სადიპლომო პროექტი "ჯაზი" - პრეზენტაცია
30 ივლისი, 2011
1863
print

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა.

წარმოდგენილი იყო 4 სპეციალობის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები: მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი; კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა; საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა) და მინანქარი; ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქსოვილის დიზაინი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ახორციელებს არა ერთდარგოვან, არამედ ინტეგრირებულ სპეციალობებს, რომლებშიც გაერთიანებულია ორი ან მეტი მომიჯნავე, ურთიერთთავსებადი სახელოვნებო დარგი. ასეთი ინტეგრირებული სპეციალობები ხელს უწყობს მაღალკვალიფიცირებული და მრავალმხრივი ცოდნის მქონე სპეციალისტის აღზრდას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, თავის შემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენოს რამდენიმე მომიჯნავე დარგის ტექნოლოგიური და კომპოზიციური თავისებურებები. ეს კი თავის თავად ზრდის მიღებული შედეგის მხატვრულ ღირებულებას.

ამასთან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში შემუშავდა სადიპლომო ნამუშევრების შესრულებისა და დაცვის სრულიად ახლებური დებულება, რაც გულისხმობს ცალკეული დაგრობრივი ნამუშევრის ნაცვლად მრავალდარგოვანი ერთობლივი პროექტის შემუშავებას. პროექტში ერთიანდებიან სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ პროექტის ერთობლივ კონცეფციაზე და ამ კონცეფციის პრაქტიკულ განხორციელებაზე. პირველად ასეთი ექსპერიმენტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრმა წარმოადგინა 2010 წელს. ამჟამად წარმოდგენილი იყო სადიპლომო პროექტი: "ჯაზი", რომელშიც თითოეული სპეციალობის სტუდენტმა საერთო კონცეფციის გადმოსაცემად შეიტანა თავისი წვლილი.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო