან ვერსიას ამზადებს, რომლის სალონშიც ოთხი სავარძელი მოთავსდება, ძარას კი ორი პატარა კარი დაემატება, რომლებიც წინების საპირისპირო მიმართულებით გაიღება.

შეგახსენებთ, რომ „ლამბორგინი” მალე დაიწყებს უგზოობის „ურუსის” წარმოებას. მასვე შემუშავებული აქვს ოთხკარიანი კონცეპტუალური კუპე „ესტოკე”, რომლის წარმოების შესაძლებლობასაც იტალიური კომპანიის ხელმძღვანელობა პერიოდულად განიხილავს. სხვათა შორის, სანამ „ურუსის” წარმოებას მწვანე შუქს აუნთებდა, „ლამბო” „ესტოკეს” წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავდა. და მართალია, არჩევანი პირველზე შეჩერდა, მაგრამ ოთხკარიანი ავტომობილის გამოშვებაზე უარი არავის უთქვამს.

ამ ეტაპზე, „მოტორ ტრენდი” ოთხკარიან კუპეს „ავენტადორ GT-ს” სახელით მოიხსენიებს. მისივე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კონცეპტუალური ავტომობილის პრემიერა მერმისს, ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარდება. უფრო ადრე კი დეტროიტის შოუზე, „ავენტადორის” ღია ვერსიას ვიხილავთ. შემდეგ კი „ავენტადორისვე” ვერსია „სუპერ ველოჩეს” დროც დადგება, რომელიც 800-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.

სამაგიეროდ, „ლამბორგინიმ” კიდევ ერთი წლით გადადო თავის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, „გალიარდოს” შეცვლა. ამ ავტომობილს მორიგი მოდერნიზება ელის, რის შედეგსაც მალე პარიზის მოტორ შოუზე ვნახავთ. ფრანკფურტის მომავალი წლის შოუზე კი „გალიარდოს” შემცვლელსაც გვიჩვენებენ, რომელსაც შემდეგი თაობის „აუდი R8-ს” პლატფორმაზე შეიმუშავებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ბიზნესი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. ამბები >>

    aa
  55. ამბები >>

    aa
  56. ბიზნესი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. კალათბურთი >>

    aa
  59. სპორტი >>

    aa
  60. ამბები >>

    aa
  61. განათლება >>

    aa
  62. უცხოეთი >>

    aa
  63. რაგბი >>

    aa
  64. კალათბურთი >>

    aa
  65. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი