საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ქართულ-თურქული სკოლის გახსნისას განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხსნის წინ გაიხსნა ახალი სკოლა ბორჯომში. დაგეგმილია, თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან კიდევ ერთი ახალი კორპუსის მშნებელობა, ასევე - სკოლის მშენებლობა მლეთაში.
პრეზიდენტის ინფორმაციით, გარკვეულწილად, სარეაბილიტაციო სამუშოები სკოლების 90 პროცენტს ჩაუტარდა, პრაქტიკულად, ყველა სკოლას აქვს გათბობის საშუალება, არის სპორტული დარბაზები.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისში ყველა სკოლას ექნება დახურული დარბაზი და სტადიონი.
“ჩვენ თანამედროვე სკოლების ქვეყანა, თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურის ქვეყანა ვხვდებით. ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, რათა მასწავლებელმა და ბავშვმა თავი კარგად იგრძონონ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ძალიან ბევრი სასტუმრო იხსნება, საჭიროა პროფესიული სასწავლებლები, რადგან კადრები შესაბამისად მომზადდეს.