ბიზნესი
“საქართველოს ბანკის” განახლებული პირობები ავტო და სამომხმარებლო სესხებზე
“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს ავტო და სამომხმარებლო სესხებზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. გაიზარდა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ლიმიტი და ვადები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “საქართველოს ბანკში” სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც თანხა არ ერიცხებათ კომერციულ ბანკში და აქვთ დადასტურებული შემოსავალი. მათთვის კი, ვისაც ხელფასი “საქართველოს ბანკში” ერიცხება, ყოველთვიური მინიმალური შემოსავლის მოთხოვნა თბილისში მცხოვრებთათვის 200 ლარამდე შემცირდა, ხოლო მომხმარებლისთვის ყველა დანარჩენ ქალაქსა და რეგიონში - 100 ლარამდე.
მკითხველის 0 კომენტარი
დაამატე კომენტარი