ბიზნესი
ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დასასრულს
უახლოვდება, ხოლო წამყვან ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტენდენციაც
შეიმჩნევა. ამაზე ბევრი ექსპერტი უკვე დიდი ხანია მიუთითებდა, ახლა კი
ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა
მინისტრ თიმოთი გეიტნერის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესების გამო აღარ არის აუცილებლობა ზოგიერთი
ღონისძიებისა, რომელსაც ამერიკის მთავრობა ატარებდა. მისი სიტყვებით,
“ფინანსური სისტემა აჩვენებს აღდგენის ძალიან ძლიერ სიგნალებს”.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ობამას ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც
კონგრესმა დაუჭირა მხარი, ამერიკული მრეწველობის დასახმარებლად 787 მლრდ.
დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.
მკითხველის 0 კომენტარი
დაამატე კომენტარი