ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივა, საკარო სამსახურის მოხელეების ნარკოტიკებზე თმის ღერის მეშვეობით შემოწმების თაობაზე, საკანონმდებლო დონეზე განხორციელდება.
პარლამენტის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ლორთქიფანიძის იდეის დროულად ასახვის ინიციატივით გამოვიდა.
კერძოდ, წერეთელმა პარლამენტში უკვე ინიცირებული ანტინარკოტიკული პაკეტის განხილვის დაჩქარება მოითხოვა, რომლის ფარგლებშიც, ლორთქიფანიძის ინიციატივაც შევა.
ანტინარკოტიკული პაკეტი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა მისი განხილვის პროცედურა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა.
‘’ინტერპრესნიუსის’’ ინფორმაციით, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მინისტრს სპეციალური პროგრამის შემუშავება უკვე დაავალა.