RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
18 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

"აუდი R8 e-ტრონმა" ნურბურგრინგზე ელექტრომობილების რეკორდი გააუმჯობესა

მართალია, გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომის ჩრდილოურ მარყუჟზე, ელექტრომობილების აბსოლუტური რეკორდი (7:47.794) ისევ "ტოიოტას" სარბოლ პროტოტიპ EV P001-ს ეკუთვნის, მაგრამ სერიული ელექტრომობილების კატეგორიას ამიერიდან ახალი რეკორდსმენი ჰყავს - "აუდი R8 e-ტრონი", რომლითაც გერმანელმა მრბოლმა მარკუს ვინკელჰოკმა 20.8-კილომეტრიანი ტრასა 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა.

24 საათი 01.08.12

მართალია, გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომის ჩრდილოურ მარყუჟზე, ელექტრომობილების აბსოლუტური რეკორდი (7:47.794) ისევ "ტოიოტას" სარბოლ პროტოტიპ EV P001-ს ეკუთვნის, მაგრამ სერიული ელექტრომობილების კატეგორიას ამიერიდან ახალი რეკორდსმენი ჰყავს - "აუდი R8 e-ტრონი", რომლითაც გერმანელმა მრბოლმა მარკუს ვინკელჰოკმა 20.8-კილომეტრიანი ტრასა 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა.

ცნობისათვის, ამავე ავტომობილის შიდაწვისძრავიანი ვერსიით, გერმანულმა ჟურნალმა "შპორტ აუტომ" ჯერ 2007 წელს, ტრასას V8-ძრავით აღჭურვილი R8-თ 8 წუთსა და 04 წამში შემოუარა, ორი წლის შემდეგ კი იმავე ავტომობილის V10-ძრავიანი ვერსიით, იგივე მანძილი 7 წუთსა და 44 წამში გაიარა. ამგვარად, R8-ს ელექტრული ვერსია, პრაქტიკულად V8-ძრავიანი ვერსიის ტემპერამენტით დაიკვეხნის.

ნურბურგრინგზე სერიული ელექტრომობილების რეკორდის დამყარებასთან დაკავშირებით, "აუდიმ" სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეკორდსმენი ავტომობილი თითქმის არ განსხვავდება სერიულისგან. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ სერიულ ვერსიას მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ ნიშნულზე აქვს შეზღუდული. ნურბურგრინგზე გასვლამდე კი სიჩქარის შემზღუდველი მოხსნეს, რისი წყალობითაც, სარეკორდო წრეზე მოძრაობისას, მაქსიმალურმა სიჩქარემ 250 კმ/სთ-ს მიაღწია.

სხვათა შორის, ვინკელჰოკმა რეკორდის დამყარების შემდეგ, იმავე წრეზე მეორე "R8 e-ტრონითაც" იასპარეზა, რომელსაც შემზღუდველი მოხსნილი არ ჰქონდა. ამჯერად მან ზედიზედ ორი წრე გაიარა, რომელთაგან ერთს 8:30.873 მოანდომა, მეორეს კი - 8:26.096.

"რეკორდული გარბენი ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილებაა. რა თქმა უნდა, "R8 e-ტრონი" სარბოლი ავტომობილი არაა, სერიული ავტომობილია. შესაბამისად, მისი ძარის აეროდინამიკაც სარბოლოდ არაა მომართული. მაგრამ დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრისა და წონის სასურველი ბალანსის წყალობით, მას სპორტული თვისებები აქვს", - ამბობს ვინკელჰოკი.

"R8 e-ტრონი" ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც "თავ-თავიანთ", წინა და უკანა ღერძებთანაა დაკავშირებული. თითოეული ძრავი 375 ცხენის ძალას და 820 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.. ამასთან, "აუდი" ირწმუნება, რომ სტარტზევე უკანა ღერძი 4 900-ზე მეტ (არ განმარტავს, როგორ) ნიუტონმეტრ პიკურ მაბრუნ მომენტს ღებულობს...

"R8 e-ტრონი" 1780 კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 215 კილომეტრის გავლა შესძლოს. "აუდი" ირწმუნება, რომ მის ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.6 წამში შეუძლია...

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი