ბოსნიური ჰალვა
საჭირო მასალა:
24 საათი 29.01.12
საჭირო მასალა:
125 გ კარაქი, 250 გ ფქვილი, 250 გ შაქარი, 250 მლ წყალი, დარიჩინი ან მოხალული ნიგოზი - მოსაყრელად.
მომზადება: შაქარი და წყალი ერთად მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე ბოლომდე გავადნოთ. შემდეგ დავაყაროთ ფქვილი. მასა ხის კოვზით ვურიოთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ჰალვის მასა მზად იქნება, როდესაც ქვაბის კედლებსა და კოვზს არ მიეკრობა. შუშვას დაჭირდება დაახლოებით 20 წუთი. მასისგან მოვამზადოთ პატარა ბურთულები, ზემოდან მოვაყაროთ დაფქული დარიჩინი ან მოხალული ნიგოზი.