დუაიტ ჰოვარდი ფლორიდაში პოპულარული ახალგაზრდაა. "ორლანდოს" ცენტრმა All Star-ის გამოკითხვაში 1 600 390 ხმა მიიღო, რაც აღმოსავლეთში ყველაზე მეტი იყო.
დასავლეთში კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") წელსაც სხვაზე პოპულარული ბიჭია - 1 555 479. ბრაიანტი ოთხჯერ გახდა All Star-ის MVP (2002, 2007, 2009, 2011). ჯერი უესტის, კარლ მელოუნისა და შაკის შემდეგ კობი გახდა მეოთხე ლიგის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ თოთხმეტჯერ (14) აირჩიეს პირველ ხუთეულში.
ვარსკვლავური გარჩევები ორლანდოში, "ემვეი სენტრში", 26 თებერვალს იქნება.
დუაიტთან ერთად აღმოსავლეთის პირველი ხუთეული შეავსეს ლებრონ ჯეიმსმა (All Star MVP 2006, 2008), კარმელო ენტონიმ ("ნიქსი"), "ჩიკაგოს" სწრაფმა ტერორისტმა დერიკ როუზმა და ლებრონის ძმაკაცმა "მაიამიში" დუეინ უეიდმა (All Star MVP 10). კობიმდე All Star-ის MVP ოთხჯერ იყო ბობ პეტიტი (1956, 1958, 1959, 1962). ბრაიანტთან ერთად დასავლეთის ხუთეულში ჩაჯდნენ "კლიპერსის" ლიდერი კრის პოლი, "ოკლაჰომას" კრიმინალი კევინ დიურანი, "კლიპერსის" კიდევ ერთი პოპულარული ბიჭი ბლეიქ გრიფინი (პირველად მოდის All Star-ში) და "ლეიკერსის" მაღალი პერსონა ენდრიუ ბაინუმი. 1997 წლის თამაშის შემდეგ ორ კონფერენციაში ორი გუნდის ორი წევრი პირველად მოხვდა სასტარტო ხუთეულში. მაშინ იგივე ბონუსი "სიეტლის" შონ კემპმა და გარი პეიტონმა და "ჰიუსტონის" ჰაკიმ ოლაჯუონმა და ჩარლზ ბარკლიმ დასვეს.
სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ. თუ რომელიმე მოთამაშე ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო უარს იტყვის თამაშზე, ლიგის კომისარი დევიდ სტერნი სათადარიგოს (ან სათადარიგოებს) 9 თებერვალს დაასახელებს.
აღმოსავლეთი
ფორვარდები - 1.ლებრონ ჯეიმსი (მაიამი), 1 360 680; 2.კარმელო ენტონი (ნიუ იორკი), 1 041 290; 3.ამარე სტაუდმაიერი (ნიუ იორკი), 383 734; 4.კევინ გარნეტი (ბოსტონი) 367 914; 5.კრის ბოში (მაიამი), 324 605; 6.ლუოლ დენგი (ჩიკაგო) 276 205; 7.პოლ პირსი (ბოსტონი), 215 020; 8.კარლოს ბუზერი (ჩიკაგო), 175 828; 9.ანდრეა ბარნიანი (ტორონტო), 152 362; 10.ჯოშ სმიტი (ატლანტა), 119 638.
მცველები - 1.დერიკ როუზი (ჩიკაგო), 1 514 723; 2.დუეინ უეიდი (მაიამი), 1 334 223; 3.რაჟონ რონდო (ბოსტონი), 547 110; 4.რეი ალენი (ბოსტონი), 382 147; 5.დერონ უილიამსი (იუტა), 208 697; 6.ხოსე კალდერონი (ტორონტო), 132 167; 7.რიჩარდ ჰამილტონი (ჩიკაგო), 111 368; 8.ჯონ უოლი (ვაშინგტონი); 9.კაირი ირვინგი (კლივლენდი), 96 346; 10.ჯო ჯონსონი (ატლანტა), 66 145.
ცენტრები - 1.დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო), 1 600 390; 2.იოაკიმ ნოა (ჩიკაგო), 236 497; 3.ტაისონ ჩენდლერი (ნიუ იორკი), 163 077; 4.ჯოელ ენტონი (მაიამი), 101 307; 5.ჯავალ მაკგი (ვაშინგტონი), 63 765; 6.ალ ჰორფორდი (ატლანტა), 50 396.
დასავლეთი
ფორვარდები - 1.კევინ დიურანი (ოკლაჰომა), 1 345 566; 2.ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი), 876 451; 3.პო გასოლი (ლეიკერსი), 470 353; 4.დირკ ნოვიცკი (დალასი), 468 435; 5.კევინ ლავი (მინესოტა), 373 880; 6.ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი), 279 500; 7.ტიმ დანკანი (სან ანტონიო), 185 069; 8.ლამარ ოდომი (დალასი), 142 830; 9.დანილო გალინარი (დენვერი), 110 245; 10.რუდი გეი (მემფისი), 95 228.
მცველები - 1.კობი ბრაიანტი (ლეიკერსი), 1 555 479; 2.კრის პოლი (კლიპერსი), 1 138 743; 3.რიკი რუბიო (მინესოტა), 397 456; 4.სტივ ნეში (ფინიქსი), 276 268; 5.რასელ უესთბრუქი (ოკლაჰომა), 262 186; 6.კაილ ლოური (ჰიუსტონი), 185 584; 7.მონტა ელისი (გოლდენ სტეიტი), 156 603; 8.ჩონსი ბილაფსი (კლიპერსი), 120 961; 9.ჯეისონ კიდი (დალასი), 114 924; 10.მანუ ჯინობილი (სან ანტონიო), 111 273.
ცენტრები - 1.ენდრიუ ბაინუმი (ლეიკერსი), 1 051 945; 2.დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი), 322 056; 3.მარკ გასოლი (მემფისი), 285 525; 4.ნენე (დენვერი), 207 102; 5.მარჩინ გორტატი (ფინიქსი), 136 168; 6.კენდრიკ პერკინსი (ოკლაჰომა), 99 811.
ნატა დავიდოვი