ქალაქ თბილისის მთავრობა
დადგენილება №08.10.293
15 აპრილი 2011 წელი
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
,,ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილების დანართით დამტკიცდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები.
ქ. თბილისის მერიაში შემოვიდა მრავალი წერილი, ასევე დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა არაერთი ზარი, რომლებშიც მოსახლეობა ითხოვს უკვე მოქმედ ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებში ცვლილებების შეტანას.
ზემოაღნიშნულისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, დედაქალაქის მთავრობას მიაჩნია, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილებით დამტკიცებულ ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები. ამ მიზნით, მიზანშეწონილია საჯარო განხილვის პროცესში მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ ცვლილებებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოსმენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტისა და 231 მუხლის ,,ო" პუნქტის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილებით დამტკიცებულ ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
2. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა (თ. ქურხაშვილი): უზრუნველყოს დადგენილებისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გაზეთში "24 საათი" გამოქვეყნება და ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge განთავსება.
3. ყველას აქვს უფლება, 20 დღის ვადაში, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქ. თბილისის მერის მოადგილეს დ. ალავიძეს.
5. დადგენილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა
| 2011 აპრილი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |