საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი
ინტერესის გამოხატვა საკონსულტაციო მომსახურებაზე
დეტალური ტექნიკური პროექტის მომზადება და პროექტის მშენებლობის დამხმარე მომსახურების უზრუნველყოფა მშენებლობის მენეჯმენტის და საველე ზედამხედველობის მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან ერთად ქ. დუშეთში, დუშეთის ხეობის დატბორვის საწინააღმდეგო სარეაბილიტაციო სამუშაოებთან მიმართებაში
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID)შეთანხმების ნომერი: AAG-114-G-10-002
პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: USAID/C/QBS/03
საქართველოს მთავრობამ მიიღო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების და მხარდაჭერის დასაფინანსებლად და აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენებას აპირებს დეტალური ტექნიკური პროექტის მომზადების და პროექტის მშენებლობის დამხმარე მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მშენებლობის მენეჯმენტის და საველე ზედამხედველობის მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან ერთად, ქ. დუშეთში, დუშეთის ხეობის დატბორვის საწინააღმდეგო სარეაბილიტაციო სამუშაოებთან მიმართებაში.
დუშეთი წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. დუშეთი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში და განეკუთვნება მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციას. მდ. დუშეთისხევი სათავეს იღებს ქ. დუშეთის ზემოთ მდებარე მთებში და ჩაედინება მდ. არაგვში. მდინარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 13 კმ-ს, 36.3 კმ2 წყალშემკრებით. მდინარე სამხრეთ-დასავლეთით მიედინება ქ. დუშეთის გავლით და შემდეგ უერთდება მდ. არაგვს, ქალაქის ქვემოთ 4.8 კმ-ზე. მდინარის მაღალი ნაკადი აღინიშნება ჩვეულებრივ გაზაფხულზე და დაკავშირებულია თოვლის დნობასთან და გაზაფხულის უხვნალექიანობასთან. მდ. დუშეთისხევის ნაკადის მოზღვავებასთან დაკავშირებული კონკრეტული მონაცემები არ მოგვეპოვება. მდინარის სიგრძე ქ. დუშეთში შეადგენს 3.2 კმ-ს. დუშეთში არსებობს მდინარეზე გადასასვლელი სამი ნაგებობა – ერთი ხიდი და ხიდის ორი მილხიდი. მდინარე ქალაქში მოედინება ციცაბო დაღმართზე. მდინარის მარცხენა და მარჯვენა ნაპირი ხელყოფილია ადამიანების მიერ. აღნიშნული ორი მილხიდი ვერ აკავებს წყლის მაღალ ნაკადს ისე, რომ წყალი არ გადმოვიდეს ნაპირებზე. აღნიშნულმა დააზიანა მინდვრები, ნაგებობები, უძრავი ქონება და გამოიწვია ცხოველების დაზარალება და დანაკარგი, ხოლო 2005 წ. აღნიშნული ზარალი ქ. მაცხოვრებლებსაც შეეხოთ.
სრული მენეჯმენტი, შესყიდვების კოორდინაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (მგფ).
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს მდინარის ნაპირდაცვის უზრუნველყოფას და დატბორვის რისკის შემცირებას იმ ნაგებობების რეაბილიტაციის გზით, რომელნიც შეზღუდავენ მდინარის მოზღვავებას და მდ. დუშეთისხევის ადიდებით გამოწვეულ დატბორვას, რადგან აღნიშნული მდინარე მიედინება ქ. დუშეთის გავლით. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადაარჩენს შინაურ ცხოველებს, დაიცავს ქალაქის მაცხოვრებლებს, რომელთაც მუდმივად უწევთ მოსალოდნელი წყალდიდობის შიშის ქვეშ ცხოვრება, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.
ტექნიკური და პროფესიონალური მომსახურების შემსრულებელი (კონტრაქტორი) ვალდებულია განახორციელოს საველე კვლევები და საპროექტო ტერიტორიის შესწავლა; მოამზადოს ჰიდროლოგიური/ნალექების/წყალდიდობის კვლევები; მოამზადოს საპროექტო სწავლება და საბოლოო პროექტები; მოამზადოს მოვლა-პატრონობის გეგმები; მოამზადოს საპროექტო ტერიტორიის კონკრეტული გარემოსდაცვითი მართვის გეგმები; დაასრულოს და წარმოადგინოს დეტალური საპროექტო ნახაზები; მოამზადოს ტექნიკური სპეციფიკაციები და სამუშაოთა მოცულობების სპეციფიკაციების გრაფიკი; შეადგინოს სატენდერო დოკუმენტები ქვემოთ მოცემული სამუშაოების განხორციელების მიზნით იმ სამუშაოებთან ერთად, რომელთა გათვალისწინებას კონტრაქტორი მიიჩნევს საჭიროდ საბოლოო პროექტში, მოცემული პროექტის სათანადო განხორციელების მიზნით. ძირითადი სამუშაოებია:
გ. ბეტონის მზიდი კედლების მშენებლობა მოსახლეობის დაცვის მიზნით, წყალდიდობის დროს პოტენციურად საშიშ ადგილებში და მონაკვეთებში, სადაც ხდება ნაპირების გამორეცხვა. ბეტონის მონოლითური კედლების სიმაღლე იქნება 5 მ. კედლების მთლიანი სიგრძე იქნება დაახლოებით 500 მ.
პროექტის მომზადებისთვის გათვალისწინებული მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 თვე, ხოლო პროექტის მენეჯმენტის ზედამხედველობა (პროექტის ინსპექტირება) მოიცავს 6 თვეს, რაც შეესაბამება სამშენებლო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობას. მშენებლობის მართვის და საველე ზედამხედველობის შესაძლებლობა ასევე 6 თვე იქნება, რაც შეესაბამება სამშენებლო კონტრაქტის მოსალოდნელ ხანგრძლივობას.
კონსულტანტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავს პროექტებში მუშაობის გამოცდილება და ჰყავდეს პროფესიონალების ძლიერი და გამოცდილი გუნდი, რომელიც შედგება შემდეგი ექსპერტებისგან:
სპეციალისტების პროფესიული ბიოგრაფიები აუცილებელია მოიცავდეს ინფორმაციას მათი კვალიფიკაციისა და ბოლო 5 წლის მანძილზე წარმატებულად დასრულებული დავალებების შესახებ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს, რომ გამოხატონ ინტერესი აღნიშნული მომსახურების განხორციელებაზე. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი და ზემოთ აღნიშნული მომსახურების სფეროში მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ბუკლეტები, მსგავსი საქმიანობის აღწერა, ანალოგიურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, შესაბამისი უნარებით აღჭურვილი პერსონალის არსებობა და სხვ.). კონსულტანტები შესაძლოა გაერთიანდნენ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული შემდეგი პროცედურების შესაბამისად: კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ, 2004 წლის მაისის გამოცემა, 2006 წლის 1 ოქტომბერის და 2010 წლის 1 მაისის შესწორებებით. შერჩევის მეთოდი: ხარისხზე დაფუძნებული შერჩევა (QBS).
დაინტერესებულ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესყიდვების სამმართველოში ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10:00-დან 17:00 სააათამდე. ტელ: (+995 32) 2437001/02/03/04, შიდა ნომერი 416, ბ-ნი გიზო ღლონტი, შესყიდვების სამმართველოს უფროსი.
ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთმოყვანილ მისამართზე არაუგვიანეს 2012 წლის 11 ივნისის 19:00 საათისა:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ)
ბ-ნი ლევან ჭიჭინაძე, აღმასრულებელი დირექტორი
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. №150, თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 2437001/02/03/04
ფაქსი: (+995 32)2437077
ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge
ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge
Municipal Development Fund of Georgia
Regional Municipal Infrastructure Development Project
Expression of Interest for Consulting Services
Preparation of the Detailed Engineering Design and Provision of Design Construction Support Services with an Option for Provision of Construction Management and On-site Supervision Services for Rehabilitation Works for Dusheti Gorge Flood Protection in Dusheti Town.
Agreement with United States Agency for International Development (USAID) Number: AAG-114-G-10-002
Project Identification Number: USAID/C/QBS/03
Georgia has received the grant from the USAID for financing of the Improved Infrastructure, Economic opportunities, and Support for Internally Displaced Persons and intends to use the part of this fund for the Preparation of the Detailed Engineering Design and Provision of Design Construction Support Services with an Option for Provision of Construction Management and On-site Supervision Services for Rehabilitation Works for Dusheti Gorge Flood Protection in Dusheti Town.
Dusheti is an administrative center of Dusheti Municipality. Dusheti is located in the east of Georgia and belongs to Mtskheta-Mtianeti Administration. The Dudhetiskhevi River rises in the mountains above Dusheti town. The river's source is in the mountains and it flows into River Aragvi. The length of the river is about 13 km with a catchment area of 36.3 km2. The River flows southwest through Dusheti town and then meets the Aragvi River 4.8 km below the town. High flows generally occur in the spring and are associated with snow melt runoff and high spring precipitation. Specific flow data is not available for the Dushetiskhevi River. The River length through Dusheti town is 3.2 km. There are three river crossing structures in Dusheti –one bridge and two bridge culvert structures. The River is on a steep slope through the city. Along both the left and right bank there has been human encroachment. The two bridge culverts are not able to pass high flood flows without water overflowing the banks. This has caused damage to fields, structures, property and injury and loss of animals and in 2005, town residents.
Overall management and coordination of procurement and rehabilitation works’ implementation and supervision is generally conducted by the Municipal Development Fund of Georgia (MDF).
The purpose of this project is to provide river bank protection and to reduce flood risks through rehabilitation of structures that restrict river flow and cause flooding from the Dudhetiskhevi River as it passes through Dusheti town. The infrastructure improvements will save lives, protect residents living under the constant threat of flooding, contribute to economic growth of the municipality, and improve the social condition of the local population.
The Contractor for Technical and Professional Services (Contractor) will be required to carry out field surveys and site investigations; prepare hydrologic/sediment/flood studies; prepare design studies and final designs; prepare O&M plans; prepare site specific environmental management plans; complete and submit detailed design drawings; prepare technical specifications & schedule of quantities (BOQs); and compile bid tender documents for the construction and rehabilitation of the following proposed engineering works, along with any other works that the contractor recommends as part of the final design in accordance with the purpose of this project.
The duration of the services for preparation of the design is 4 months and design management supervision (design inspection) would be for 6 months, the expected duration of the construction contract. The option for construction management and on-site supervision would also be for 6 months, the expected duration of the construction contract.
The Consultant will have working experience in similar projects and a strong and experienced team of professionals, which will comprise of the following experts:
The curriculum vitae of the specialists should contain information of their qualification and assignments they have successfully completed in the last 5 years.
The Municipal Development Fund of Georgia invites eligible consultants to indicate their interest in providing the services. Interested consultants must provide information indicating that they are qualified to perform the services (brochures, description of similar assignments, experience in similar conditions, availability of appropriate skills among staff, etc.). Consultants may associate to enhance their qualifications.
The consultants will be selected in accordance with the procedures set by the World Bank Guidelines: Selecting and employing the consultants by the borrowers of the World Bank loan, edition of May, 2004, corrected on October 1, 2006 and May 1, 2010. The method of selection is: Quality Based Selection (QBS.).
Interested bidders may obtain additional information at the Procurement Division at the address provided below from 10:00 a.m. to 17:00 p.m. Phone number: (+995 32) 2437001 / 02 / 03/ 04, extension 416, Mr. Gizo Glonti, Head of the Procurement Division.
Interest expression shall be submitted at the address provided below not later than 19:00 p.m. of June 11, 2012.
Municipal Development Fund of Georgia
Mr. Levan Chichinadze, Executive Director
# 150 D. Agmashenebeli Avenue, Tbilisi, Georgia,
Tel: (+995 32) 2437001 / 02 / 03/ 04
Fax: (+995 32)2437077
E-mail: procurement@mdf.org.ge
Web site: www.mdf.org.ge
| 2012 მაისი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |