ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, კიკნაძე რუსეთში 5 წლის წინ ჩავიდა, რადგან საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ამ დროის განმავლობაში ის რუსეთში დოკუმენტების გარეშე ცხოვრობდა. “მედიანიუსის” ცნობით, კიკნაძე სოციალური დახმარების სამსახურებს გამოგონილი გვარ-სახელებით მიმართავდა და სამშობლოში დაბრუნების საკითხში დახმარებას სთხოვდა.
2009 წლის ნოემბერში კი, მან საქართველოში შემოსვლა “ზემო ლარსის” პუნქტის ერთ-ერთი შემოვლითი გზით სცადა, სადაც ის რუსმა მესაზღვრეებმა დაკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლოა, კიკნაძის საქართველოში ექსტრადიცია მოხდეს.