“საქართველოს დემოკრატიული პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი გურგულიას წარადგენს.
პარტიის თავმჯდომარის, დეპუტატ გია თორთლაძის განცხადებით, მის პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყველა რაიონში ეყოლება.
თავად გიორგი გურგულიას ინფორმაციით, კი მისი პრიორიტეტი კულტურა იქნება.
“ეს არის ფერო, რომელიც მე კარგად ვიცი; სადაც ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს. სწორედ ამ სფეროს გვუწევ კურირებას და ვიმედოვნებ, რომ სასიკეთო საქმის გაკეთებასაც შევძლებ”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გურგულიამ.