RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

"ტოიოტა" განვითარებადი ბაზრებისთვის 8 კომპაქტურ ავტოს გამოუშვებს

"ტოიოტამ" გამოაცხადა, რომ 2015 წლამდე 8 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.

24 საათი 04.07.12

"ტოიოტამ" გამოაცხადა, რომ 2015 წლამდე 8 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ამბიციური გეგმით, იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ბაზრებზე (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი) დაწინაურებულ "ფოლკსვაგენს" და "ჯენერალ მოტორსს" კონკურენციას გაუწევს.

"ტოიოტამ" მსოფლიო ლიდერობა შარშან დაკარგა, რისი მიზეზიც, იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები გახდა. მართალია, ამ კატასტროფების ლიკვიდაციის შემდეგ, კომპანია სრულფასოვნად ამოქმედდა და პირველ კვარტალში, ლიდერობაც დაიბრუნა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი კეთილდღეობა მეტწილად ამერიკულ, იაპონურ და ევროპულ ბაზრებზეა დამოკიდებული. მაგრამ შარშან აშკარა გახდა, რომ ასე მსოფლიო ლიდერობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.

დღეისათვის ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში "ფოლკსვაგენი", "ჯენერალ მოტორსი" და "ჰიუნდაი" ლიდერობენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ მალე მათს მოწინავე კოჰორტას "ტოიოტაც" შეუერთდება, რომლის მიზანია, მის მიერ წარმოებული ავტომობილების თითქმის ნახევარი, განვითარებად ქვეყნებში გაიყიდოს. ცნობისათვის, 2000 წელს, "ტოიოტას" მიერ რეალიზებული ავტომობილების მხოლოდ 18.6 პროცენტი მოდიოდა განვითარებად ქვეყნებზე, შარშან კი ეს მაჩვენებელი 45 პროცენტამდე გაიზარდა.

"განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, გაყიდვებში სულ ოთხი-ხუთი ავტოკომპანია ლიდერობს. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს სამხრეთ აღმოსავლეთშია, სადაც "ფოლკსვაგენი" და სხვები ლიდერობენ, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ლიდერობას ესწრაფვიან. ამიტომ, ჩვენც აქტიურობა გვმართებს", - ამბობს "ტოიოტას" აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იუკიტოში ფუნო.

ზემოთ ნახსენები 8 ახალი ავტომობილიდან პირველი - "ეტიოსი", იაპონურმა კომპანიამ ორი წლის წინ გაიტანა ინდურ ბაზარზე. "ტოიოტა" იმედოვნებს, რომ 100 განვითარებად ქვეყანაში მისი გაყიდვები მალე 1 მილიონს მიაღწევს. ახალი ავტომობილების ფასი 1 მილიონი იენი (12.6 ათასი დოლარი), ან მეტი იქნება და მათ უშუალოდ იმ ქვეყნებში (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი) გამოუშვებენ, სადაც უნდა გაიყიდოს. უფრო მეტიც, გეგმა ითვალისწინებს, რომ ამ ქვეყნებში წარმოებული ავტომობილებისთვის საჭირო მაკომპლექტებლებიც ადგილობრივი წარმოებისა იყოს. იმავდროულად, ადგილზევე განვითარდება შესაბამისი ტექნიკური ცენტრები.

შარშან "ტოიოტამ" განვითარებად ქვეყნებში 2.38 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. მერმისს ეს მაჩვენებელი 3.1 მილიონამდე გაიზრდება. იმავდროულად, ფუნო უარყოფს იაპონურ გაზეთ "ასაჰის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ტოიოტა" ინდური ბაზრისთვის 500 000 იენად (6 300 დოლარი) ღირებული ავტომობილის წარმოებას აპირებს, რომელსაც სრულიად ახალი ბრენდით გაჰყიდის.

"ჩვენ ამ სეგმენტში შესვლას არ ვაპირებთ, ეს ჩვენი კატეგორია არ არის. სამაგიეროდ, ჩვენს პოზიციებს იმ სეგმენტებში გავაძლიერებთ, სადაც კონკურენცია შეგვიძლია. მაგ სეგმენტში უბრალოდ, მეორადი ავტომობილების შეთავაზება შეგვიძლია, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე სპეციალურად შექმნილი დაბალფასიანი ავტომობილი შეიძლება იყოს", - ამბობს ფუნო და დასძენს, რომ დაბალფასიანი სეგმენტებისთვის, მისი ჯგუფი ბრენდ "დაიჰაცუს" გამოიყენებს.

"ტოიოტასგან" განსხვავებით, "ნისანს" და "ჰიუნდაის" ულტრა-დაბალფასიან სეგმენტში მუშაობა აქვთ გადაწყვეტილი. ცნობისათვის, "ტოიოტას" ყველაზე იაფი ავტომობილი "ეტიოსია", რომელიც ინდოეთში 9 000 დოლარი ღირს, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ინდური ბაზრის ლიდერი "მარუტი სუძუკი ინდიას" მოდელი "ალტო".

დაბოლოს, ახლახანს, პეკინის ავტო შოუზე, "ტოიოტამ" სამი კონცეპტუალური კომპაქტური ავტომობილი (ფოტოებზე) წარადგინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალი სერიული ავტომობილების წინამორბედებიცაა...

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი