24saati

მთავარი გვერდი »

ადამ ლამ­ბერ­ტი მო­რი­გი დე­დო­ფა­ლია

04 თებერვალი 2012

Queen-მა ახა­ლი ვო­კა­ლის­ტი აიყ­ვა­ნა და ტურ­ნეს გეგ­მავს

2009 წელს, რო­დე­საც ყვე­ლას­თ­ვის უც­ნო­ბი ადამ ლამ­ბერ­ტი American Idol-ის შე­სარ­ჩევ ტურ­ზე Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ას­რუ­ლებ­და და სა­ი­მონ კო­უ­ე­ლი­სა და კომ­პა­ნი­ის წი­ნა­შე შიშ­ნა­რე­ვი ამ­ბი­ცი­ით იწო­ნებ­და თავს, ალ­ბათ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სა­მი­ო­დე წე­ლი­წად­ში ის, არც მე­ტი არც ნაკ­ლე­ბი, ნახ­სე­ნე­ბი ჯგუ­ფის ფრონ­ტ­მე­ნი გახ­დე­ბო­და. გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სწო­რედ ასე მოხ­და და თუ სად­მე ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის ფაბ­რი­კა მუ­შა­ობს, მის თა­ნამ­შ­რომ­ლებს ცო­ტა ხნით დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

სწო­რედ ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა American Idol-სა და მის ქარ­თულ ანა­ლოგს შო­რის. თუ პირ­ველს რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გზაც გა­უკ­ვა­ლოს (გა­იხ­სე­ნეთ ბრი­ტა­ნე­ლი სუ­ზან ბო­ლიც), ჩვენ­თან ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­სარ­თო­ბის ფორ­მა აქვს. პა­ტა­რა ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­როთ: ნურც ვინ­მეს ჰკითხავთ და ნურც ინ­ტერ­ნეტს მი­მარ­თავთ - მხო­ლოდ სა­კუ­თარ მეხ­სი­ე­რე­ბას ენ­დეთ და უცებ გა­იხ­სე­ნეთ, ვინ გახ­და პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, რა ჰქვია შარ­შან­დე­ლი "ჯე­ოს­ტა­რის" ფი­ნა­ლისტს ან ბო­ლოს სად ნა­ხეთ რო­მე­ლი­მე ძვე­ლი "ჯე­ოს­ტა­რე­ლი"? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: იმა­ვე არ­ხის რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ ან იუმო­რის­ტულ შო­უ­ში, უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის როლ­ში, ვი­სი და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც პრი­ზის მო­გე­ბის შან­სი გაქვს. ამის ფონ­ზე, უბ­რა­ლოდ გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა, რამ­დე­ნად უღირ­და "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ლე­ვან შა­ვა­ძეს და მის­ნა­ირთ კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას ნერ­ვი­უ­ლო­ბა და მა­ყუ­რებ­ლის ხმე­ბის ან­გა­რი­ში, თუ ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­სი სა­ხე­ლის გა­სახ­სე­ნებ­ლად ინ­ტერ­ნე­ტი დამ­ჭირ­დე­ბო­და... ან გულ­ნა­ზი გო­ლე­თი­ა­ნის სა­ხე­ლის გა­სახ­სე­ნებ­ლად... კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი იყო - ტუ­რი­დან ტურ­ში გა­დას­ვ­ლა ლა­მის გუ­ლის შე­ტე­ვის ფონ­ზე რომ უწევ­დათ, დღეს კი თა­ვა­დაც არ ახ­სოვთ, ასე რის­თ­ვის ნერ­ვი­უ­ლობ­დ­ნენ. უბ­რა­ლოდ, "ნი­ჭი­ერს" ასე იმი­ტომ ჩა­ვა­ცივ­დი, რომ American Idol-ის მსგავ­სია, თან ახა­ლი სე­ზო­ნის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პიც და­იწყო...

ვიდ­რე ჩვე­ნი "ნი­ჭი­ე­რის" მე­სა­მე სე­ზო­ნი ამო­ი­ქო­ქე­ბა და ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ხმე­ბის დათ­ვ­ლის ახა­ლი ტალ­ღა წა­მოგ­ვე­წე­ვა, ადამ ლამ­ბერ­ტი უკ­ვე "ქუ­ი­ნის" სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იქ­ნე­ბა და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტიც ექ­ნე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ასე­თი გახ­ლავთ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ბრა­ი­ან მე­ი­სა და რო­ჯერ ტე­ი­ლო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც ლამ­ბერ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებს თა­ვად ამ­ც­ნეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ადამ ლამ­ბერ­ტ­მაც და­ა­დას­ტუ­რა და ისიც და­ა­მა­ტა, რომ 2012 წელს ჯგუფ­თან ერ­თად ტურ­ნე­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა. აქ­ვე იმა­საც გა­უს­ვა ხა­ზი, რომ არ აპი­რებს ფრე­დი მერ­კუ­რის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას, რად­გან ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­ში შე­და­ვე­ბა­საც აზ­რი არ აქვს - მერ­კუ­რის შე­უც­ვ­ლე­ლო­ბა დი­დი ხნის წინ და­დას­ტურ­და, და მა­ში­ნაც, რო­დე­საც "ქუ­ინ­მა" მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ტურ­ნე წა­მო­იწყო. ეს 2004 წელს მოხ­და. "ქუ­ი­ნი" როკ’ენ’რო­ლის დი­დე­ბის დარ­ბა­ზის წევ­რი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე გა­მოს­ვ­ლის­თ­ვის კი ჯგუფს ვო­კა­ლის­ტი სჭირ­დე­ბო­და. პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ შედ­გა "ქუ­ი­ნი­სა" და პოლ რო­ჯერ­სის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯგუ­ფი ტურ­ნე­შიც გა­ემ­გ­ზავ­რა. მა­შინ ყვე­ლამ იცო­და, რომ საქ­მე ერ­თ­ჯე­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას­თან ჰქონ­დათ და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­ჯერ­ს­თან ერ­თად ჯგუფ­მა ალ­ბო­მი The Cosmos Rocks (2008) გა­მო­უშ­ვა, ტან­დე­მი მა­ლე და­ი­შა­ლა, ორი­ვე მხა­რე თა­ვის გზა­ზე წა­ვი­და, მე­იმ და ტე­ი­ლორ­მა კი მა­შინ­ვე ახა­ლი ვო­კა­ლის­ტის ძი­ე­ბა და­იწყეს.

სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნ­და ჰო­რი­ზონ­ტ­ზე ადამ ლამ­ბერ­ტი, American Idol-ის მერ­ვე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლის­ტი (იმ წელს კრის ალენ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შო­უს ფი­ნალ­ში ლამ­ბერ­ტ­მა We Are The Champions შე­ას­რუ­ლა. მომ­ღერ­ლებს აკომ­პა­ნე­მენტს ბრა­ი­ან მეი და რო­ჯერ ტე­ი­ლო­რი უწევ­დ­ნენ. სწო­რედ ეს იყო "ქუ­ი­ნის" წევ­რე­ბი­სა და ლამ­ბერ­ტის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა), ის ყუ­რადღე­ბას არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბი­თა და იმი­ჯით, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით იქ­ცევს. ადამ ლამ­ბერტს ჩი­ნე­ბუ­ლი ხმა აქვს, რაც "ქუ­ი­ნის" რე­პერ­ტუ­ა­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. მოკ­ლედ, ბრა­ი­ან მე­იმ და რო­ჯერ ტე­ი­ლორ­მა ტე­ლე­კონ­კურ­სის წყა­ლო­ბით ლა­მის გა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბულ ლამ­ბერტს ვო­კა­ლის­ტის ვა­კან­სია შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მის­გან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი უარი მი­ი­ღეს. ახალ­გაზ­რ­და მომ­ღე­რალ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ იმ ეტაპ­ზე სო­ლო­კა­რი­ე­რის­თ­ვის უფ­რო იყო მზად, მაგ­რამ გა­ვი­და სა­მი წე­ლი და სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის სიმ­ც­და­რე­ში დარ­წ­მუნ­და, ამი­ტომ, რო­გორც კი მეი-ტე­ი­ლო­რის­გან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მო­რი­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, მა­შინ­ვე და­თან­ხ­მ­და. ახ­ლა "ქუ­ინს" კი­დევ ერ­თი დრო­ე­ბი­თი ვო­კა­ლის­ტი ჰყავს - ახალ­გაზ­რ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, უც­ნო­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი პლუ­სით - ის კარ­გად მღე­რის და ისიც იცის, რომ ფრე­დი მერ­კუ­რის ვე­რას­დ­როს ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს.