RSS არხი    მობილური ვერსია
განავითარე მცირე ბიზნესი ”24 საათთის” დახმარებით
24 saati
11 მარტი, ხუთშაბათი 2010
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

უნივერსიტეტი 92 წლის არის

2010-02-08



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92-ე წლისთავი აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პანთეონში პარაკლისი აღავლინეს. ამის შემდეგ თსუ-ს II კორპუსში გაიმართა გამოფენა: `უნივერსიტეტი გუშინ, დღეს, ხვალ~,  ასევე, გამოფინეს თსუ-ს ბიბლიოოთეკასა და მუზეუმში დაცული უძველესი ხელნაწერები და რელიქვიები. ამასთან, გაიმართა თსუ-ს პროფესორ-ემერიტუსების დაჯილდოების ცერემონიალი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონშიც პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო.

უნივერსიტეტის დაფუძნებაში განსაკუთრებულია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის როლი. მისი წარდგინებით უნივერსიტეტის პირველ რექტორად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი. გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აღავლინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ გველესიანი, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები.


a

ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
sdf

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი