საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღსრულების ეროვნული ბიურო
თბილისის სააღსრულებო ბიურო
#01/09-01/04-g-
`__” __________2010 w.
გაზეთ "24 საათს”
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ნათია სახოკიას 01/01-04/10-1353 განკარგულების თანახმად ქვეყნდება გაფრთხილება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ მოვალეს: ვარვარა მოვსესიანისათვის (მის: ქ. თბილისი, ვაზისუბნის 3მ/რ, IIკვ. კორპუსი 6, ბინა 58, პ/ნ 01012029709)
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 11 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ნათია სახოკია აცხადებს პირველ იძულებით აუქციონს, კერძო აღმასრულებლის დავით ციციშვილის სააღსრულებო წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე, მოვალის: ვარვარა მოვსესიანის (პ/ნ 01012029709) საკუთრებაში რიცხულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ვაზისუბანი, მიკრორაიონი III, კვარტალი II, კორპუსიVI, ბინა №58. საკადასტრო კოდი: №01.17.07.006.003.01.058.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც მდებარეობს შესაფასებელი ობიექტი არის 9 სართულიანი. ბინა მდებარეობს კორპუსის მე-7 სართულზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მონაცემებით, რეგიოსტრირებული ფართი შეადგენს 79,28 კვ. მეტრს. ბინა არის ოტხოთახიანი. დამხმარე ფართზე განთავსებულია ჰოლი, ლოჯი, სამზარეულო, აბაზანა, საპირფარეშო და აივანი. ოთახების და ჰოლის იატაკზე დაგებულია პარკეტი, კედლებზე გაკრულია შპალიერი. ლოჯის იატაკზე დაგებულია ფიცრები, კედლებზე გაკრულია შპალიერი. აბაზანას და საპირფარეშოს იატაკზე დაგებულია კერამიკული ფილები, კედლებზე გაკრულია პლასტიკატი. სამზარეულოს იატაკზე დაგებულია ლინოლეუმი, კედლებზე გაკრულია შპალიერი. ბინის კარ-ფანჯარა გარე პერიმეტრზე არის მეტალო-პლასტმასის, ხოლო შიდა კარებები ხის. შესასვლელი კარი არის რკინის.
ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, რაც შეადგენს - 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტს ლარში.
პირველი იძულებითი აუქციონი გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში, (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი) 2010 წლის 30 დეკემბერს 11:00 საათზე. აუქციონს ჩაატარებს აღმასრულებელი ნათია სახოკია.
უძრავი ქონება არ არის დატვირთული გარდამავალი უფლებით.
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (მათ შორის კრედიტორმა და მოვალემ), აუქციონის დაწყებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (სს "თიბისი ბანკი", კოდი 220101850, ანგ. №GE96 TB70 111 111 111 111 13) უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედი კონკრეტული აუქციონის მითითებით ან წარმოადგენოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია თბილისის სააღსრულებო ბიურო.
წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა აუქციონის ჩატარების დღიდან 20 კალენდარულ დღეს უნდა შეადგენდეს. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა უბრუნდებათ გარანტიის სახით ბიუროს ანგარიშზე შემოტანილი საგარანტიო თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა (მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემძენი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ ან დეპოზიტზე შეტანილ თანხას და აუქციონის შედეგები გაუქმდება.
გ) ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები ამ ქონებაზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კერძო აღმასრულებელს დავით ციციშვილს, ტელ: 877 111 231, ან აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრს. ტელ: (+995 32) 749 649
თქვენ, როგორც სარეალიზაციო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნის მფლობელ პირს, უფლება გაქვთ: დაესწროთ აუქციონს, მიიღოთ მასში მონაწილეობა, შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, აუქციონამდე ან მის დასრულებამდე გადაიხადოთ აღსრულების საფასური და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა, რის შედეგადაც აუქციონი არ ჩატარდება ან შეწყდება.
იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ჩატარდება განმეორებითი აუქციონი.
პირველ აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს აღსრულების პროცესში დადგენილი საბაზრო ფასის 50%; განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველი აუქციონის საწყისი ფასის ნახევარს ანუ აღსრულების პროცესში დადგენილი საბაზრო ფასის 25%, ხოლო თუ კრედიტორის მოთხოვნა და საფასური ნაკლებია ამ ოდენობაზე, მაშინ საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და საფასურის ჯამური ოდენობით. პირველ და განმეორებით აუქციონებს შორის პირს შეუძლია შეიძინოს ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად; თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება კრედიტორს უფლება აქვს განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა; განმეორებით აუქციონსა და კრედიტორის მიერ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის დაფიქსირებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ნივთი განმეორებით აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად; აუქციონთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით მე, აღმასრულებელ ნათია სახოკიას, ტელ.: 877 111 432. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია აუქციონების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდზე: www.nbe.gov.ge და სააღსრულებო ბიუროს დაფაზე.
აღმასრულებელი: ნათია სახოკია
| 2010 დეკემბერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |