სტუდენტთა საველე ექსპედიცია
30 ივლისი, 2011
1777
print

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფ. პაატა ბუხრაშვილის ხელმძღვანელობით, გაიარეს საველე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული პრაქტიკა მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარა-გურიაში.

ექსპედიციის მიზანი იყო, რომ სტუდენტებს გამოემუშავებინათ საველე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და პირადად შეეგროვებინათ საველე მასალები.

ექსპედიციის მსვლელობისას ბაკალავრებმა მონაწილეობა მიიღეს ასპინძის რაიონის სოფ. საროში მდებარე მეგალითურ ციხე-ქალაქზე წარმოებულ არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებში; გაეცნენ სამცხე-ჯავახეთისა და აჭარა-გურიის მოსახლეობის თანამედროვე ყოფასა და კულტურას და შეაგროვეს საველე ეთნოგრაფიული მონაცემები; დაათვალიერეს მხარის არქიტექტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობანი. მოინახულეს ვარძიის, წუნდის, ხვილიშას, ვანისქვაბების, საფარის, ზარზმის, ჭულეს, ხერთვისის, ბიეთის, შემოქმედის ტაძრები და მონასტრები; ახალციხისა და ფოთის მუზეუმები; დაესწრნენ ახალციხესა და ხიზაბავრაში გამართულ სახალხო დღესასწაულებს.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო