RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

პეტერ ზაუბერი გამარჯვებას არ გამორიცხავს

პეტერ ზაუბერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისმა გუნდმა ამ სეზონში გამარჯვება მოიპოვოს.

24 საათი 04.07.12

პერესი და ზაუბერი (პერესის უკან) მექსიკელის მესამე ადგილს ზეიმობენ
პერესი და ზაუბერი (პერესის უკან) მექსიკელის მესამე ადგილს ზეიმობენ

პეტერ ზაუბერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისმა გუნდმა ამ სეზონში გამარჯვება მოიპოვოს.

ასეთი ვარაუდის საბაბს კი კანადაში სერხიო პერესის გამოსვლა აძლევს - მექსიკელმა რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო და მესამეზე, გამარჯვებულ ლუის ჰამილტონთან რამდენიმეწამიანი ჩამორჩენით დაასრულა. რაც მთავარია, მონრეალის რბოლაში გამოჩნდა, რომ შესაბამის პირობებში რბოლისას, კარგად მომართულ C31-ს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია.

ზაუბერი თვლის, რომ მისი გუნდის მანქანა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა რბოლებში ჩანდა. ის დარწმუნებულია, რომ სეზონის განმავლობაში, მის პილოტებს კიდევ არაერთხელ ვიხილავთ კვარცხლბეკზე და არც გამარჯვება უნდა გამოვრიცხოთ.

"თუ ჩვენი გუნდი შეძლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენებას, დიდი მიღწევა შესაძლებელია. სეზონის პირველ შვიდ ეტაპზე გამოჩნდა, რომ C31 ნებისმიერი ტიპის ტრასაზე სწრაფია", - ამბობს ზაუბერი და კითხვაზე, გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ, პასუხობს: "სეზონის დაწყებამდე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ კითხვას ვინმე დამისვამდა. მაგრამ ახლა, როცა პირველ შვიდ რბოლას შვიდი განსხვავებული გამარჯვებული ჰყავს, ბევრი რამ შესაძლებლად მოჩანს. მალაიზიაში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. სეზონის განმავლობაში კვარცხლბეკზე ჩვენი ისევ ხილვა სრულიად რეალურია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენმა მრბოლებმა სტარტი ხელსაყრელი პოზიციიდან აიღონ ხოლმე".

შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, "ზაუბერი" ადრე ვერასდროს ახერხებდა ტოპ გუნდების ტოლსწორად მანქანის მომზადებას. მაგრამ ამ სეზონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. და შვეიცარიული საჯინიბოც ლიდერებში გაერია.

"რა თქმა უნდა, ოთხ დიდ გუნდს, კერძო გუნდებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობები აქვს. მაგრამ ამის გამო ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. ჩვენი დადებითი მხარე ეფექტურობაა. ახალმა პაკეტმა, რომელიც პირველად ბარსელონაში გამოვიყენეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოავლინა. მთავარიკი ისაა, რომ C31-მა თავისი პოტენციალი დაგვანახა. და ჩვენ ვიცით, რომ მისი შემდგომი დახვეწა კარგ შედეგებს მოგვცემს", - დასძენს ზაუბერი.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. ამბები >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. ბიზნესი >>

    aa
  42. კალათბურთი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
  45. სპორტი >>

    aa
  46. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი