ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი ირანის, სუდანისა და კუბის მისამართით სანქციებს შეარბილებს, რომლის მიზანიც არის ამ ქვეყნების მოქალაქეებისათვის ინტერნეტის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ახლა, ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ამერიკული პროგრამების ჩამოტვირთვა და სხვადასხვა ბლოგებისა და სოციალური ქსელებით სარგებლობა.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ‘’შეძლოს მათი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა და მიიღოს სრული ინფორმაცია.’’