2010-11-27
სსიპ "საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი"
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. სსიპ "საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი" (მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, ალ.ყაზბეგის გამზ. №23 II კორპუსი, მე-5 სართული. ტელ: (995 32) 388210, (995 32) 388220; ტელ./ფაქს.: (995 32) 388210 (Ext.: 119), E-mail: globalfund@caucasus.net) ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს რვა ლოტად "გლობალური ფონდის" პროგრამის "საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით" (გრანტი: №GEO-S10-G07-H) ფარგლებში გათვალისწინებულ მომსახურებაზე შემსრულებლების გამოსავლენად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს ("საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად, "გლობალური ფონდის" სამედიცინო პროგრამები განთავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან);
2. დაფინანსების წყარო: საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრები ("გლობალური ფონდის" გრანტი; №GEO-S10-G07-H);
3. შესყიდვის ობიექტია:
I ლოტი - ნარკოტიკების Nინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსის პრევენციის მიზნით (სავარაუდო ღირებულება 700,545.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების გზით ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას;
- შპრიცების გაცვლისა და ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მოემსახურება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს;
- შპრიცების გაცვლის და ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების პერსონალის ტრეინინგი;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სახარჯი მასალებითა და ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით უზრუნველყოფას;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის აივ ინფექციის გავრცელების პრევენციას თანასწორგანმანათლებელთა მიერ, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებთან საგანმანათლებლო მუშაობა;
- საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსზე, უსაფრთხო ქცევის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას, მათი საგანმანათლებლო ბროშურებით და სხვა სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას.
II ლოტი - აივ/შიდსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება ჩანაცვლებითი თერაპიის მეშვეობით (სავარაუდო ღირებულება 870,326.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელების გზით ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მკურნალობას და, შესაბამისად, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას;
- ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის მკურნალობის მიზნით;
- პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პერსონალის გადამზადება ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის მეთოდოლოგიაში;
- ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფასა და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა უზრუნველყოფას აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით;
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სადაც ყოფილი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები გაივლიან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის აივ ინფექციის გავრცელების პრევენციას თანასწორგანმანათლებელთა მიერ.
III ლოტი - აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (სავარაუდო ღირებულება 747,158.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლების ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით უზრუნველყოფას;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
- მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენელთა თანასწორგანმანათლებლებად მომზადებას;
- საინფორმაციო - საგანმანათლებლო მასალების შექმნას, დაბეჭდვასა და გავრცელებას მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ასევე მათ უზრუნველყოფას სხვა სახარჯი მასალებით.
IV ლოტი - უსაფრთხო სისხლის სამსახურისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება (სავარაუდო ღირებულება 202,949.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად საერთაშორისო ექსპერტიზის გათვალისწინებას;
- უსაფრთხო სისხლის სამსახურისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გეგმის სრულყოფას და დანერგვას ადგილობრივი ექხპერტების ჯგუფის მიერ;
- სისხლის სამსახურების პერსონალის ტრენინგს ხარისხის კონტროლისა და მართვის საკითხებზე;
- სისხლის სამსახურების მონიტორინგს და შეფასებას;
- დონორთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
V ლოტი - აივ/შიდსით ინფიცირებულთა მოვლა და მკურნალობა (სავარაუდო ღირებულება 903,101.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- საქართველოს ტერიტორიაზე შიდსის სამკურნალო ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით აივ/შიდსით ინფიცირებულთა უზრუნველყოფას "მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობით";
- აივ/შიდსით ინფიცირებულთა "მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობის” მონიტორინგს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული მეთოდების მეშვეობით;
- აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზნით შიდსის ცენტრების უზრუნველყოფას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით, ტესტ-სისტემებით, სადიაგნოსტიკო და სხვა საჭირო საშუალებებით;
- ექიმი-ინფექციონისტების გადამზადებას ანტირეტროვირუსული მკურნალობის საკითხებში (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ);
- აივ ინფიცირებულების მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- აივ ინფიცირებული ყველა ორსულის და მათი ახალშობილის პროფილაქტიკური ანტირეტროვირუსული მკურნალობით უზრუნველყოფას;
- ყველა აივ ინფიცირებული დედის ახალშობილის საკვებით უზრუნველყოფას;
- დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს;
- მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით საინფორმაციო - საგანმანათლებლო მასალების შექმნას, დაბეჭდვასა და გავრცელებას.
VI ლოტი – Aაივ ინფიცირებულების მოვლა და მხარდაჭერა (სავარაუდო ღირებულება 146,944.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- აივ ინფიცირებულთა თვითდახმარების ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- აივ/შიდსით ინფიცირებულთათვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას;
- თვითდახმარების ცენტრების (ქქ. თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) თანამშრომელთა ტრეინინგების ორგანიზებას;
- აივ/შიდსით ინფიცირებულთა უზრუნველყოფას ინდივიდუალური და სატელეფონო კონსულტაციებით;
- აივ/შიდსით ინფიცირებულთა უფლებების დაცვისა და შიდსთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას და თემატური მასალების გავრცელებას;
- აივ/შიდსით ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებას და რეაბილიტაციას.
VII ლოტი – აივ რეზისტენტობის პრევენციის და შეფასების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა (სავარაუდო ღირებულება 217,523.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- ადგილობრივი ექსპერტების სამუშაო ჯგუფის შექმნას აივ რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების და დანერგვის მიზნით;
- აივ რეზისტენტობაზე ადრეული გაფრთხილების ინდიკატორების (Early Warning Indicator) მონიტორინგს;
- კვლევის ჩატარებას აივ რეზისტენტობის პრევენციის და ასოცირებული ფაქტორების მონიტორინგის მიზნით;
- კვლევის ჩატარება პირველადი აივ რეზისტენტობის შეფასების მიზნით;
- აივ რეზისტენტობის მონაცემთა ბაზის შექმნა და დანერგვა;
- ეროვნული გენოტიპირების ლაბორატორიის ხარისხის კონტროლს;
- პერსონალის ტრეინინგს აივ რეზისტენტობის საკითხებზე.
VIII ლოტი – აივ/შიდსის ოპორტუნისტული ინფექციების და კო-ინფექციების მართვის გაუმჯობესება (სავარაუდო ღირებულება 243,409.00 ლარი), რაც ითვალისწინებს:
- მიკობაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას და ატიპიური მიკობაქტერიული დაავადებების მკურნალობას;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას;
- სოკოვანი ინფექციების მართვის გაუმჯობესებას;
- აივ ინფექციის და C ჰეპატიტის კო-ინფექციის მართვას და მკურნალობას;
- პერსონალის ტრეინინგს ოპორტუნისტული ინფექციების და კო-ინფექციების კლინიკური მართვის საკითხებზე;
- აივ/შიდსის კლინიკური მართვის სრულყოფის მიზნით ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
4. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა – 4,031,955.00 ლარი;
5. მომსახურების გაწევის სასურველი ვადაა: 2011 წლის 01 იანვარი - 2011 წლის 31 დეკემბერი;
(შენიშვნა: მომსახურების გაწევის ვადებთან და პირობებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უფლება აქვთ სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე ადგილზე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაცია);
6. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (ერთ დალუქულ კონვერტში) 2 ეგზემპლარად (1 ორიგინალი, 1 ასლი) და სატენდერო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი) უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 17 დეკემბერს 10:00 სთ.-იდან 2010 წლის 17 დეკემბერს 17:00 სთ.-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, ალ.ყაზბეგის გამზ. №23, II კორპუსი, მე-5 სართული. სატენდერო წინადადების გახსნა მოხდება აღნიშნულ მისამართზე 2010 წლის 17 დეკემბერს, 17:00 სთ.-ზე (ტენდერში მონაწილეებს უფლება აქვთ დაესწრნენ სატენდერო წინადადების გახსნას); სატენდეროს საფასურის ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, რომელიც გადახდილ უნდა იქნას სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.gov.ge) მითითებულ ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სატენდერო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს - "გლობალური ფონდის" პროგრამის (გრანტი: №GEO-S10-G07-H) ფარგლებში გათვალისწინებულ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესყიდვის სატენდერო საფასური. (შენიშვნა: დაგვიანებით ან საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შემოსული სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიის მიერ არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდებათ წარმომდგენ პირებს);
7. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
ა) იურიდიული პირისათვის:
- შესაბამისი ორგანოს დადგენილება რეგისტრაციის შესახებ ან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი (არარეზიდენტი პირისათვის ცნობა სათანადო უფლებამოსილი ორგანოდან, ლეგალიზებული ფორმა);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (არარეზიდენტი პირისათვის ცნობა სათანადო უფლებამოსილი ორგანოდან, ლეგალიზებული ფორმა);
- ცნობა სასამართლოდან ან იუსტიციის სამინისტროდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (არარეზიდენტი პირისათვის ცნობა სათანადო უფლებამოსილი ორგანოდან, ლეგალიზებული ფორმა);
ბ) ფიზიკური პირისათვის:
- ცნობა, შესაბამისად უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ფიზიკური პირი ქმედითუნარიანია;
- ცნობა შსს-დან, რომ უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავდებული და მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულისათვის (არარეზიდენტი პირისათვის ცნობა სათანადო უფლებამოსილი ორგანოდან, ლეგალიზებული ფორმა);
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის /გაკოტრების საქმის წარმოება (არარეზიდენტი პირისათვის ცნობა სათანადო უფლებამოსილი ორგანოდან, ლეგალიზებული ფორმა);
გ) როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის:
- შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი);
- სატენდერო დოკუმენტაციაზე ხელის მომწერისათვის გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების სახით ასევე უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია რელევანტური ლოტის შესაბამისად:
- ინფორმაცია შესაბამის ლოტთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების გამოცდილების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება);
- ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე (ინფორმაცია სათანადო კადრის კვალიფიკაციის შესახებ, ან საჭიროების შემთხვევაში სერთიფიკატი შესაბამის საქმიანობებში: სგგი/აივ/შიდსის დიაგნოსტიკა, მკურნალობა);
- ინფორმაცია თემატური ტრეინინგების განხორციელების გამოცდილების შესახებ (არსებული მეთოდოლოგია, სათანადო სასწავლო ბაზა);
- საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები/ნებართვები შესაბამისი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის (მათ შორის ლაბორატორიულ საქმიანობაში: სგგი/აივ-დიაგნოსტიკა);
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია შიდსით დაავადებულთა მკურნალობის გამოცდილების შესახებ (ინფორმაცია აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობის, მოვლისა და მონიტორინგის გამოცდილებისა და სათანადო დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული საქმიანობების შესახებ);
- მომსახურების აღწერილობასა და მეთოდოლოგიას;
- ინფორმაციას სუბკონტრაქტორების მიერ გასაწევი მომსახურების შესახებ და მათთან დადებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებების ნოტარიალურად დამოწმებულ ასლებს (არსებობის შემთხვევაში);
- გასაწევი მომსახურების ვადებს (გეგმა-გრაფიკი);
- არსებული და მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინვენტარის ჩამონათვალს;
8. პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად (ერთ დალუქულ კონვერტში) ასევე უნდა წარმოადგინონ სუბკონტრაქტორების (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ტენდერის შესახებ განცხადების მე-7 პუნქტის შესაბამისად;
9. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის თუ პრეტენდენტი მე-6 პუნქტით დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას, რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პუნქტებში დადგენილ მოთხოვნებს;
10. პრეტენდენტების მიერ მე-7 პუნქტში მითითებული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნას ორიგინალის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით, 2 (ორი) ეგზემპლარად (მ.შ. ერთი ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და 1 (ერთი) ასლი); ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოდან ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის სახით;
11. ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ტენდერში მონაწილე მსურველ პირებს შეეძლებად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (საბანკო ანგარიშზე: მიმღები სსიპ "საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი" (საიდენტიფიკაციო კოდი 211327580), "საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი" (ბანკის კოდი: 220101502, ანგარიშწორების ანგარიში ლარებში: 005606074 (ან/და 36089810205272040003); დანიშნულება -"გლობალური ფონდის" პროგრამის (გრანტი: №GEO-S10-G07-H) ფარგლებში გათვალისწინებულ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შესყიდვის სატენდერო მოსაკრებელი
12. ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2010 წლის 16 დეკემბრის 18:00 სთ.-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, ალ.ყაზბეგის გამზ. №23, II კორპუსი, მე-5 სართული;
13. ტენდერში გამოყენებულ იქნება სატენდერო წინადადების - 1%-იანი უზრუნველყოფის მექანიზმი (საბანკო გარანტია/დაზღვევა) და ხელშეკრულების შესრულების - 2%-იანი უზრუნველყოფის მექანიზმი (საბანკო გარანტია/დაზღვევა);
14. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
15. ტენდერში თითოეულ ლოტზე შესაძლებელია ერთი გამარჯვებულის გამოვლენა;
16. ტენდერში ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება;
17. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან, სატენდერო კომისიის აპარატის წევრები: სანდრო კვაჭანტირაძე და ხათუნა კაპანაძე, სსიპ "საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი" (მისამართზე: ქ.თბილისი, 0160, ალ.ყაზბეგის გამზ. №23 II კორპუსი, მე-5 სართული. ტელ: (995 32) 388210, (995 32) 388220; ტელ./ფაქს.: (995 32) 388210 (Ext: 119), E-mail: globalfund@caucasus.net).
ბოლო ტენდერები ამ კატეგორიიდან