RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

მოზაიკის მეფე ბრუნდება

მაღალი მოდის ვარსკვლავებიდან ფართო ასორტიმენტის მაღაზიის რიგებამდე.

24 საათი 10.11.09

  •   aa
    კარლუშ ფალკი, რომელმაც კარიერა გრინვიჩ ვილიჯში მუსიკოსებისთვის ტანსაცმლის კერვით დაიწყო, ახლა
  •   aa

მაღალი მოდის ვარსკვლავებიდან ფართო ასორტიმენტის მაღაზიის რიგებამდე.

კარლუშ ფალკის ცხოვრება ალბათ ხანდახან უცნაურად ეჩვენება.

წინა ხუთშაბათს, მაგალითად, მთელი ღამე კატალოგებით ვაჭრობის ცენტრში (HSN) უძილოდ გაატარა, რომ ახალშეკერილი ქურთუკები და ჩანთები სერიიდან სახელწოდებით "ჩი" გასაყიდად გამოეფინა, შემდეგ კი HSN-ის სახელოსნოში ხელოვნური თოვლით გადათეთრებულ საშობაო ნაძვის ხესთან იდგა ფლორიდის შტატის ქალაქ სენტ პიტერსბურგში. დღის ორი საათი და ათი წუთია. ტყავისმაგვარი მასალისგან შეკერილი დაპლისულსაყელოიანი ქურთუკი 99.99 დოლარი ღირს და უკვე 1 6011 ცალი გაიყიდა. მესმის, როგორ ეუბნება ვიღაც ქალი ტელეფონით: "თქვენს დიზაინს რომ უყურებ, ევროპის სუნი გცემს".

პასუხად ბ-ნმა ფალკიმ თავისი ფესვების შესახებ რაღაც ჩაიბურდღუნა. ის ბრაზილიელია. კარიერა XX საუკუნის 70-იან წლებში გრინვიჩ ვილიჯში როკერებისა და ჯაზმენებისთვის ტანსაცმლის კერვით დაიწყო. ახლაც იქ ცხოვრობს მისისთან ერთად, რომელიც უკვე 25 წელია მისი ცოლია.

ამას მოჰყვება ღამეები ნიუ იორკში, რომლებსაც ის და მისი ცოლი რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში ატარებენ. იქ ბართან შეიძლება შეხვდნენ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მხარზე ბ-ნი ფალკის ხარის ტყავის ძველებური ჩანთა ექნება გადაკიდებული.

ერთხელ მან ერთ ასეთ ქალს უთხრა კიდეც, ეს ჩემი ჩანთააო. თავიდან ქალს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ის სწორედ დიზაინერი კარლუშ ფალკი იყო. ბრენდების და ნაწარმის ნოსტალგიის ამ ეპოქაში მას ალბათ ვერც კი წარმოედგინა, რომ ის რეალურად არსებობდა. ქალმა დაუძახა დედამისს, რომელმაც ის ჩანთა 30 წლის წინ იყიდა, ბ-ნი ფალკი მობილურზე გადაიღო და ასე ფოტოთი დაასრულა ცნობილ ადამიანთან შეხვედრა.

ასე ემართება ხოლმე. ხან ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში ავტობუსით მაგიდები გადააქვს (ეს 70-იან წლებში ხდებოდა), ხანაც სახლში მიდის, რომ აბაზანაში გველის ტყავი გარეცხოს და მისი ნაჭრებისგან შარვალი შეკეროს. მის მეზობლად ჯიმი ჰენდრიქსი ცხოვრობს. მას შემდეგ 40 წელი გადის. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გადახდა თავს: წარმატება ადრეულ ასაკში, იაპონიის ეკონომიკის სწრაფი ზრდა (ეს დიდი ამბავი იყოო, ამბობს) და ჩანთების მანია. ამას გარდა, იძულებული გახდა თავისი სახელი სხვა კომპანიისათვის მიეყიდა. და სწორედ ამ დროს "ტარგეტიდან" დაურეკეს. მასობრივი ვაჭრობის ამ ქსელმა მას ჩანთების სერია შეუკვეთა. მათი ყიდვა ამ თვეშიც შეიძლება და მომავალშიც.

"ჩემი ცხოვრება დიაგრამასავითაა", - ცოტა ხნის წინ თქვა 65 წლის ბ-ნმა ფალკიმ და თითით ზევით-ქვევით მოძრაობა უჩვენა. ყველაზე უცნაური მასში ალბათ მაინც ისაა, რომ ჯერ კიდევ ფორმაშია.

"ტარგეტის" წამოწყებული ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან კომპანიამ ალექსანდერ მაკკუინის მსგავსი მაღალი კლასის დიზაინერები დაიქირავა და საშუალო ღირებულების კოლექციები შეუკვეთა. შედეგად გაფართოვდა კლიენტების რიცხვი და შემცირდა მაღალი მოთხოვნილებების მქონე მყიდველების წილი. ბ-ნი ფალკი თავისი რბილი სტილის ერთგულია და ნაჭრებისგან კერვას აგრძელებს. მან გამოუშვა ხელოვნური გველის ტყავისგან შეკერილი 10 სხვადასხვა სტილის შავი, ყავისფერი და იისფერი შეფერილობის მუშის ტანსაცმელი, სასკოლო და სამგზავრო ჩანთები, რომლებიც 19.99-დან 49.99 დოლარამდე ღირს. როცა ბ-ნი ფალკის ცოლი ტელევიზორში უყურებდა, როგორ ყიდდა მისი ქმარი თავის ერთ-ერთ სერიას HSN-ში, განმარტა, თუ რას ელოდა მისგან "ტარგეტი". "ეს კონკურენცია ძალიან სარისკოა, - ამბობს ის. - საუკეთესო ნამუშევარი უნდა გამოიტანო და ის ინოვაციური უნდა იყოს. კარლუშმა ჩანთებზე ბევრი იმუშავა. ამასთან, "ტარგეტი" უფრო ახალგაზრდა დიზაინერებს ირჩევს". მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი ფალკი "ტარგეტის" ჩანთების შესაკერად სინთეტიკურ მასალას იყენებს, მისი ნაწარმი მიმზიდველია ალბათ იმიტომ, რომ ის ხელოსანია. ის ერთ-ერთი უკანასკნელია ნიუ იორკში, ვინც ტყავის ნაწარმს ამზადებს. მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში 39-ე ქუჩაზე მდებარე შენობის სამ სართულზე განლაგებულ მის ორგანიზაციაში 60-მდე კაცი მუშაობს. ჩანთებს ბერგდორფ გუდმანისა და საქსის მსგავსი მაღაზიებისთვის პითონის, ალიგატორის, სირაქლემასა და სხვა ცხოველების ტყავის ნაჭრებისაგან ამზადებენ. ერთი ასეთი ჩანთის ფასი შეიძლება 5.000 დოლარიც კი იყოს, თუმცა ბევრი დაახლოებით 1 500 დოლარადაც იყიდება.

აგვისტოში მისი სახელოსნოები დავათვალიერე და ერთმანეთზე პოკერის ჟეტონებივით დაწყობილი ტყავის ფერადი ნაჭრები ვნახე. ამ გამოთქმის პირაპირი გაგებით იქ ტყავის ყოველ ნაჭერს ინახავენ და ნივთების შესაკერად იყენებენ. სანამ ბ-ნი ფალკი ნიანგის ტყავივით დახორკლილი მასალისგან შეკვეთილი ჩანთის დამზადებას ადევნებდა თვალყურს, სამუშაო მაგიდებთან ჩაქუჩის კაკუნი არ შემწყდარა.

ბ-ნი ფალკის შეკერილ შარვალში გამოწყობილი მაილს დევისის 70-იან წლებში გადაღებული გახუნებული სურათის ქვეშ ნიანგის ტყავის მოგრძო ნაჭერი იდო. "ეს დაახლოებით, 900 დოლარი ღირს, - მითხრა ბ-ნმა ფალკიმ. - ჩანთის შესაკერად ორი ასეთი მჭირდება. ასე რომ, მხოლოდ მასალა სადღაც 1 500 დოლარი მიჯდება". სხვა ოთახში საკიდზე ღია ყვითელი ფერის დიდი პრიალა მხარზე გადასაკიდი ჩანთა ეკიდა წინ მიკერებული შესაკრავი ზონრით. მის დანახვაზე 70-აინი წლები მოგაგონდებოდათ.

"ეს ჩანთა დიდი ხნის წინ არის შეკერილი, - ამბობს ბ-ნი ფალკი და ხელით ეხება. - ბოსტნეულის ექსტრაქტით მოთრიმლული ტყავია. ამას ვერაფერს დააკლებ".

ფალკის ჩანთები დიზაინის ესთეტიკით თითქმის ყოველმხრივ განსხვავდება ერმეს კელის ჩანთებისგან, თუმცა ბ-ნი ფალკი ამბობს, რომ თრიმლვისას ზოგ ისეთსავე მეთოდს იყენებს, როგორსაც მისი ფრანგი კოლეგა. ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ისაა, რომ ფალკის ჩანთები რბილია და კონკრეტული ფორმა არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ამან მას ბიზნესი თითქმის მთლიანად ჩაუშალა. როცა მოდაში დარბაისლური ტანსაცმელი და მკაცრი აქსესუარები შემოვიდა, ბ-ნმა ფალკიმ სცადა რაღაც კელისმაგვარი გაეკეთებინა.

"საშინელება იყო, - ამბობს ის. - უბრალოდ ვერ გავაკეთე. ხელები არ მემორჩილებოდა".

ბ-ნმა ფალკიმ ჩანთების კერვა 70-იან წლებში დაიწყო. კარგი იყო თუ ცუდი, მისი სტილი მაშინ უხეში და იმპროვიზებული იყო, მაგრამ არა სნობური. "მის შეკერილ ხარის ტყავის ჩანთას რომ იყიდდი, თავს სხვა ადამიანად გრძნობდი. ეს ქალების მთელი თაობის ჯანყი იყო, იმ ქალებისა, რომლებსაც არ უნდოდათ ის, რა მათ დედებს ჰქონდათ", - ამბობს ქ-ნი ფალკი. ბერგდორფ გუდმანის დირექტორი მოდის დარგში ლინდა ფარგო ამბობს, რომ აღფრთოვანებული დარჩა ბ-ნი ფალკის ჩანთების სტილის უცვლელობით, როცა გასულ გაზაფზულზე 70-იანი წლების სტილის ჩანთები მათი მაღაზიის ვიტრინებში გამოიფინა. (მისი საფირმო ჩანთები ახლა ძალიან მოდურად ითვლება.) მისი ბიზნესის მოცულობა საცალო გაყიდვებში წელიწადში 100 მილიონი დოლარია.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მისი ჩანთები სრულყოფილი არაა. არ იფიქრებ, რომ ასობით ასეთი ჩანთა არსებობს. ბ-ნი ფალკი ამბობს, რომ ორგანული ხარისხი დაეცემოდა, ჩანთები ევროპაში ან აზიაში რომ შეეკერა.

"ჩემი აზრით, აქ მომუშავე ხალხს ნიუ იორკის სული შემოაქვს - დროის დაძაბულობა, ნერვიულობა, მეტრო, - ამბობს ის. - ყველაფერი ეს ამ ჩანთებშია".

კეთი ჰორინი


ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი