RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

პატარა ჭიქებით

ავსტრალიური რთველი 2012

24 საათი 20.05.12

  •   aa
    ავსტრალიური რთველი 2012
  •   aa
    ჩინური კომპანია დასავლეთ ავსტრალიაში მარნებს ყიდულობს
  •   aa
    მადონასა და Smirnoff-ის ერთობლივი პროექტი
  •   aa
    ღვინო მარიხუანათი
  •   aa
    ღვინის ფესტივალი ფინეთში
  •   aa
    ორიგინალური სუში

ავსტრალიური რთველი 2012

ავსტრალიის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების ბიუროს ინფორმაციით, 2012 წელს ქვეყანაში 1,53 მილიონი ტონა ყურძნის მოსავალი მიიღეს, რაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამაზე უარესი მხოლოდ 2007 წლის რთველი იყო - მაშინ ავსტრალიელებმა მხოლოდ 1,41 მილიონი ტონა ყურძენი დაკრიფეს. თუმცა, ამგვარი ამინდები და ასეთი მოსავალი, შეიძლება ითქვას, ბუნებრივად ეხმარება ავსტრალიელებს ჭარბწარმოების პრობლემებთან გამკლავებაში. ყურძნის მოსავალს ადრე თუ გვალვა უშლიდა ხელს, ბოლო ორი წელია, უკვე წვიმიანი ამინდების გამოა კლების ტენდენცია. ხანგრძლივმა წვიმამ წელს სოკოვანი დაავადებების გავრცელებასაც შეუწყო ხელი.

ჩინური კომპანია დასავლეთ ავსტრალიაში მარნებს ყიდულობს

ბოლო დროს, როგორც ცნობილია, ჩინელი ინვესტორები აქტიურად იძენენ მამულებს ბორდოში. ისინი კალიფორნიაში, ნაპას ველზე გაშენებული ვენახებითაც დაინტერესდნენ და ავსტრალიასაც გადაწვდნენ. ჰონკონგური სადისტრიბუციო კომპანია Palinda Wines დასავლეთ ავსტრალიაში, მარგარეტ რივერსში მდებარე Woodside Valley Estate-ს ბრენდის სახელის და პერტ ჰილსში არსებული მეღვინეობის მეურნეობა Western Range-ს შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება არ კონკრეტდება.

მადონასა და Smirnoff-ის   ერთობლივი პროექტი

ბრიტანულმა კომპანია Diageo-მ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ალკოჰოლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და სხვა ბრენდებთან ერთად Smirnoff-საც ფლობს, ბაზარზე ახალი პროდუქტი წარადგინა. ლიმიტირებული რაოდენობის მაგარი ალკოჰოლური სასმელი პოპმომღერალ მადონას ახალი ალბომის - MDNA-ს გამოსვლის აღსანიშნავად ჩამოისხა. სასმელი წითელი ფერის ყუთშია მოთავსებული, თითოეულ მათგანში კი უნიკალური ვიპ-ბარათია კოდით, რომლის საშუალებითაც მყიდველი სოციალურ ქსელ ფეისბუკის სპეციალურ გვერდზე შესვლასა და მადონას ახალი ალბომიდან სიმღერების გადმოწერას შეძლებს. კომპანია Diageo-ს დასავლეთ ევროპის მარკეტინგის დეპარტამენტის მმართველის - საიმონ ბრეკონის თქმით, წითელი შეფუთვა და ვიპ-ბარათი კლიენტების მოსაზიდად გამიზნული მარკეტინგული ილეთია. გარდა ამისა, სასმლის ამ სერიას აქტიური და მასშტაბური სარეკლამო კამპანიაც ახლავს და იმედოვნებენ, რომ მთლიანი პარტია - 245 ათასი ბოთლი - უპრობლემოდ გაიყიდება.

ღვინო მარიხუანათი

კალიფორნიაში ახალი მოდა იკიდებს ფეხს - ღვინო მარიხუანით. რიგით ამერიკელებში ეს სასმელი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მის წარმოებას უკვე მრავალმა მეღვინემ მიჰყო ხელი. კრეინ კარტერი, ნაპას ველის კანაფის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი ღვინის დასამზადებლად მხოლოდ კაბერნე სოვინიონი და ჰუმბოლდტის ოლქში მოყვანილი მარიხუანა გამოიყენება. მისივე თქმით, ღვინისა და ნარკოტიკის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად ადამიანს "თრობის ფრიად საინტერესო შეგრძნება" ეუფლება. ერთი ბოთლი ასეთი ღვინის დასამზადებლად საჭიროა 1,5 გრამი მარიხუანა. დღესდღეობით 28,5 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის, მათი კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმა ას დოლარს შეადგენს, სხვა პასუხისმგებლობა პირს არ ეკისრება. კალიფორნიაში მარიხუანას სამედიცინო მიზნებით გამოყენება ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა დაშვებული.

ღვინის ფესტივალი ფინეთში

ცნობილი გახდა, რომ ფესტივალი "ღვინის სოფელი" ფინეთში, ქალაქ კუოპიოში, წელს 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, ფინეთს მეღვინეობის ქვეყანა უწოდო, ღვინის ფესტივალები იქ მაინც იმართება, "ღვინის სოფელი" კი წელს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება. წინა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ღვინის წარმოების კულტურით სახელგანთქმული ქვეყნები: ბრაზილია, ავსტრია, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩილე და ა.შ. წელს სტუმრის რანგში ფესტივალს კატალონიელი მეღვინეებიც ეწვევიან. ტრადიციული დეგუსტაციების გარდა, ფესტივალი "ღვინის სოფელი" თეატრალური წარმოდგენებითაც იქნება გაფორმებული, 5 ივლისს კი კონცერტს გამართავს ჯგუფი Apocalyptica. ფესტივალზე დასწრება ფასიანია - ერთი დღის ბილეთის საფასური 22-25 ევროს შეადგენს.

ორიგინალური სუში

სუშის მოსამზადებლად, მოგეხსენებათ, წყალმცენარე ნორი გამოიყენება. იაპონელებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ნორის ფურცელზე ლაზერის საშუალებით აღიბეჭდება ორნამენტები. ნორის ასეთ ფურცელში გახვეული სუშის საცდელი პარტია ელვის სისწრაფით გაიყიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იაპონიაში სუშის უკვე რობოტები ამზადებენ, სავსებით შესაძლებელია, მალე ორნამენტებით დამშვენებულ ნორის ფურცელში გახვეული სუში სწრაფი კვების მსოფლიოს ნომერ პირველ კერძად იქცეს.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი