გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“ აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის) დასაკავებლად მედიცინის, ფარმაციისა და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე 2012-2013 სასწავლო წლისათვის.
მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან სექტორზე 4 სრული პროფესორი, 9 ასოცირებული პროფესორი, 4 ასისტენტ პროფესორი (5 წლის ვადით), ფარმაციის ფაკულტეტზე 1 ასისტენტ პროფესორი (3 წლის ვადით), ჯანდაცვის ფაკულტეტზე 2 სრული, 3 ასოცირებული და 2 ასისტენტ პროფესორი (4 წლის ვადით);
სრული პროფესორის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტის სტატუსი.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
1. განცხადება (დადგენილი ფორმის მიხედვით) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
2. თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ აკადემიური თანამდებობის
მაძიებლის ანკეტა (დადგენილი ფორმის მიხედვით);
3. ავტობიოგრაფია (CV);
4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
5. შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომათა სია (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
7. პირადობის მოწმობის ასლი;
8. სამი ფოტოსურათი 5X6;
შენიშვნა: (სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს კურსის სილაბუსი)
კონკურსი ცხადდება 2012 წლის 14 ივნისს.
საბუთების მიღება იწარმოებს 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ყოველდღე გარდა კვირისა 10.00 სთ–დან 18 სთ–მდე;
კონკურსი ჩატარდება 25 ივლისს, ხოლო აპელაცია 28 ივლისს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 31 ივლისს.
მისამართი: თბილისი, თამარაშვილის შესახ. 4 (გ. სვანიძის 8) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის III სართული, კანცელარია. ტელ. 229 34 92 55813 60 61
ელ. ფოსტა medicina@hippocrates.edu.ge
საკონკურსო კომისია
| 2012 ივნისი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |