SAP University Alliances-?? პრეზენტაცია ილიაუნიშ?
30 ივლისი, 2011
1787
print

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში SAP University Alliances-ის პრეზენტაცია გაიმართა.

2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის SAP University Alliances-ის წევრი, რაც მას უფლებას აძლევს, სასწავლო პროგრამაში ჩართოს SAP-სისტემის სწავლება და გამოიყენოს იგი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებისას. SAP-სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შეიძინა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის პარტნიორმა სს ბაზისბანკმა. ბაზისბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ ასევე დიდი როლი ითამაშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SAP University Alliances-ში გაწევრიანებაში.

პრეზენტატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ თუთბერიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა SAP- სისტემის პრიორიტეტებსა და უპირატესობებზე.

რატომ SAP?

• ERP სისტემების ბაზარზე ყველაზე წარმატებული სისტემა;

• 109 000 კლიენტი ორგანიზაცია მსოფლიოს 75 ქვეყანაში;

• უნივერსალური შესაძლებლობები მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენებისათვის;

• მრავალრიცხოვანი სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი, რომელიც მუშაობს პროდუქციის მუდმივ სრულყოფაზე;

• სპეციალური საუნივერსიტეტო პროგრამის მუდმივი მხარდაჭერა, რომლის მიზანია SAP - სისტემის პოპულარიზაცია საზოგადოების ფართო ფენებში (SAP University Alliances);

SAP University Alliances არის მსოფლიოს უნივერსიტეტების ფართო ქსელი, მას აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, უცხოელი სტუდენტების მობილობისა და ქართველი სტუდენტების უცხოეთში დასაქმების პერსპექტივა. ალიანსი მასში მონაწილე სასწავლებლების პედაგოგებს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ყოველწლიურ უფასო კურსებს. პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს SAP-ის მოდულებზე, ინსტრუმენტებზე, ძირითად ფუნქციებზე და სხვა.

პრეზენტაციაზე ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ წარმატება უსურვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში. თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა თენგიზ ვერულავამ მადლობა გადაუხადა ბაზისბანკს თანამშრომლობისათვის.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო