24saati

მთავარი გვერდი »

პროტესტი სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარის დაქვითვის გამო

04 თებერვალი 2012

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლ­მა" 3 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას სა­ჩივ­რით მი­მარ­თა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა კო­მი­სი­ის­გან მო­ითხო­ვეს, გა­ა­უქ­მ­დეს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ა­ბო­ნენ­ტო ნომ­რებ­ზე 0,20 ლა­რის დაქ­ვით­ვას.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2011 წლის 27 დე­კემ­ბ­რის მთავ­რო­ბის N489 დად­გე­ნი­ლე­ბის "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სსიპ 112-ის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, მი­სი გა­ნაკ­ვე­თი და გა­დახ­დის წე­სი" შე­სა­ბა­მი­სად დად­გე­ნი­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის სა­ფა­სუ­რი და გა­ნაკ­ვე­თე­ბი. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის 1-ლი მუხ­ლის მე-4 პუნ­ქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად სა­ფა­სუ­რი გა­და­იხ­დე­ბა სა­ა­ბო­ნენ­ტო ნო­მერ­ზე, რო­მელ­ზეც კა­ლენ­და­რუ­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და 5 ლარ­ზე მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ძე­ნა ან მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. თუმ­ცა, იმის გა­მო, რომ კოკ­რე­ტუ­ლი მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც 112-ის მომ­სა­ხუ­რე­ბით არ უსარ­გებ­ლი­ათ, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ის მი­ერ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არას­წო­რია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის 0,20 ლა­რის ჩა­მოჭ­რა," - მი­იჩ­ნე­ვენ "კონ­სი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლ­ში."

"კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი" ითხოვს, "კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლოს სა­ჩი­ვა­რი, გა­ა­უქ­მოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა 0,20 ლა­რის დაქ­ვით­ვის შე­სა­ხებ, და­ა­ვა­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ებს, არას­წო­რად ჩა­მოჭ­რი­ლი თან­ხა ასა­ხოს აბო­ნენ­ტის ბა­ლან­სად და მი­თი­თე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის­თ­ვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ებს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­როს.