განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექცია მის. ქ. თბილისი, გულუას ქ. №6 აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის ინსპექციის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექმომსახურების (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) სახელმწიფო შესყიდვისათვის და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
2. შესყიდვის ობიექტი მომსახურების ადგილის მიხედვით დაყოფილია 10 ლოტად:
|
ლოტი |
მომსახურების ობიექტი |
რაოდენობა |
მომსახურების გაწევის ადგილი |
|
1 |
ტიოტა ლენდ კრუიზერი |
1 |
ქ. თბილისი |
|
ფორდ რაინჯერი |
1 |
||
|
2 |
ვაზ 21214 |
18 |
ქ. თბილისი |
|
უაზი |
1 |
||
|
ოპელ ომეგა |
1 |
||
|
3 |
ვაზ 21214 |
9 |
ქ. თელავი |
|
4 |
მიცუბისი პაჯერო |
2 |
ქ. თბილისი |
|
მიცუბისი ლ-200 |
19 |
||
|
5 |
ვაზ 21214 |
10 |
ქ. ქუთაისი |
|
6 |
ვაზ 21214 |
7 |
ქ. ზუგდიდი |
|
7 |
მიცუბისი ლ-200 |
7 |
ქ. ქუთაისი |
|
8 |
ვაზ 21214 |
7 |
ქ. ბათუმი |
|
9 |
მიცუბისი ლ-200 |
3 |
ქ. ბათუმი |
|
10 |
ვაზ 21214 |
6 |
ქ. ახალციხე |
|
უაზი |
1 |
შენიშვნა: წლის განმავლობაში ინსპექციის უფროსის ბრძანების შესაბამისად შეიძლება მოხდეს რეგიონების მიხედვით ლოტებში მითითებული ავტომანქანების გადანაცვლება.
3. მომსახურეობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა 2010 წლის 25 დეკემბრამდე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
4. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა 200 (ორასი) ლარის ოდენობით სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, პრეტენდენტებს შეეძლებათ სატენდერო კომისიის აპარატში 2009 წლის 25 დეკემბრიდან 2010 წლის 15 იანვრის 11 საათამდე განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე, ასევე შესაძლებლობა ექნებათ სატენდერო კომისიის აპარატში გაეცნონ ქართულ ენაზე შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე.
5. სატენდერო მოსაკრებელის საბანკო რეკვიზიტებია:
ხაზინის ერთიანი ანგარიში №200122900, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302005500. აუცილებლად უნდა მიეთითოს - გარემოს დაცვის ინსპექცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექმომსახურების (სერვისი, სათადარიგო ნაწილები) სახელმწიფო შესყიდვისთვის.
6. პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიის აპარატში უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (უცხო ქვეყნის მონაწილეების მიერ ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანის დართვით) ერთ დახურულ კონვერტში 2010 წლის 15 იანვარს 12 საათიდან 13 საათამდე განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით
8. პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
იურიდიული პირებისათვის:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგნიზაცია ან ლიკვიდაცია.
- ცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან, რომ იურიდიული პირი არ არის შეყვანილი შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
ფიზიკური პირებისათვის:
- გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო მოწმობა.
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან, რომ ფიზიკური პირი არ არის შეყვანილი შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის:
- ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ;
- სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონს/ფაქსს, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის სახელს, გვარს.
შენიშვნა: პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო მონაცემები დედნის სახით. არარეზიდენტმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული სახით. განცხადების მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმნტები უნდა იყოს გაცემული სატენდერო განცხადების გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადების მიღების თარიღამდე.
მომსახურების გასაწევად სუბ კონტრაქტორების (ქვე-კონტრაქტორების) აყვანის შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებასთან ერთად (ერთ დალუქულ კონვერტში) წარმოდგენილი უნდა იყოს:
1. სუბ კონტრაქტორების (ქვე-კონტრაქტორების) ფიზიკური და/ან იურიდიული პირის შესაბამისი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერის ჩAტარების შესახებ განცხადების მე-7 პუნქტის შესაბამისად; ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებისა და განხორციელებული მსგავსი პროექტების შესახებ სუბ-კონტრაქტორების (ქვე-კონტრაქტორების) მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სუბ-კონტრაქტის (ქვე-კონტრაქტის) ფარგლებში.
2. სუბ-კონტრაქტორთან (ქვე-კონტრაქტორთან) გაფორმებული ხელშეკრულება ან/და წერილობითი აქტი და/ან ხელშეკრულება სადაც იქნება დათქმა იმის შესახებ, რომ პრეტენდენტის სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტთან გააფორმებს ხელშეკრულებას სუბ-კონტარქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის. (პრეტენდენტმა გამარჯვების შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს სუბ-კონტრაქტები, რომელის შემდგომში შექმნის ერთ მთლიანობას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად).
9. პრეტენდენტების მიერ განცხადების მე-8 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
10. ტენდერში შეიძლება გამოვლენილი იქნას ერთი ან რამოდენიმე გამარჯვებული.
11. დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი.
12. ალტერნატიული წინადადება არ განიხილება.
13. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სატენდერო კომისიის აპარატში შემდეგი პირისაგან: ეკა ძნელაძე, ტელ - (995 32) 72-72-75, მისამართი: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6.
სატენდერო კომისია
25 დეკემბერი, 2009 წელი
| 2009 დეკემბერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |