საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს საქონლის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №16) "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის შესყიდვაზე 16 ლოტად.
შესყიდვის ობიექტი:
|
ლოტი № |
შესყიდვის ობიექტის დასახელება |
განზომილების ერთეული |
რაოდენობა |
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (ლარი) |
|
|
1 |
კომპიუტერი |
კომპლექტი |
4 |
10400.00 |
|
|
2 |
კომპიუტერი |
კომპლექტი |
2 |
7000.00 |
|
|
3 |
კომპიუტერი |
კომპლექტი |
2 |
11100.00 |
|
|
4 |
ნოუთბუქი |
ცალი |
10 |
138700.00 |
|
|
5 |
ნოუთბუქი |
ცალი |
2 |
7000.00 |
|
|
6 |
სკანერი |
ცალი |
7 |
14000.00 |
|
|
7 |
მონიტორი |
ცალი |
6 |
3600.00 |
|
|
8 |
უკაბელო კლავიატურა და მაუსი |
კომპლექტი |
3 |
621.00 |
|
|
9 |
ინფორმაციის გარე საცავი (HDD) |
ცალი |
8 |
2104.00 |
|
|
10 |
USB ფლეშ მეხსიერება |
16 GB |
ცალი |
6 |
1622.00 |
|
32 GB |
ცალი |
5 |
|||
|
11 |
ბრენდმაუერი (Firewall) |
ცალი |
2 |
29600.00 |
|
|
12 |
კომუტატორი |
ცალი |
3 |
18600.00 |
|
|
13 |
სასერვერო კარადა |
ცალი |
2 |
5000.00 |
|
|
14 |
სერვერის ქსელური ადაპტერი |
ორ პორტიანი |
ცალი |
4 |
6480.00 |
|
ოთხ პორტიანი |
ცალი |
4 |
|||
|
15 |
SAN ინფრასტრუქტურა |
Fibre optic HBA |
ცალი |
8 |
60580.00 |
|
LAN ადაპტერი |
ცალი |
4 |
|||
|
SAN ადაპტერი |
ცალი |
2 |
|||
|
Optical Transceiver |
ცალი |
20 |
|||
|
SAN Switch |
ცალი |
1 |
|||
|
Tape Library |
ცალი |
5 |
|||
|
16 |
DVD-RW დისკი |
ცალი |
100 |
200.00 |
|
3. კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის მიწოდება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში. მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. #16-ში.
4. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 21 დეკემბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე მე-17 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1 იურიდიული პირებისათვის:
ა) ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
ე) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
5.2 ინდივიდუალური მეწარმეთათვის:
ა) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
გ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
5.3 ფიზიკური პირებისათვის:
ა) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
6. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7. სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
|
№ |
შეფასების კრიტერიუმი |
პრიორიტეტულობის კოეფიციენტები |
|
1 |
სატენდერო წინადადების ღირებულება |
0,50 |
|
2 |
საქონლის ხარისხი |
0,30 |
|
3 |
საგარანტიო ვადები |
0,10 |
|
4 |
მიწოდების ვადები |
0,10 |
|
სულ: |
1,00 |
|
8. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად თუ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მე-16 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-7 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
9. თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მე-5 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის.
10. ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი ან მეტი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
11. ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-15 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 30 ნოემბრის 10:00 საათიდან 2010 წლის 20 დეკემბრის 19:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. №16, მე-8 სართული ოთახი №8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
12. ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
13. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 21 დეკემბრის 14:00 საათზე.
14. ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
15. სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ანგ. №200122900, სახელმწიფო ხაზინა, კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000
გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-17 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
16. სატენდერო წინადადების წარდგენისათვის შესყიდვებში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ საფასური _ 50 ლარის ოდენობით სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.gov.ge) მითითებულ ანგარიშზე (საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გადახდის დანიშნულება _ სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
17. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16, მე-8 სართული, ოთახი №8-9; ტელეფონი: (+99532) 261-336; საკონტაქტო პირი: ნინო ნაროზაშვილი.
შენიშვნა: სატენდერო განცხადების მე-5 პუნქტით მოთხოვნილი ყველა ცნობა და ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს ტენდერის შესახებ განცხადების გამოქვეყნების თარიღის შემდეგ.
| 2010 ნოემბერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |