ევო­ლუ­ცია: დარ­ვი­ნის თე­ო­რია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა
26 აგვისტო, 2011
4287
print

რა უნ­და იცო­დეს ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ და რა­ტომ წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია (და, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე მი­სი მომ­დევ­ნოც) ევო­ლუ­ცი­ის სა­კითხებს (და, ზო­გა­დად, ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცე­სის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­აც) ეძღ­ვ­ნე­ბა. შე­ვეც­დე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ რო­გორც ორი­გი­ნა­ლუ­რი სტა­ტი­ე­ბის თარ­გ­მა­ნი, ისე ნაშ­რო­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბის მო­მო­ხილ­ვაც და ამ ნაშ­რო­მე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც. დღე­ვან­დე­ლი სტა­ტია კარგ ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად მი­მაჩ­ნია ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბის­თ­ვის.

1860 წელს, რო­დე­საც დარ­ვი­ნის "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის" (The Origin of Species, 1859) გა­მო­ცე­მი­დან ერ­თი წე­ლი იყო გა­სუ­ლი, ინ­გ­ლი­სის ერთ-ერ­თი ეპის­კო­პო­სის მე­უღ­ლეს უთ­ქ­ვამს: "ჩე­მო ძვირ­ფა­სე­ბო, მა­ი­მუ­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბო! იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ეს მარ­თა­ლი არ არის, მაგ­რამ თუ ეს სი­მარ­თ­ლეა, ვი­ლო­ცოთ, რომ ეს ამ­ბა­ვი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი არ გახ­დეს". თა­ნა­მედ­რო­ვე დი­დი ბრი­ტა­ნე­თით ეს მან­დი­ლო­სა­ნი ალ­ბათ უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩე­ბო­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი დღეს კარ­გად იგ­რ­ძ­ნობ­და თავს: 2004 წლის გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით (Gallup poll, November 2004), რეს­პონ­დენ­ტე­ბის 45% თავს კრე­ა­ცი­ო­ნის­ტად თვლი­და. კი­დევ 38% თე­ის­ტუ­რი ევო­ლუ­ცი­ის მოძღ­ვ­რე­ბას იზი­ა­რებ­და, ანუ მი­აჩ­ნ­და, რომ ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცია მი­ლი­ო­ნო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი ღვთის ნე­ბით წა­რი­მარ­თე­ბო­და. და მხო­ლოდ 13%-სთვის იყო მი­სა­ღე­ბი ევო­ლუ­ცი­ის ე.წ. "სრუ­ლი­ად ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი" მო­დე­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ევო­ლუ­ცია ზე­გარ­დ­მო ძა­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უკ­ვე დროა, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა მე­ტი და­ჟი­ნე­ბით მო­ითხო­ვონ, რომ ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის უც­ვ­ლე­ლი ნა­წი­ლი გახ­დეს, მათ შო­რის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის­თ­ვი­საც. ამ დე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლას არ ემ­ყა­რე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მრა­ვა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პროგ­რა­მა­ში შე­ტა­ნი­ლია ბი­ო­ლო­გი­ის კურ­სი. ასე­თი კურ­სის გავ­ლის შე­დე­გად, სტუ­დენ­ტებს ექ­მ­ნე­ბათ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა დარ­ვი­ნის თე­ო­რი­ა­ზე, მის ზო­გი­ერთ - შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად გა­სა­გებ - მხარ­დამ­ჭერ ფაქ­ტ­ზე და, შე­საძ­ლოა, ამ თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლით­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ევო­ლუ­ცი­ის თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას საკ­მა­რი­სად ნათ­ლად არ გა­მო­ყოფს რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­კითხს. ამ სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია ოთხი შე­საძ­ლო პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე: "რა უნ­და იცო­დეს ყვე­ლა სტუ­დენ­ტ­მა (და ალ­ბათ, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა) ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ". გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თვით ევო­ლუ­ცი­ის იდეა ხში­რად სკეპ­ტი­ციზ­მის ან, უფ­რო მე­ტიც, აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვია.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტებ­მა გა­ი­თა­ვი­სონ ის დე­ბუ­ლე­ბა, რომ "სწავ­ლი­სა თუ ცოდ­ნის შე­ძე­ნის მრა­ვა­ლი გზა არ­სე­ბობს", ისე­ვე რო­გორც გა­ეც­ნონ იმ იდე­ებს, რომ­ლე­ბის გავ­ლე­ნით შევ­ძე­ლით, უკეთ შეგ­ვეც­ნო რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ისე თვით ბუ­ნე­ბა. ამის გა­მო, პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, რომ­ლის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია, შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: დარ­ვი­ნის თე­ო­რი­ამ ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ შეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რი სა­კუ­თარ ად­გილ­ზე სამ­ყა­რო­ში. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ სა­კითხს ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლის შე­სა­ხებ სამ­ყა­რო­ში და ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლო გან­საზღ­ვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბჭობ­დ­ნენ. მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის შე­ხე­დუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნის წარ­მო­შო­ბას მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ (და არა ზე­ბუ­ნებ­რივ) ძა­ლებს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ, სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი არ არის. მაგ­რამ იდე­ის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი არაა, რომ მი­სი გავ­ლე­ნა ვა­ღი­ა­როთ. თუნ­დაც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა უნ­და იცო­დეს დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ.

ცოდ­ნა ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც ცოდ­ნის შე­ძე­ნის გზა. მა­გა­ლი­თად, გა­ნა ყვე­ლას­თ­ვის ნა­თე­ლია, რომ მეც­ნი­ე­რის უდი­დეს მიღ­წე­ვად ით­ვ­ლე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი თე­ო­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა? ცნო­ბი­ლია, რომ თე­ო­რი­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმით, თუ რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად ხსნი­ან ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას, ისე­ვე რო­გორც მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ას უდევს სა­ფუძ­ვ­ლად ურ­ყე­ვი ფაქ­ტე­ბი და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია პო­ვებს გა­მო­ძა­ხილს მეც­ნი­ე­რე­ბის რო­მე­ლი­მე მთა­ვა­რი დარ­გის ყვე­ლა ნა­წილ­ში. ამ­გ­ვა­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თე­ო­რი­ე­ბის მა­გა­ლი­თე­ბია ევო­ლუ­ცია, თერ­მო­დი­ნა­მი­კა, მო­ლე­კუ­ლუ­რი ორ­ბი­ტა­ლე­ბი, მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლა, ფარ­დო­ბი­თო­ბა, კვან­ტუ­რი ელექ­ტ­რო­დი­ნა­მი­კა და გე­ო­ლო­გი­უ­რი ფი­ლე­ბის ტექ­ტო­ნი­კა. თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია ბი­ო­ლო­გი­ა­ში ისე­თი დაკ­ვირ­ვე­ბის ან ჰი­პო­თე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მელ­საც ევო­ლუ­ცი­ას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბა.

ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რუ­ლი თე­ო­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად (თუ გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე არა) დას­კ­ვ­ნებს ემ­ყა­რე­ბა. ეს არის მე­ო­რე დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ე­სა­და­გე­ბა რო­გორც ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ას, ისე ზო­გა­დად მეც­ნი­ე­რე­ბას. ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია უშუ­ა­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, მაგ­რამ კვლე­ვის ობი­ექ­ტებ­ზე ასე­თი დაკ­ვირ­ვე­ბა უმე­ტე­სად შე­საძ­ლე­ბე­ლი არაა. ამ დე­ბუ­ლე­ბის ახ­ს­ნი­სას სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ასე­თი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი: მო­ლე­კუ­ლუ­რი ორ­ბი­ტა­ლე­ბის თე­ო­რია ხსნის, თუ რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ ელექ­ტ­რო­ნე­ბი და რო­გორ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ქი­მი­უ­რი ბმე­ბი ატო­მებს შო­რის, რის შე­დე­გა­დაც ატო­მე­ბი მო­ლე­კუ­ლე­ბად ერ­თი­ან­დე­ბი­ან. ამ მოვ­ლე­ნე­ბის უშუ­ა­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ელექ­ტ­რო­ნე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი ბმე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­ყო­ველ­თა­ო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ერ­თა მი­ერ, რად­გან ეს თე­ო­რია და­მა­ჯე­რებ­ლად ხსნის მრა­ვალ მოვ­ლე­ნას და, რაც მთა­ვა­რია, ამ თე­ო­რი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბი თუ ვა­რა­უ­დე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე მარ­თ­ლ­დე­ბა. ქი­მი­კო­სებს რომ ნატ­რი­უ­მის ტუ­ტე­სა და მა­რილ­მ­ჟა­ვას შე­რე­ვის მე­ტი არა­ფე­რი ეკე­თე­ბი­ნათ (აუცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ ნა­ერ­თე­ბის შე­რე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ფარ­გ­ლებს გა­რეთ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის), მათ­თ­ვის უაღ­რე­სად ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და, თბი­ლი წყლის წარ­მოქ­მ­ნა ამ შე­რე­ვის შე­დე­გად და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ ატო­მებს შო­რის ქი­მი­უ­რი ბმე­ბის ცვლას­თან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქი­მი­კო­სებს მრა­ვა­ლი სხვა ექ­ს­პე­რი­მენ­ტიც აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და მა­თი უმე­ტე­სო­ბა აღ­წე­რილ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ღრმა­აზ­რო­ვა­ნი და რთუ­ლია, რა­მაც ატო­მუ­რი ორ­ბი­ტა­ლე­ბის თე­ო­რი­ის წარ­მოქ­მ­ნას და მის დახ­ვე­წას შე­უწყო ხე­ლი.

სტუ­დენ­ტებს ასე­ვე უნ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­შუ­ა­ლო თუ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში მათ არ შე­უს­წავ­ლი­ათ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ლე­კუ­ლუ­რი ორ­ბი­ტა­ლე­ბის თე­ო­რი­ის მხარ­დამ­ჭე­რად არი­ან მიჩ­ნე­უ­ლი. მე­ტიც, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში მათ ალ­ბათ არც უს­წავ­ლი­ათ მო­ლე­კუ­ლუ­რი ორ­ბი­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ალ­ბათ ვერც გა­ი­გებ­დ­ნენ იმ ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის არსს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ეს თე­ო­რია ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რაც მთა­ვა­რია, ამ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­თა­გან არც ერ­თი არ გვაძ­ლევს ელექ­ტ­რო­ნე­ბი­სა თუ ქი­მი­უ­რი ბმე­ბის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტე­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ე­წო­დე­ბათ, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თე­ო­რი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის წარ­მომ­ქ­მ­ნე­ლი ფაქ­ტე­ბი­სა. სტუ­დენ­ტებ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ თე­ო­რი­ის და­სა­ბუ­თე­ბა დას­კ­ვ­ნებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უჩ­ვე­უ­ლო არ არის.

მე­სა­მე ყუ­რად­სა­ღე­ბი ფაქ­ტი ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის შე­სა­ხებ ისაა, რომ, ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­ო­რი­ის მსგავ­სად, მას მუდ­მი­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ხვდე­ბო­და ახა­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, ამ თე­ო­რი­ის გა­ბა­თი­ლე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ოდ­ნენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ ისე­თი იდე­ე­ბი და შე­დე­გე­ბი გვაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ლო­გი­კას არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, და რომ­ლე­ბიც აიძუ­ლე­ბენ მეც­ნი­ე­რებს, არ­სე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­და­სინ­ჯონ. ბი­ო­ლო­გებ­მა მზად­ყოფ­ნით აღი­ა­რეს სა­ერ­თო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის (common descent) ფაქ­ტი, რო­გორც ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის სა­ფუძ­ვე­ლი. მაგ­რამ სტუ­დენ­ტებს ისიც უნ­და მო­ვუთხ­როთ, რომ "შე­გუ­ე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­დე­გად" (ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი იდეა, რო­მე­ლიც ოდეს­მე წარ­მოქ­მ­ნი­ლა) სუ­ლაც არ იყო უპი­რო­ბოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი, და არა მარ­ტო რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. დარ­ვი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი იყო გა­სუ­ლი, რო­ცა მენ­დე­ლი­სე­უ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის კა­ნო­ნე­ბი ხელ­მე­ო­რედ იქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს კა­ნო­ნე­ბი და დარ­ვი­ნის თე­ო­რია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ შე­უ­თავ­სებ­ლად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი. მუ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, მენ­დე­ლის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, გა­და­ე­ცე­მო­და შთა­მო­მავ­ლო­ბას, მხო­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს აპი­რო­ბებ­და, დარ­ვი­ნი კი ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ევო­ლუ­ცი­უ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა (natural variation) ჩვე­უ­ლებ­რივ საკ­მა­ოდ ძნე­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია. ბი­ო­ლო­გებ­მა მხო­ლოდ 1920-30-იან წლებ­ში შეძ­ლეს შე­ე­თავ­სე­ბი­ნათ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა და კლა­სი­კუ­რი გე­ნე­ტი­კა იმ­გ­ვა­რად, რომ ეს ორი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო (ეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გე­ნე­ტი­კა­სა და ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის შო­რის, ისე­ვე რო­გორც მი­სი გა­დაჭ­რის გზა, ერთ-ერ­თი მო­მა­ვა­ლი სტა­ტი­ის თე­მა იქ­ნე­ბა).

კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათ­წ­ლე­უ­ლის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რი­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და­ეჭ­ვ­და მო­ტოო კი­მუ­რა, რო­მე­ლის ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ დნმ-ის (გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის) ხი­ლუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სე­ლექ­ტი­უ­რად (და, მა­შა­სა­და­მე, ევო­ლუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით) ნე­იტ­რა­ლუ­რია. კი­მუ­რას იდე­ე­ბიც გა­მარ­თ­ლ­და, მაგ­რამ ამას ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის გა­ბა­თი­ლე­ბა სუ­ლაც არ მოჰ­ყო­ლია: პი­რი­ქით, კი­მუ­რას დას­კ­ვ­ნებ­მა ევო­ლუ­ცი­ის მო­ლე­კუ­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის უკე­თე­სი ახ­ს­ნა უზ­რუნ­ველ­ყო და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც და­სა­ხა. ისე­ვე რო­გორც აინ­შ­ტა­ინ­მა დახ­ვე­წა ნი­უ­ტო­ნი­სე­უ­ლი მე­ქა­ნი­კა, კი­მუ­რამ დახ­ვე­წა დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი ევო­ლუ­ცია (კი­მუ­რას წვლილს და მის მეც­ნი­ე­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­საც ერთ-ერ­თი სტა­ტია მი­ეძღ­ვ­ნე­ბა).

ასე­ვე უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი უარ­ყო­ფენ "გო­ნივ­რუ­ლი და­გეგ­მ­ვი­სა" (intelligent design) და კრე­ა­ცი­ო­ნიზ­მის იდე­ებს არა იმი­ტომ, რომ მათ ძა­ლი­ან ბევ­რი აქვთ "და­ბან­დე­ბუ­ლი" ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რი­ა­ში. "გო­ნივ­რუ­ლი და­გეგ­მ­ვის" იდეა უარ­ყო­ფი­ლია, რად­გან იგი ვერ მოგ­ვ­ცემს ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას: თუ და­ვუშ­ვებთ, რომ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნიზ­მი "გო­ნივ­რუ­ლი და­გეგ­მ­ვის" სა­ფუძ­ველ­ზეა შექ­მ­ნი­ლი, ამით ყო­ველ­გ­ვა­რი კვლე­ვა მთავ­რ­დე­ბა. მაგ­რამ თუ ევო­ლუ­ცი­ის სა­ბუ­თი გვაქვს, ეს მო­მა­ვა­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. და მარ­თ­ლაც, ევო­ლუ­ცი­ურ ბი­ო­ლო­გი­ა­ში მუდ­მი­ვად ხდე­ბა ახა­ლი ფაქ­ტე­ბის ძი­ე­ბა - რო­გორც არ­სე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რის, ისე მა­თი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ფაქ­ტე­ბი­სა. ზო­გა­დად, მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ის იდე­ე­ბია მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, რო­მელ­თა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა მუდ­მი­ვად გრძელ­დე­ბა.

მე­ოთხე დე­ბუ­ლე­ბა ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ევო­ლუ­ცი­ას უდა­ვოდ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ან­თა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბას იძე­ნენ, მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის ავად­მ­ყო­ფო­ბი­სა თუ და­ღუპ­ვის მი­ზე­ზია. მწე­რე­ბიც ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ივი­თა­რე­ბენ მდგრა­დო­ბას თით­ქ­მის ყვე­ლა სა­წამ­ლა­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ იყე­ნე­ბენ. ამ სა­წამ­ლა­ვე­ბის დო­ზის გაზ­რ­და სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ იმას იწ­ვევს, რომ ხი­ლი თუ ბოს­ტ­ნე­უ­ლი სულ უფ­რო და უფ­რო მეტ ქი­მი­კა­ტებს შე­ი­ცავს და საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

ევო­ლუ­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სა­ხე­ო­ბა­თა­ში­და ცვა­ლე­ბა­დო­ბით (variation within species) არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მო­დე­ლუ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბი - თაგ­ვი, სა­ფუ­ა­რი სო­კო, დრო­ზო­ფი­ლა (ხი­ლის ბუ­ზი) - მხო­ლოდ ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბი არ არი­ან და არა მარ­ტო ამ მო­საზ­რე­ბით აირ­ჩი­ეს. იმის გა­მო, რომ ამ ორ­გა­ნიზ­მებ­სა და ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თო წი­ნაპ­რე­ბი ჰყავთ, "მათ და ჩვენ" მრა­ვა­ლი სა­ერ­თო თვი­სე­ბა გვაქვს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სე­ბა თაგ­ვებ­თან (ოთხ­საკ­ნი­ა­ნი გუ­ლი, ელენ­თა) მე­ტია, ვიდ­რე დრო­ზო­ფი­ლას­თან, და სწო­რედ ამი­ტომ თაგ­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­დე­ლია ადა­მი­ა­ნის გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბი­სა თუ დი­ა­ბე­ტის შე­სას­წავ­ლად. მაგ­რამ თუ კვლე­ვის მი­ზა­ნი თვა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლაა, დრო­ზო­ფი­ლაც მე­ტად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვ­დის. სა­ფუ­არ სო­კო­საც კი ადა­მი­ან­თან ბევ­რი სა­ერ­თო თვი­სე­ბა აქვს - გა­ცი­ლე­ბით მე­ტი, ვიდ­რე ბაქ­ტე­რი­ებს ან თუნ­დაც მცე­ნა­რე­ებს. ამი­ტომ, სა­ფუ­ა­რის შეს­წავ­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი (უჯ­რე­დის ზრდი­სა და გა­ყო­ფის, ცი­ლე­ბის სინ­თე­ზი­სა და დაშ­ლის, გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ) ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­საც მი­ე­სა­და­გე­ბა.

რა­ტო­მაა უფ­რო ად­ვი­ლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ან ჯი­ლე­ხის გან­კურ­ნე­ბა, ვიდ­რე მა­ლა­რი­ი­სა? ტუ­ბერ­კუ­ლოზ­სა და ჯი­ლეხს ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვევს, ხო­ლო მა­ლა­რი­ის გა­მომ­წ­ვე­ვი ერ­თუჯ­რე­დი­ა­ნი ცხო­ვე­ლია. იმის გა­მო, რომ ერ­თუჯ­რე­დი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბი (პრო­ტის­ტე­ბი) ადა­მი­ა­ნის უფ­რო "ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბი" არი­ან, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია ისე­თი წამ­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც პრო­ტის­ტებს და­ა­ზი­ა­ნებს, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის კი უვ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ტრი­ქი­ნე­ბის (ჭი­ე­ბის, მრა­ვა­ლუჯ­რე­დი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის) წი­ნა­აღ­მ­დეგ ამ­გ­ვა­რი წამ­ლის პოვ­ნა კი­დევ უფ­რო რთუ­ლია, რად­გან ეს ჭი­ე­ბი "ევო­ლუ­ცი­ურ კი­ბე­ზე" ადა­მი­ან­თან პრო­ტის­ტებ­ზე კი­დევ უფ­რო ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბი­ან.

თუ და­ვუშ­ვებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია იმ იდე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, რომ­ლე­ბიც სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას უწყობს ხელს, ყვე­ლა გა­ნათ­ლე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს ეს დე­ბუ­ლე­ბე­ბი ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ. თუ ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ნერ­გა­ვენ ცოდ­ნი­სა და სწავ­ლი­სად­მი სწრაფ­ვას, შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­თა­გან ზო­გი­ერ­თ­მა მო­ინ­დო­მოს რო­გორც "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის" წა­კითხ­ვა, ასე­ვე გა­ეც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ნაშ­რო­მებს ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ. ამის შე­დე­გად კი სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია, რომ კრე­ა­ცი­ო­ნის­ტე­ბის მი­ერ მოშ­ვე­ლი­ე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მათ­თ­ვის და­მაბ­ნე­ვე­ლი აღარ იყოს.

გე­ლა თევ­ზა­ძე

ტეგები
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“