RSS არხი    მობილური ვერსია
განავითარე მცირე ბიზნესი ”24 საათთის” დახმარებით
24 saati
07 სექტემბერი, სამშაბათი 2010
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2010-02-08

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის სარჩელი, წყნეთის აგარაკთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან აცნობეს, კოლეგიას სარჩელით ნინო ბურჯანაძემ მიმართა და მოპასუხეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის #3793  ბრძანებულების  ბათილად ცნობა მოსთხოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ნინო ბურჯანაძის სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის #158 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
sdf
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. ჭიდაობა >>

    aa
  4. ფეხბურთი >>

    aa
  5. ფეხბურთი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი