RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ალქიმიკოსთა სახლები ოქროს ქუჩაზე

პრაღაში, ევროპის მართლაც ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში მრავალი ისტორიული თუ არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თავისი გრანდიოზულობით, მონუმენტურობითა და ბრწყინვალებით გვაოცებს.

24 საათი 20.02.10

პრაღაში, ევროპის მართლაც ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში მრავალი ისტორიული თუ არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თავისი გრანდიოზულობით, მონუმენტურობითა და ბრწყინვალებით გვაოცებს.

ესენია ერთმანეთზე საინტერესო და თვალწარმტაცი ხიდები, სასახლეები, ციხესიმაგრეები, ტაძრები თუ სხვა არქიტექტურული და საინჟინრო ნაგებობები. და მაინც, როზმარი ბარტონისა და რიჩარდ კევენდიშის “სამყაროს საოცრებათა ატლასში”, სადაც ყველა დროისა და ხალხის ასზე მეტი არქიტექტურული ქმნილებაა დასტამბული, პრაღის იმ უბრწყინვალესი ნაგებობებიდან ვერც ერთს ვერ ვხედავთ. გამონაკლისია მხოლოდ პრაღის ერთი ყველაზე პატარა ქუჩა და მისი ერთი ციცქნა სახლები, რომლებიც მაღალ ბორცვზე, გრადჩანის ვეება ციხესიმაგრესთან სულ რამდენიმე მეტრის სიგრძეზე ჩარიგებულა.

ეს ციხესიმაგრე, “გინესის რეკორდების წიგნს” თუ ვენდობით, მსოფლიოში უდიდესი ამგვარი ნაგებობაა. აქვე დაუდევს ბინა ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას, რომელიც წინათ ჩეხეთის მეფეთა, წმინდა რომის იმპერიის ზოგიერთ იმპერატორთა და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტთა რეზიდენციაც იყო. იგივე “გინესის რეკორდების წიგნის” მიხედვით, ჩეხეთის პრეზიდენტთა ეს საბრძანებელი ფართობის მიხედვით მთელ მსოფლიოში უდიდესია.

ამგვარად, პრაღის ციხესიმაგრე ჩეხეთის სახელმწიფოებრივი სიმბოლოა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული ძეგლიც გახლავთ და იგი დამთვალიერებელთა რეკორდული რაოდენობითაც გამოირჩევა. პრაღა ისევე წარმოუდგენელია მდინარე ვლტავის სანაპიროსთნ ბორცვზე აღმართული ამ ციხესიმაგრის გარეშე, როგორც უეიფელო პარიზი.

პრაღის ციხესიმაგრე, რომელიც IX საუკუნეში ხით აიგო, XII ასწლეულში უკვე ქვაში გარდაიქმნა. ქალაქის ნამდვილი აყვავების ხანა ჩეხეთის მეფე კარლ მეოთხე ლუქსემბურგელის ზეობისას (1346-1378 წ.წ.) დადგა, რომელიც 1355 წელს რომში წმინდა რომის იმპერიის იმპერატორად აკურთხეს, პრაღა კი მის დედაქალაქად გამოაცხადეს. ამის მერე ქალაქი არაერთხელ გადაკეთდა, რაც XVII საუკუნემდე გაგრძელდა, როცა ციხესიმაგრის დასავლეთით იმპერატრიცა მარია ტერეზას ზეობისას ახალი სასახლე აიგო. ახლა ძველ სასახლეშია სახელგანთქმული ვლადისლავისა და სარკეებიანი დარბაზები. პრაღის ციხესიმაგრის მთელ ანსამბლი წმინდა ვიტას (იგივე ვაცლავის) ტაძარი თავისი ცადატყორცნილი, 100-მეტრიანი შპილით ყველაზე მეტად გამორჩეული და დომინანტური ნაგებობაა, რომლის საძირკველიც კარლ IV ხანაში ჩაიყარა და საბოლოო სახე მხოლოდ 600 წლის მერე მიიღო, როცა 1877-დან 1929 წლამდე დასავლეთის ფასადი აშენდა. ამ ტაძრის ნამდვილი მარგალიტია წმინდა ვაცლავის სამრეკლო, რომელიც ქვაზე კვეთის ხელოვნებითა და მორთულობით გამოირჩევა.

ამ გრანდიოზულ ციხესიმაგრეში კიდევ არაერთი მონუმენტური და ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუშია. არის უმშვენიერესი მოედნები და ბაღებიც, რომელთა შორის ის ერთი ციცქნა ქუჩა თავისი მინიატურული და ღარიბული სახლებით იქ ლამის ისევე ჩაკარგულა, როგორც ნემსი თივის ზვინში, თუმცა მისი მოძებნა ძნელი სულაც არაა. ამ ქუჩის ასავალ-დასავალს ყველა პრაღელიც მიგასწავლით, მით უმეტეს, რომ იგი ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობათაგანი და სიმბოლოცაა, რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. მათ აქ ხვდებათ იმდენად პატარა სახლები, რომ კაცი იფიქრებს, ისინი ლილიპუტებისთვის აუშენებიათ, ან ძმები გრიმების ზღაპართა ფილმების გადასაღები დეკორაციებიაო. სახლებში შესასვლელი კარები იმდენად პატარაა, რომ კაცი თავდახრილი თუ შევა, კალათბურთელი კი იქ ვერაფრით გაიმართება. ფანჯრებიც იმდენად პატარაა, რომ ოთახებში შუქი ძლივს აღწევს. სახლები ორსართულიანებია და მხოლოდ ორია ერთსართულიანი, ყველას კი საკვამურები ამშვენებს და თითოეული ბუხართა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს სახლები ერთმანეთისგან პასტელის ფერებითაც განსხვავდება და მათ მნახველს მართლაც ზღაპარში აგრძნობინებს თავს. წინათ აქ ღარიბი ხელოსნები ცხოვრობდნენ და აქვე მუშაობდნენ, მათი უმრავლესობა კი ოქრომჭედლები იყვნენ.

ხალხი აქ, როგორც ერთი ჩემი იქაური კოლეგა და მეგობარი მიამბობს, თურმე მეორე მსოფლიო ომამდე ცხოვრობდა.

ამ ქუჩის ბინადარი იყო ფრანც კაფკაც, რომელიც აქ 1916-1917 წლებში ცხოვრობდა, - მიამბობს ის პრაღელი მეგობარი, - კაფკას ამ ქუჩის ნომერ 22-ში თავისმა საყვარელმა დამ, ოტლამ უქირავა სახლი. კაფკამაც აქვე დაწერა თავის მოთხრობათა კრებულის უმეტესობა, რომელიც 1919 წელს გამოსცა სათაურით “სოფლის ექიმი”, დღეს კი ამ ქუჩაზე აღარავინ ბინადრობს და იგი პრაღის ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს, ხოლო მისი სახლები სუვენირების მაღაზიებადაა გადაკეთებული. ამ ქუჩაზე გასასეირნებლად სიმბოლური გადასახადიცაა დაწესებული, თუმცა საღამოს რვა საათიდან უფასოდაც შეგიძლია გავლა, მაგრამ ამ დროისთვის იმ სუვენირების მაღაზიათა უმრავლესობა დაკეტილია...

ყველაფერი კი 1597 წელს დაიწყო, როცა იმპერატორ რუდოლფ II განკარგულებით აქ, ვლადისლავის ციხესიმაგრის ბასტიონთა თაღებქვეშ 24 მეციხოვნე დაასახლეს. ის მეციხოვნეები ციხესიმაგრის ჭიშკარს იცავდნენ და ტუსაღებსაც დარაჯობდნენ, რომლებიც იქვე, ქუჩის ერთ თავში 1496 წელს აგებულ დალიბორის კოშკში იყვნენ გამომწყვდეულნი, ოქრომჭედელთა უბნად კი მოგვიანებით თანდათან გარდაიქმნა.

მაშინ, როცა ამ ქუჩაზე ციხესიმაგრის მცველები ცხოვრობდნენ, დალიბორის კოშკს ერთი საინტერესო ლეგენდა დაუკავშირდა. ამ კოშკს ეს სახელწოდება მისი პირველი ტუსაღის - დალიბორის სახელის გამო დაარქვეს.

დალიბორი კოზოედიდან იყო და მიწათმფლობელთა წინააღმდეგ გლეხთა აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, მაგრამ იგი შეიპყრეს და იმ კოშკში გამოამწყვდიეს, თუმცა ეს არ აკმარეს და ფეხებზე ბორკილებიც დაადეს. თავისი ყოფა რომ შეემსუბუქებინა, ვიოლინოზე დაკვრის სწავლა დაიწყო. ამ საქმეში თანდათან ისე დახელოვნდა, რომ მის მოსასმენად კოშკის ძირში უამრავი ხალხი გროვდებოდა და ის მეციხოვნენიც სულგანაბულნი სმენად იყვნენ ქცეულნი. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ ერთხელაც კოშკის ძირას თავმოყრილმა ხალხმა ამაოდ უცადა ვიოლინოს სულშიჩამწვდომი ჰანგების აჟღერებას. აღმოჩნდა, რომ მუსიკაში დახელოვნებული შფოთისთავი ტუსაღიცა და მისი ვიოლინოც სამუდამოდ დადუმებულიყვნენ. მერე ეს ლეგენდა უკვდავყო XIX საუკუნის ჩეხმა კომპოზიტორმა ბერდჟიხ სმეტანამ, როცა იმ ტუსაღის ამბავს თავის ოპერა “დალიბორი” დაუდო საფუძვლად.

ამ ქუჩას კიდევ ერთი ლეგენდა დაუკავშირდა, რომლის მიხედვით რუდოლფ II ალქიმიკოსები დაიქირავა და იქვე დაასახლა, რათა მათ თავიანთი ჯადოქრობით ოქრო მიეღოთ და სიცოცხლის ელექსირის რეცეპტიც. ამიტომაც ამ ქუჩას სანამ ოქრომჭედელთა დაერქმეოდა, ალქიმიკოსების ქუჩას უწოდებდნენ, თუმცა იმასაც ამბობენ, ამ ხალხს აქ არც არასოდეს უცხოვრია და არც უჯადოქრიათო.

ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო და შესაძლოა ამ ქუჩაზე ალქიმიკოსები მართლაც ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. საქმე ისა, რომ რუდოლფ II ცოდნას მოწყურებული კაცი იყო და მრავალ სამეცნიერო ლიტერატურას ეცნობოდა, თუმცა იმ დროს ეს სფერო მეცნიერებისა და ოკულტიზმის მიჯნაზე იდგა.

რუდოლფ II 1552 წელს დაიბადა ვენაში, 1575 წელს ჩეხეთის მეფედ გამოაცხადეს, ერთი წლის მერე კი მამამისის, მაქსიმილიან IX მსგავსად წმინდა რომის იმპერია გერმანელი ერის იმპერატორად აკურთხეს, მაგრამ ზოგჯერ მას სახელმწიფოებრივი საქმიანობა მეტად უჭირდა, რადგან პერიოდულად საშინელ დეპრესიაში ვარდებოდა. ამიტომაც მისი სულიერი მდგომარეობა ბევრს აეჭვებდა. ეჭვებს ისიც აძლიერებდა, რომ რუდოლფ II ხშირად განმარტოება უყვარდა, არადა, ასეთ დროს იგი წიგნების კითხვით და ალქიმიკოსობით იყო გატაცებული, რაც ამ საქმეში მრავალი ცდებითაც გამოიხატებოდა. ამას გარდა, იგი თავისი სამეფოს კარის პოეტებსაც უკვეთავდა ოდების შეთხზვას, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ ფილოსოფიურ ქვას - ყოვლისშემძლე, ჯადოსნურ სიბრძნის ქვას, რომელიც ნებისმიერ ლითონს ოქროდ გარდაქმნიდა და უკვდავებასაც მოიტანდა. მერე ხმებიც კი დადიოდა, იმპერატორმა ეს საოცნებო ქვა იპოვაო.

ასე იყო თუ ისე, 1604 წელს რუდოლფ II ოჯახმა სახელმწიფოს სამართავად უძლურად გამოაცხადა და ტახტზე მისი ძმა დააბრძანა. ამას ძმათა შორის დაუნდობელი, სისხლისმღვრელი ბრძოლა მოჰყვა, 1612 წელს კი რუდოლფ II პრაღაში გარდაიცვალა, ხოლო მისი ალქიმიკოსობის ამბავი იმ ერთი ციცქნა ქუჩის სახელწოდებაში აისახა, რაც დღემდე კარგად ახსოვთ და ზოგჯერ მას ძველებურად ალქიმიკოსების ქუჩასაც უწოდებენ.

ავთანდილ გურასაშვილი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი