24saati

მთავარი გვერდი »

მილ­ტონ ჰე­ი­გი საქ­მეს შე­უდ­გა

04 თებერვალი 2012

ბორ­ჯღა­ლო­სან­თა ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი საქ­მე­ში ვნა­ხეთ.

"შე­ვარ­დე­ნის" ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი მო­ე­და­ნი ორად გა­ე­ყო და ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად ბი­ჭებს თა­ნა­შემ­წის ილია მა­ი­სუ­რა­ძის დახ­მა­რე­ბით თა­ვი­სე­ბუ­რად მოძღ­ვ­რავ­და. უცხო თვა­ლის­თ­ვის რთუ­ლი გა­სარ­ჩე­ვი იყო მო­ე­დან­ზე ვინ იყო მწვრთნე­ლი და ვინ მო­თა­მა­შე - მილ­ტონ ჰე­ი­გი ფრაგ­ნე­ტუ­ლად თა­მაშ­ში ერ­თ­ვე­ბო­და და არ­ც­თუ ური­გოდ.

თუ მო­ედ­ნის ერთ ნა­ხე­ვარ­ზე მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იძ­ლე­ო­და გან­კარ­გუ­ლე­ბებს, მე­ო­რე­ზე მი­სი თა­ნა­შემ­წე შერ­კი­ნე­ბის მწვრთნე­ლი კრის გიბ­სი ილია ზედ­გი­ნი­ძეს­თან ტან­დემ­ში მოძღ­ვ­რავ­და სა­კუ­თარ სამ­წყ­სოს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ მწვრთნე­ლე­ბი გვერ­დ­ზე გად­გ­ნენ და ბი­ჭებს ერ­თ­მა­ნეთ­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. ბო­ლოს კი ბორ­ჯღა­ლო­სან­თა დამ­რი­გე­ბელ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გვიხ­მო.

რი­გით მე­ცა­მე­ტე ევ­რო­პის ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი "შე­ვარ­დე­ნის" ბა­ზა­ზე 30 იან­ვ­რი­დან იწ­რ­თო­ბა. რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ძი­რი­თა­დად დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობ­დ­ნენ, გუ­შინ კი ღია ვარ­ჯიშ­ზე გვიხ­მეს.

ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლე­ბის მილ­ტონ ჰე­ი­გი­სა და კრის გიბ­სის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 32 მო­რა­გე­ბეა.

ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბას რუ­მი­ნე­თი­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის და­პი­რის­პი­რე­ბით დღეს მი­ე­ცე­მა სტარ­ტი. დღეს­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან უნ­და ეთა­მა­შა, მაგ­რამ აუტა­ნე­ლი ყინ­ვე­ბის გა­მო ეს შეხ­ვედ­რა გა­და­ი­დო. ასე რომ, ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან ახალ­ზე­ლან­დი­ელ­თა სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო დე­ბი­უტს 11 თე­ბერ­ვალს ეს­პა­ნე­ლებ­თან გას­ვ­ლით შეხ­ვედ­რა­ში ვე­ლო­დე­ბით, რომ­ლებ­თა­ნაც აქამ­დე ერ­თა თას­ზე 11-ჯერ გვი­თა­მა­შია, რვა­ჯერ მოგ­ვი­გია, ორ­ჯერ წაგ­ვი­გია და ერ­თხე­ლაც სა­ყა­ი­მო ან­გა­რი­შით დავ­შო­რე­ბი­ვართ ერ­თ­მა­ნეთს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბი ეს­პა­ნე­ლებ­თან მო­გე­ბა­თა რიცხ­ვის გაზ­რ­დას ახ­ლაც გეგ­მავს.

"ყინ­ვე­ბის გა­მო იძ­ლე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით ძი­რი­თა­დად დარ­ბაზ­ში გვე­ვარ­ჯი­შა. დი­დი ხა­ნი არაა რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვარ და, შე­სა­ბა­მი­სად, რაგ­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი ხედ­ვის ბი­ჭე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბაც ბო­ლომ­დე ვერ მო­ვას­წა­რი. ამის­თ­ვის დრო მჭირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი უკ­ვე მაქვს, - შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს ბორ­ჯღა­ლო­სან­თა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი. - ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გამ­წე­ვი ძა­ლა შერ­კი­ნე­ბაა, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ ძლი­ერ ნაკ­რე­ბებს მო­ვუ­გოთ, სხვა რგო­ლე­ბიც გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია. გაშ­ლი­ლი თა­მა­ში უნ­და ვის­წავ­ლოთ. ესაა ის, რაც გვინ­და რომ ბი­ჭებს ვას­წავ­ლოთ. ვი­ცი ყო­ვე­ლი­ვე გულ­შე­მატ­კი­ვარ­საც მო­ე­წო­ნე­ბა. რა თქმა უნ­და, სა­ნა­ხა­ობ­რივ თა­მაშს თან უნ­და ახ­ლ­დეს მო­გე­ბაც. ასე ჯა­რი­მე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გოს გუნ­დ­მა, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხე­ლით თა­მა­შია და­სახ­ვე­წი. თუ ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბო­ლომ­დე გა­მო­მავ­ლენთ და გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბა იოლი არ იქ­ნე­ბა. ამას­თან ციკ­ლი ახ­ლა იწყე­ბა და გვინ­და რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ნაკ­რებ­ში. ყვე­ლას და­ვაკ­ვირ­დე­ბით და შე­ვის­წავ­ლით, რა­თა ნაკ­რე­ბის კან­დი­დატ­თა ნუს­ხა გა­ი­ზარ­დოს.

ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის შარ­შან­დე­ლი თა­მა­შე­ბი ვნა­ხეთ და მათ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნაც შე­ვიქ­მე­ნით. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, უკ­რა­ი­ნას­თან გვე­თა­მა­შა, მაგ­რამ არც ისაა ცუ­დი, რომ ეს­პა­ნე­თით ვიწყებთ, რად­გან მო­სამ­ზა­დებ­ლად მე­ტი დრო მოგ­ვე­ცა. კაც­მა არ იცის რას შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ. ახა­ლი გუნ­დი ჰყავთ. ასე რომ, ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მზად უნ­და ვი­ყოთ. მთა­ვა­რია შეც­დო­მა არ და­ვუშ­ვათ და ჩვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. ჩვენ ეს თა­მა­ში უნ­და მო­ვი­გოთ".