RSS არხი    მობილური ვერსია
განავითარე მცირე ბიზნესი ”24 საათთის” დახმარებით
24 saati
11 მარტი, ხუთშაბათი 2010
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

ჩეჩნეთში რუსი ადამიანის უფლებების დამცველები დააკავეს

2010-02-08


ჩეჩნეთის შალის რაიონში ადგილობრივმა მილიციამ “ჩეჩნეთის საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის” წევრები ვლადისლავ სადიკოვი, დიმიტრი ეგოშინი და რომან ვერეტენიკოვი დააკავა.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამ ინფორმაციას რუსეთის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი “მემორიალი” ავრცელებს.

“ჩეჩნეთის საკითხთა საზოგადოებრივი კომისია” 2009 წლის ნოემბერში შეიქმნა და მისი მიზანი რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს მონიტორინგი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის წევრები შალის რაიონის მილიციის უფროსის თემურ დაუდოვის მითითებით დააკავეს. დაუდოვი, მეტსახელად “ლორდი” სოფელ გელდაგენის ვაჰაბიტური ჯამაათის ყოფილი ემირია. ამჟამად ის რუსეთის მილიციის ოფიცერია და “რუსეთის გმირის” წოდებაც აქვს. დაუდოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.



ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
sdf

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი