RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
2010-07-14

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად აცხადებს ტენდერს სატელიტური თანამგზავრის მეშვეობით საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიების ფოტოგრაფირების მომსახურების შესყიდვაზე I ლოტად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

   2. შესასყიდი მომსახურება:

სატელიტური სურათები

ფართობი (კმ2)

პიქსელის ზომა

სურათის ტიპი

1

მესტიის რაიონი

470

0.5

მონო (ფერადი, შავ-თეთრი)

2

მესტია – ლენტეხის რაიონი

1520

0.5

სტერეო (ფერადი, შავ-თეთრი)

3

ონის რაიონი

1135

0.5

მონო (ფერადი, შავ-თეთრი)

4

ყაზბეგის რაიონი

735

0.5

სტერეო (ფერადი, შავ-თეთრი)

 3. მომსახურების გაწევის ვადები – 2010 წლის 16 აგვისტო 2010 წლის 20 დეკემბერი.

4. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე შედგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ორ ეგზემპლარად (დედანი და ასლი) მოთავსებული ერთ დახურულ პაკეტში (შეღწევადობის გარეშე), 2010 წლის 3 აგვისტოს 15 სთ-დან – 16 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქ.№2, სააგენტოს შესყიდვების სამსახურში (III სართული).

 5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

იურიდიული პირებისათვის:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ;

ბ) ცნობა ბანკიდან ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

  ცნობა ბანკიდან სასურველია შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 1. პრეტენდენტის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ; 2. ბანკის მიმართ

  არსებული დავალიანების შესახებ; 3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებული ბრუნვის შესახებ;

გ)  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

დ)  ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ე)  ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება:

ვ) სატენდერო წინადადების ხელის მომწერისთვის გაცემული მინდობილობა (დაურთეთ საჭიროებისამებრ);

ზ) ISO-ს სტანდარტის სერთიფიკატი;

თ) ინფორმაცია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული, ანალოგიური მიწოდების შესახებ.

შენიშვნა: ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს აღებული სატენდერო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

6. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:

სატელიტური ფოტოგრაფირების დროის განრიგს;

სატელიტური ფოტოგრაფიების მახასიათებლებს;

გადასაგები არეალის კოსმოსური გამოსახულებიტ დაფარვის გეგმას;

სახმელეთო გეოდეზიური უზრუნველყოფას და კონტროლს;

გადაღების დაფარვის სპეციფიკაციას;

ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;

ინფორმაციას ხელახალი გადაღებების და გადაღებული სურათების დამუშავების შესახებ;

ინფორმაციას დამუშავების საშუალებების, ფორმატების მიდგომების და მოსაწოდებელი ფოტოგრაფიების სრულ აღწერილობას.  

შენიშვნა: მე-6 პუნქტით წარმოსადგენი ინფორმაცია სრულად არის განასაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციით.

მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელი ზემოთ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მონაცემებსა და ინფორმაციაზე თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს, რომ იგი შეესაბამება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ყველა წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნას.

7. პრეტენდენტი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ:

- იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-5 მუხლში მოცემულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი და ვადაგასული.

- პრეტენდენტს არ გააჩნია უკანასკნელი 3 წლის გამოცდილება სატელიტური ფოტოგრაფირების სფეროში ან ამ პერიოდში მუდმივად არ მუშაოებდა ამ განხრით.

8. შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება საკვალიფიკაციო მონაცემების შემდეგი "ა“, "ზ"  პუნქტები.

9. ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მექანიზმი (სატენდერო წინადადების ღირებულების 1%). რომლის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი (სატენდერო წინადადების  ღირებულების 3%).

10. ტენდერში მონაწილეობის მსურველები სატენდერო დოკუმენტაციას შეუზღუდავად გაეცნობიან ადგილზე ან მიიღებენ განცხადების გამოქვეყნების დღიდან (2010 წლის 14 ივლისი) 2010 წლის 2 აგვისტოს 15 სთ.მდე, სატენდერო მოსაკრებლის (150 ლარი) გადახდის შემდეგ, ხოლო სატენდერო წინადადებას წარმოადგენენ საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე: ქ.თბილისი, წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქ.№2, სააგენტოს შესყიდვების სამსახურში (III სართული).

11. მომსახურების სავარაუდო ღირებულებაა 430000 ლარი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ გადასახადებს მათ შორის დღგ-ს.

12. სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად სატენდერო მოსაკრებელი (150 ლარი) გადარიცხული უნდა იქნეს:

მიმღების დასახელება - ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო, ანგარიში №200122900, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №302004000, გადახდის დანიშნულება - სატენდერო მოსაკრებელი, დამატებითი ინფორმაცია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.  

13. სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასური (50 ლარი) გადარიცხული უნდა იქნეს:

ს.ს "რესპუბლიკა ბანკი"  მიმღები: ს.ს.ი.პ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ანგარიში 10591718543, კოდი 220101757  

14. პაკეტები გაიხსნება 2010 წლის 3 აგვისტოს 16 საათზე.  

15. ტენდერში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.   

16. ყოველმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთი სატენდერო წინადადება, ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.

17. ზეპირი ვაჭრობა პრეტენდენტებს შორის გაიმართება 2010 წლის 10 აგვისტოს, 16 საათზე შემდეგ, მისამართზე: ქ.თბილისი, წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქ.№2, სააგენტოს შესყიდვების სამსახურში (III სართული).

18. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგან:

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი,

საკონტაქტო ტელეფონი: 91-05-17

ფაქსი: (995 32) 91-03-41 მისამართი: ქ.თბილისი, წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის 2.

 

 

 

 

 

ბოლო ტენდერები ამ კატეგორიიდან

გაფართოებული ძიება
2010 ივლისი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი