რევიუ
ნამდვილი ისტორიები კავკასიიდან
ეს განსაკუთრებული წიგნია. მას არც კონკრეტული ავტორი ჰყავს და არც ჟანრია განსაზღვრული, ამბავიც ფრაგმენტებითაა გადმოცემული, პატარა ისტორიებით, რომლებიც ვერცხლის წყლის წვეთებივით ერთმანეთისკენ მიიწევენ და ერთ მთლიანობას ქმნიან. ამ მთლიანობას ერთი გეოგრაფიული სახელი - კავკასია, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ურთიერთობები, ტრაგედიები, ტკივილი და მაინც ერთმანეთისადმი ლტოლვა ჰქვია. "გამოუგონებელი ისტორიები" კავკასიაში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების პატარა ისტორიების, აუდიო დღიურების კრებულია.
მკითხველის 0 კომენტარი
დაამატე კომენტარი