RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

"ტოიოტა" თავის "ტვიზის" გამოუშვებს

"ტოიოტა" ჰიბრიდების ბაზრის პიონერი და უცვლელი ლიდერია, მაგრამ ელექტრომობილების სეგმენტში პირველობა "რენოს" და "ნისანს" დაუთმო.

24 საათი 04.07.12

"ტოიოტა" ჰიბრიდების ბაზრის პიონერი და უცვლელი ლიდერია, მაგრამ ელექტრომობილების სეგმენტში პირველობა "რენოს" და "ნისანს" დაუთმო.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იაპონური კომპანია ელექტრომობილების წარმოებას არ აპირებს. პირიქით. ამის დასტურს კი ტოკიოს მოტორ შოუზე გვიჩვენებს ხოლმე.

2007 წელსაც ასე იყო - მაშინ "ტოიოტამ" შოუზე კონცეპტუალური ელექტრომობილი COMS წარადგინა, რომელზეც მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ოდესმე მის გამოშვებას დააპირებდნენ. მაგრამ შემდეგ "რენომ" მსგავსი "ტვიზი" გვიჩვენა და თან მის წარმოებასაც დაგვპირდა. ფრანგულმა კომპანიამ ახლახანს პირობა შეასრულა და "ტვიზი" ბაზარზე გამოუშვა. თანაც, ძალიან მიმზიდველი ფასით...

საინტერესოა ამ ორი პატარა ავტომობილისს შედარება: ორივე 405 კილოგრამს იწონის, მაგრამ თუ ფრანგული ელექტრული ჯუჯას ტოპ ვერსიას 17-ცხენისძალიანი ძრავი ამოძრავებს, იაპონური მხოლოდ 7 ცხენის ძალის ამარაა. შესაბამისად, იაპონური მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, ფრანგულისა კი - 20 კმ/სთ-ით მეტი. დანარჩენი პარამეტრები მათ თითქმის ერთნაირი აქვთ.

ფრანგული ელექტრომობილი სტილითაც უკეთესია. რა თქმა უნდა, ეს გემოვნების საქმეა, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, "ტვიზი" COMS-ზე უკეთ გამოიყურება. მაგრამ აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იაპონური მანქანა, ამომავალი მზის ქვეყნის მყიდველთა გემოვნების შესაბამისადაა შექმნილი და მათ თავისუფლად შეუძლიათ იმის თქმა, რომ იაპონიაში COMS-ს უფრო მოიწონებენ. სამაგიეროდ, ევროპელების გემოვნებას უფრო "ტვიზი" შეეფერება.

დაკიდევ, იაპონური მინი ელექტრომობილი უფრო ძვირია (დაახლოებით 10 000 ევრო), რაც ალბათ იმითაა განპირობებული, რომ მისი აღჭურვილობა უფრო მრავალფეროვანია.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი