RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

აქ ბრაზილიის საუკეთესო ახალ მოდელებს ეძებენ

რესტინგა სეკა, ბრაზილია:

24 საათი 04.07.10

რესტინგა სეკა, ბრაზილია:

სანამ ვარდისფერ სპორტულ ავტომობილში ჩაჯდება და სამხრეთ ბრაზილიის სკოლების ეზოებსა და სავაჭრო ცენტრებს დაივლის, ელისონ ჩორნაკი წიგნებს, რუკებსა და ინტერნეტსაიტებს სწავლობს, რათა გაარკვიოს, როგორ მოხდა აქაური ქალაქების კოლონიზაცია და რამდენად ევროპული შეიძლება იყოს აქაურების გარეგნობა.

ბატონი ჩორნაკი და მოდელების სხვა მაძიებლები ამბობენ, რომ მათი მიზანი ისეთი მოდელების პოვნაა, რომლებსაც გერმანული და იტალიური გენების ნარევი აქვთ, შესაძლოა, რუსული ან სხვა სლავური სისხლის მინარევით. მათი თქმით, ასეთი კოქტეილის შედეგად მაღალი და ტანადი გოგონები გამოდიან, სწორი თმით, ღია ფერის კანითა და თვალებით, რომლებიც ბრაზილიიდან ნიუ იორკში, მილანსა და პარიზში მიჰყავთ, სადაც პოდიუმებზე გასაოცარი წარმატებით გამოდიან.

ბრაზილია აღარ არის ის ქვეყანა, 1994 წელს რომ იყო, როცა ამ ქვეყნის ერთ პატარა ქალაქში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ჟიზელ ბუნდხენი აღმოაჩინეს. ბრაზილიის საზოგადოებაში მომრავლდნენ უფრო მუქკანიანი ქალები, რაც ცვლის წარმოდგენას ბრაზილიელების სილამაზეზე და მათ წარმატებებზე, რომელთა განსახიერებაც შინ და საზღვარგარეთ ქალბატონი ბუნდხენი იყო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში შავკანიანი ბრაზილიელების შემოსავალი თეთრკანიანებისაზე ორჯერ მეტად, 40 პროცენტით გაიზარდა. რიო დე ჟანეიროში მომუშავე ეკონომისტი მარსელუ ნერი ამბობს, რომ ბრაზილიის ეკონომიკის სწრაფმა განვითარებამ ამ ორ ჯგუფს შორის უთანასწორობის დაძლევას შეუწყო ხელი, რის შედეგადაც შავკანიანი მომხმარებლების უფრო ძლიერი კლასი ჩამოყალიბდა.

თვით ამ სფეროში მომუშავე ადამიანებიც კი დაიბნენ და იმაზე დაიწყეს კამათი, თუ როგორია ბრაზილიელების გარეგნობა და როგორ უნდა წარადგინონ ისინი, ხოლო მოდის სფეროში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, სან პაულუს მოდის კვირეულის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, მოდელების 10 პროცენტი მაინც აფრიკული, ან ადგილობრივი აბორიგენების წარმომადგენლებისგან შეარჩიონ.

ამ ცვლილებების მიუხედავად, ბრაზილიელი მოდელების ნახევარზე მეტი კვლავაც რიუ გრანდი დუ სულის პატარა დასახლებებიდანაა, თუმცა ამ შტატში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი ცხოვრობს. აქაური მოსახლეობა ძირითადად, გერმანული და იტალიური წარმოშობის კოლონისტების შთამომავლებისაგან შედგება.

მოდელების მაძიებლებიც ადასტურებენ, რომ ბრაზილიელი მოდელების 70 პროცენტზე მეტი ნამდვილად სამხრეთის სამი შტატიდანაა, რაც სულაც არ ასახავს ბრაზილიის მოსახლეობის მრავალეთნიკურ შემადგენლობას. აქ ხომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი თეთრკანიანი არაა.

ჟურნალების გვერდებზე ბრაზილიელი ლამაზმანების სპექტრი უფრო ნათლად ჩანს. აქ თეთრკანიანებთან ერთად სხვადასხვა აგებულების ცნობილ არათეთრკანიან მოდელებსაც შეხვდებით, თუმცა ეს მრავალფეროვნება ერთბაშად იკარგება პოდიუმებზე, სადაც მოდელების უმრავლესობას საზღვარგარეთისკენ მიმავალი გზის პოვნის იმედი აქვს.

ეს მოდელი სილამაზის შესახებ ბრაზილიელების წარმოდგენასა და ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული მოდელების გარეგნობას შორის დიდ ნაპრალს ქმნის. ყველაზე სექსუალურ მსახიობებად თვით ბრაზილიაში უფრო მუქკანიანიანები, მაგალითად, ჟულიანა პაესი და კამილა პიტანგა, მიიჩნევიან, საზღვარგარეთ კი სახელს უფრო ქალბატონი ბუნდხენი და მისი სამხრეთელი თანამოქალაქეები იხვეჭენ.

"ყოველთვის მაწუხებდა, რომ ბრაზილიაში არ აღმოჩნდა ერთი ნაომი კემპბელი, რაც ნამდვილად არ არის იმის ბრალი, რომ აქ ლამაზი ქალები არ არიან, - ამბობს სან პაულუელი კონსულტანტი მოდის დარგში ერიკა პალუმინუ. - ეს მართლაც უხერხულია".

მოდელების ზოგიერთი მაძიებელი ნელ-ნელა უკვე იწყებს მუშაობას ბრაზილიის იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თეთრკანიანები არ შეადგენენ. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთი ჟიზელის ძიებაში ისინი დროის უმეტეს ნაწილს მაინც სამხრეთში ატარებენ და არც ახსნა-განმარტებებით იწუხებენ თავს.

დილსონ სტეინი, რომელმაც ქალბატონი ბუნდხენი 13 წლის ასაკში აღმოაჩინა, რიუ გრანდი დუ სულს მოდელი გოგონების საგანძურს უწოდებს. გერმანული წარმოშობის ქალბატონი ბუნდხენის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე მან 12 წლის ალესანდრა ამბროზიო აღმოაჩინა. ამ უკანასკნელმა Victoria's Secret-ის რეკლამით გაითქვა სახელი.

ესტაფეტა ახლა ბატონი ჩორნაკის მსგავსმა მოდელების მაძიებლებმა გადაიბარეს. ბატონი ჩორნაკი ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლას მიადგა, სადაც დირექტორმა ლილიან აბრაუ სილვამ სკოლაში ჩატარებული სილამაზის კონკურსებზე გაკეთებული ალბომები უჩვენა. შესვენებების დროს დირექტორი მაძიებლებს სკოლაში შესვლის უფლებასაც აძლევს.

"რაც ამ სკოლაში ვმუშაობ, სან პაულუში მოდელებად ხუთი გოგო წავიდა, - თქვა მან. - იმ გოგოებს კი, ვისაც უნივერსიტეტში სასწავლებლად ფული არა აქვთ, აქ დარჩენა და მინდვრებში მუშაობა მოუწევთ".

მეორე დილით, ბატონმა ჩორნაკმა ვენანსიუ აირისის მახლობლად მდებარე თამბაქოს პატარა მეურნეობაში 16 წლის ცისფერთვალება მიშელ მერერი მოინახულა. მიშელი სკოლაში ველოსიპედით მიდიოდა, როცა ბატონმა ჩორნაკმა დაადგა თვალი.

გოგონა ძალიან მორცხვი აღმოჩნდა და სან პაულუში პირველი მგზავრობის დროს ბევრი იტირა. მეორე გამგზავრებაზე ექვსი დღე გაძლო და ბატონმა ჩორნაკმა ისევ შინ გამოუშვა.

"მიშელის უარი ძალიან მეწყინა, - ამბობს ბატონი ჩორნაკი. - მასზე ხომ ბევრი შრომა დავხარჯე".

------------------------------------------------------------------------------

სტატიის დაწერაში მონაწილეობდა მირნა დომიტი.

ფოტო: ჟოაო პინა "ნიუ იორკ ტაიმსისათვის"

ელისონ ჩორნაკის მსგავსი მოდელების მაძიებლები ბრაზილიის სამხრეთში სხვა ქვეყნებში გასაყვანად 15 წლის ედუარდა ვაჰოლცის მსგავს თეთრკანიან ლამაზ გოგონებს ეძებენ.

ქვედა ფოტო: რიუ გრანდი დუ სულის შტატში მოდელების მაძიებლები უსაქმოდ არ რჩებიან. ელისონ ჩორნაკთან შეხვედრამდე ქალაქ სანტა მარიას გოგონები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ.

ტექსტში: ის, რაც ბრაზილიაში სილამაზედ მიაჩნიათ, საექსპორტოდ ჯერ არ გადის.

რუკის ქვეშ: "ნიუ იორკ ტაიმსი"

ბრაზილიელი მოდელების უმეტესობა სამხრეთის სამი შტატიდანაა.

ალექსეი ბარიონუევო

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი