საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ)
აცხადებს კონკურსს სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე, შემდეგი მიმართულებებით:
სამართალმცოდნეობა;
ფინანსები და საბანკო საქმე;
ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;
ტურიზმი;
ჟურნალისტიკა;
ინგლისური ფილოლოგია;
სამკურნალო საქმე;
სტომატოლოგია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (СV);
დ) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შესახებ;
ე) ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ;
ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი, ხოლო სრული პროფესორის - 6 წლიანი სტაჟი).
თ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ი) სილაბუსი/სილაბუსები;
კ) 2 ფოტოსურათი.
საბუთები მიიღება 2012 წლის 4 აგვისტოდან 18 აგვისტომდე.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 31 აგვისტომდე.
| 2012 ივლისი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |