RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

საგინაშვილების ალბომიდან...

უცნაური განცდაა როცა სტუმრად ხარ და საუკუნეგამოვლილ მაგიდასთან ზიხარ და საუკუნეებგამოვლილ ალბომს ათვალიერებ.

24 საათი 06.11.11

უცნაური განცდაა როცა სტუმრად ხარ და საუკუნეგამოვლილ მაგიდასთან ზიხარ და საუკუნეებგამოვლილ ალბომს ათვალიერებ.

ეხები გრიგოლ ორბელიანის წერილებს… ფოტოებში, ნივთებში მათ ენერგეტიკას გრძნობ. ძველ სახლებში ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებული - რაღაც სხვანაირად "სუნთქავენ".

გრიბოედოვის 17. ამ სახლს ოდესღაც ფართო აივნები ჰქონდა, დიდი ეზო და სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ.

ამ სახლში ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე (სანდრო) საგინაშვილი ცხოვრობდა..

მომხიბვლელი ახალგაზრდა ყმაწვილი თავიდანვე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამთავრებს ლეკადოვსკების გიმნაზიას, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მდებარეობს. შემდეგ ქართულ გიმნაზიას. მოგვიანებით კი -უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ხდება. ცოდნითა და განათლებით ხიბლავს საზოგადოებას. დახვეწილი მანერები, დახვეწილი მეტყველება და არაფერი ზედმეტი, არც ერთი ფრაზა. როგორც იურისტი და ადამიანი გამოცდილი თვალით აკვირდება და იკვლევს ყველა მოვლენის არსს. თამამად გამოთქვამს თავის შეხედულებებს სასამართლო პროცესებზე თუ სხვადასხვა სხდომებზე. იცის, რომ რთული პროფესია აქვს არჩეული, ძნელი სამე, პროცესზე უამრავ უარყოფით და დადებით ემოციას იღებს. რთული და დაძაბულია პროცესები, კომპენსაცია კი - მოგებული საქმეა. პროფესიით მინიჭებულ ბედნიერებას ხშირად გრძნობს. სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობს (1940-1947წ.). ბოლო წლებში საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეზე კონსულტანტად. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადვოკატის აზრს სასამართლოს არც ერთი ინსტანცია არ იზიარებს, საქმის საბოლოოდ გასარკვევად და სიმართლის დასადგენად კი, სანდრო საგინაშვილის ჩამოყალიბებულ აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სასამართლო დარბაზზე დამუშავებული მასალის ზუსტი ანალიზით. მასზე წერდნენ; "ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, საგინაშვილი სასამართლოს კულტურის დონეს აფართოებდა, მის შეხედულებასა და წარმოდგენათა არეს. სწორედ ეს იყო მისი დამსახურება, როგორც ადვოკატის და ამის გამო გახდა ის ერთი უპირველესთაგანი სისხილის სამართლის საქმეზე." აღნიშნავენ, რომ მისი დაცვითი პოზიცია გამოირჩევა თავდაჭერილობით, იმ ბრალდებულთა მიმართაც კი, რომელთა ინტერესები ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს. საზოგადოებაში პატივს სცემენ. მისი დაცვითი სიტყვა მოგვიანებით იმის ნიმუში გახდება, თუ როგორ უნდა იქცეოდეს დამცველი საქმის წარმოების დროს რთულ სიტუაციებში. საბჭოთა მეცნიერი პერლოვი 1957 წელს თავის გამოცემულ წიგნში ვრცლად დაწერს ალექსანდრე (სანდრო) საგინაშვილის დაცვის სტილზე, მის პოზიციაზე.

რუსთაველის თეატრის შენობის ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე საგინაშვილი თეატრის დირექტორს იცავს. ამ გამოსვლას დადებითად შეაფასებს პერლოვი - საგინაშვილი ამომწურავად გააანალიზებს და განმარტავს ამ საქმის ვითარებას და ამას დიდი ტაქტით გააკეთებს. მონაწილეობას იღებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების და სასამართლო წყობილების კანონის პროექტების მომზადებაში, რის გამოც 1962 წელს სასამართლოს საბჭოს პრეზიდიუმი მადლობას გამოუცხადებს. უკვე ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ სხვადასხვა პროცესზე ღამეები აქვს ნათენები. გაფაციცებით და დაუღალავად მუშაობს. რომ იტყვიან, თავიდან ფეხებამდე თავის საქმეშია ჩართული და ამავე დროს არავინ ავიწყდება, მეეზოვეც კი, რომელიც გამთენიისას ქუჩას გვის. ესაუბრება მას, მოიკითხავს. უშუალობით და უბრალოებით გამოირჩევა, თუმცა ყველას აოცებს თავის მჭერმეტყველებით, ნიჭით და განათლებით. საკმაოდ დელიკატური პიროვნებაა. რაც არ უნდა აღელვებული იყოს, გაბრაზებული არასოდესაა. სახლში ხშირად სტუმრობენ გამოჩენილი მწერლები, იურისტები. ოჯახის წევრებთანაც კი მუდამ გამოწკეპილი და ფორმაშია. გამორჩეული სტილი აქვს ჩაცმაშიც, მანერაში, მიხვრა-მოხვრაში… წინაპრებმა ალბათ დიდი როლი შეასრულეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მისი დიდი ბაბუა, საგინაშვილების გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე დიმიტრის-ძე საგინაშვილი (1808-1887) გახლდათ - დიდი მემამულე და ქველმოქმედი. დიდი სამსახური გაუწევია სოფელ კოდასა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის. ალექსანდრეს დედა, მელიტონ ბარათაშვილის ღვიძლი და ყოფილა, ალესანდრე დიმიტრის-ძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი მამიდაშვილები ყოფილან. ნიკოლოზ ბარათაშვილი ხშირად ატარებდა ზაფხულს მამიდაშვილთან და თბილისის სახლსაც ხშირად სტუმრობდა თურმე. ბარათაშვილს ცნობილი ლექსი "საყურე" საგინაშვილებთან სტუმრობის დროს დაუწერია. ალექსანდრე დიმიტრის-ძე საგინაშვილს ცოლად ბარბარე ორბელიანი შეურთავს. ბარბარე გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილი ყოფილა. გრიგოლი თურმე, სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა თავის სიძესთან, ალექსანდრე საგინაშვილთან. გრიგოლ ორბელიანის წერილები დღესაც ინახება ამ ოჯახში. ეკატერინე დადიანი რომ გარდაცვლილა, გრიგოლ ორბელიანს მოუწერია ალექსანდრესთვის, "დიდად მეწყინა, დიდად შემაწუხა ამ ამბავმა. განგვშორდა ესეცა წარსულის დროის საქართველოს უკანასკნელი ბედნიერება, როდესაც გვინათებდნენ სიცოცხლეს ნინო, სოფო, მანანა, ელენე, მაიკო, მარიამ და მრავალნი. ამათ სამაგიეროდ ნეტა ვინ დაიბადნენ. - ეჰ, ბნელდება საქრთველო!" (ეს წერილი დღესაც ამ სახლში ინახება). წერილების ნაწილი კი, ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა.

ბარბარე საგინაშვილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მას შვილი არ დარჩენია. ალექსანდრემ თავის ძმის შვილი, ივანე იშვილა. ალექსანდრე საგინაშვილმა მეორედ იქორწინა. ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედი (ლიზა) მოუყვანია ცოლად. ნიკოლოზის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ალექსანდრე საგინაშვილს ამ სახლში ილია და ოლღა მიუწვევია, მაშინ მათ თავიანთი სახლი არ ჰქონდათ და ათ წელზე მეტხანს თურმე ერთად უცხოვრიათ. ილია ჭავჭავაძეს საგინაშვილის სახლში ჰქონია მოწყობილი "ივერიის" რედაქცია და სტამბაც. სახლი სიკვდილის წინ ალექსანდრემ თავის მეუღლეს, ლიზას უანდერძა. მოგვიანებით კი ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილის თხოვნით, ეს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, სადაც ახლა გახსნილია ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი. ივანე საგინაშვილის ვაჟიშვილი ნიკოლოზი (1876-1915) კამერ-იუნკერი ყოფილა, ისიც თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. მას აუშენებია სახლი ორბელიანთ უბანში, ამ სახლს დღესაც იგივე მისამართი აქვს - ორბელიანის ქუჩა 12. ნიკოლოზის მეუღლე თავისივე მოგვარე, ოღონდ სულ სხვა შტოდან - ნინა საგინაშვილი ყოფილა. ნინასა და ნიკოლოზ საგინაშვილების შვილი ადვოკატი, ალესანდრე (სანდრო) საგინაშვილი გახლდათ, რომლის წინაპრებიც სამხედრო მოღვაწენი იყვნენ.

დღეს ჩემი მასპინძელი სანდრო საგინაშვილის შვილი, ქალბატონი ნუნუ საგინაშვილია, პროფესიით ფიზიკოსი.

- გასაბჭოების შემდეგ ორბელიანის ქუჩაზე მდებარე დიდებული სახლის დაკარგვის შემდეგ, ნიკოლოზ საგინაშვილის ოჯახი საცხოვრებლად ისევ გრიბოედოვის 17-ში გადმოვიდა. ნიკოლოზი უკვე გარდაცვლილი იყო. ივანე მალე გარდაიცვალა და ამ ბინაში დარჩა მამაჩემი - ალექსანდრე (სანდრო) საგინაშვილი, იურისტი, ადვოკატი. ის თბილისის უნივერსიტეტში მაშინ სწავლობდა, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა გამოჩენილი მეცნიერი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ შალვა ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე ხოჭოლავა, ბიძინა ბარათაშვილი… ხშირად სტუმრობდა ჩვენს სახლს მამას მამიდაშვილი, ცნობილი იურისტი ვლადიმერ მაყაშვილი და მისი მეუღლე აკადემიკოსი თინათინ წერეთელი. მეცნიერებათა დოქტორი დავით ფურცელაძე, აგრეთვე ძალიან საინტერესო და კოლორიტული პიროვნება - გიორგი გაბელაშვილი… ქართული ადვოკატურის თავალსაჩინო წარმომადგენლები ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ.

ძველ ფოტოალბომს ვათვალიერებ. ეს ალბომი საჩუქრად გადასცეს ივანე საგინაშვილს, როგორც წარმატებულ სამხედრო პირს.

- ეს ფოტო არსად არ დაბეჭდილა, თავადაზნაურთა შეკრებაა, ცნობილი ოჯახების - აი სარაჯიშვილი და მისი მეუღლე… თბილისის მოწინავე საზოგადოების შეხვედრა უორდროპთან. ამ ფოტოზე ერთადაა ბევრი ცნობილი პიროვნება - იაკობ ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, სარგის კაკაბაძე…

იმდროინდელი მანდილოსნების ფოტოები უხვადაა ალბომში. მანანა ორბელიანი, გიმნაზიის გოგონები…

- ჩვენ სახლში ხშირად სტუმრობდნენ მამას დეიდაშვილები - მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, მის ძმა ალესანდრე, და და - მარგარიტა. აი თქვენ რომ ფოტოზე მოგეწონათ და მკითხეთ. არჩილ მაყაშვილი, გადასახლებიდან დაბრუნებული ძმები სუმბათაშვილები. ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა ალექსანდრეს თამარ ციციშვილთან და დიმიტრი გედევანიშვილთან, მათთან ერთად სწავლობდა სანდრო იმ დროს ცნობილ ლევანდოვსკის გიმნაზიაში.

მამა 1976 წელს გარდაიცვალა. სამსახურიდან მოვიდა და 15 წუთში გარდაიცვალა. სახლში ის ძალიან რბილი იყო, სულ კითხულობდა. მამას ჰყავდა მონადირე ძაღლი ჯუნი, ძალიან უყვარდა. ბოლო წლებში მამა უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად იყო, მამაჩემი რომ გამოდიოდა სასამართლოს შენობიდან, არ ვიცი ეს ძაღლი რანაირად გრძნობდა, წკმუტუნს იწყებდა, გავარდებოდა, დახვდებოდა ხოლმე სასამართლოს ქუჩაზე, მერე იქიდან ერთად ბრუნდებოდნენ.

ახლა ამ სახლში მისი შთამომავლობა ცხოვრობს. ქალიშვილი ნუნუ საგინაშვილი თავისი ოჯახით. მას ორი შვილი ჰყავს ალესაქნდრე (სანდრო) და ირინა ცისკარიძეები. სანდრო წარმატებული ნევროლოგია, პროფესორი. ირინა აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ამ გვარში ბევრი ადამიანი იყო ცნობილი და გამორჩეული. შთამომავლები ამ ტრადიციას არ არღვევენ.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი