თანდართული ფაილი: 4b052ddcead19__Gancxadeba.doc
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მის: (ქ. თბილისი თამარაშვილის ქ. №15ა) აცხადებს ტენდერს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების შენახვის ხარჯებიდან კომპაქტურად განსახლების ობიექტების დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ერთ ლოტად და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტი:
|
ლოტი |
ობიექტების მისამართი ქ. თბილისი |
შესასრულებელი სამუშაოების მოკლე აღწერა |
|
1 |
მოსკოვის გამზირი 17 ბ, შპს “ნიკოლო”-ს ს/ს |
დაზიანებული სახურავის აღდგენა |
|
ტურბაზა “თბილისის ზღვა” |
||
|
საქსტანდარტი, ნაძალადევი, სანზონა |
||
|
გლდანი VII მ/რ, №124 ბაღი |
||
|
გლდანი III მ/რ,134-ე ბ/ბაღი |
||
|
ს.ს. "ოპტიკა”, მუხიანის II მ/რ, კორპ.33 |
||
|
რკინიგზის საავადმყოფო, თ.მღვდლის ქ. 13 |
||
|
ლილო 63-ე.პროფ |
||
|
ტუბდისპანსერი, მე3 კორპუსი, სამგორის №8 |
||
|
არაშენდა, თემქა, 11 მ/რ, II კვ |
||
|
ც. დადიანის №134, რკინიგზის პროფ. სასწ. №1 შენობა |
||
|
უწერის №11, სამხედრო კათედრა, ავჭალა |
||
|
გარდაბნის გზატკეცილი №6, 78-ე საჯარო სკოლა |
||
|
ხუდადოვის №173, სამხედრო ქალაქი |
1. მიწოდების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2009 წლის 30 დეკემბრამდე.
2. დაინტერესებულ პირებს სატენდერო მოსაკრებელის გადახდა 200 ლარის ოდენობით შეუძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №220101222, ა/ა 200122900, სახაზინო კოდი 302003174. აუცილებლად უნდა მიეთითოს: სატენდერო მოსაკრებელი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის № 15ა მე-6 სართული ოთახი № 624, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს დაუყოვნებლივ გადაეცემათ ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია.
1. პრეტენდენტების მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის და მისთვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2009 წლის 10 დეკემბრის 18 00 სთ-მდე.
4. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე დახურულ კონვერტში 2009 წლის 11 დეკემბრის 10:00-დან 16:00 საათამდე, მისამართზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ქ. თბილისი თამარაშვილის № 15ა მე-6 სართული ოთახი № 624.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1. იურიდიული პირებისათვის
a) ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ ტენდერში მონაწილის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა.
ბ) ცობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრებისა ან სანაციის საქმე.
გ) ცნობა შესაბამის სამსახურიდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
დ) ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ხელმძღვანელი მუშაკები უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყვნენ მსჯავრდებულები და მოცემულ მომენტში მათ მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
5.2. ფიზიკური პირებისათვის
a) ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ პირი ქმედუნარიანია.
b) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე.
გ) ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრიდან, რომ იგი უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავრდებული და მოცემულ მომენტში მათ მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
5.3 როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის:
a)შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
b)ცნობა შესაბამისი სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არქონის შესახებ.
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
დ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ჩამონათვალი.
ე) ცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან კეთილსინდისიერების შესახებ
6. წარმოდგენილ უნდა იქნეს სუბკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემებიც.
7. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
8. ტენდერის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული.
9. ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
10. ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 1%-ის ოდენობით (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
11. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ოდენობით.
12. დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი.
13. ტენდერი ჩატარდება 2009 წლის 11 დეკემბრის 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა მე-6 სართული №605 ოთახში.
14. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება დაიშვება შეფასებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
a) წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკვალიფიკაციო დოკუმენტს და ისინი არ აღმოჩნდება ყალბი;
ბ) წარმოადგენს სატენდერო წინადადებას, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნათა შესაბამისად.
15. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი სატენდერო წინადადება.
16. საკვალიფიკაციო დოკუმენტების და სატენდერო წინადადების განხილვის ვადას დაადგენს სატენდერო კომისია საკვალიფიკაციო დოკუმენტების და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის დასრულებისთანავე გამართულ კომისიის სხდომაზე, რომელიც ჩატარდება 2009 წლის 11 დეკემბრის 16:00 სთ-ზე.
17. სატენდერო დოკუმენტაციით წარმოსადგენი სავალდებულო მოთხოვნები:
ა) ერთობლივი შემოსავალი ბოლო სამი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 000 000 ლარს. ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი ბოლო სამი კალენდარული წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის ასლი ან დუბლიკატი.
ბ) პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ ერთი მსგავსი მოცულობისა და სირთულის სამუშაო. სამუშაოთა მოცულობა და სირთულე შედარებული იქნება ამ ტენდერის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებთან და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 70%-ს ფულად გამოსახულებაში. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დამკვეთისა და სახელშეკრულებო ღირებულების მითითებით.
18. არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოებიდან ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირებს: იულია ტყეშელაშვილი, ნინო ღუდუშაური, ტელ: (822) 31 13 43
სატენდერო კომისია.
| 2009 ნოემბერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |