ევო­ლუ­ცია: დარ­ვი­ნის თე­ო­რია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა
31 აგვისტო, 2011
8636
print

დარ­ვი­ნის "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ" და­არ­წ­მუ­ნა მსოფ­ლიო ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში. დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ კი გა­ცი­ლე­ბით მეტ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას შეხ­ვ­და: მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მის უცო­დინ­რო­ბა, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­გე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბა ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა რიცხ­ვის გამ­რავ­ლე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ევო­ლუ­ცი­ის რო­გორც უწყ­ვე­ტი, ასე­ვე წყვე­ტი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლა­დაა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნია ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბის, მა­თი წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვა.

შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა. ჩარლზ დარ­ვი­ნი არ გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­მოთ­ქ­ვა იდეა, რომ ბუ­ნე­ბა ევო­ლუ­ცი­უ­რი გზით ვი­თარ­დე­ბა. ბუ­ფო­ნი (1707-1788), ლა­მარ­კი (1744-1829), და თვით დარ­ვი­ნის ბა­ბუა ერაზ­მუს დარ­ვი­ნი (1732-1802) ევო­ლუ­ცი­ის მომ­ხ­რე­ნი იყ­ვ­ნენ და მა­თი იდე­ე­ბი "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა"-მდე (1859) ორი ან მე­ტი თა­ო­ბით ად­რე გა­მო­ით­ქ­ვა. დარ­ვი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვემ რო­ბერტ ჩემ­ბერ­ს­მა (Robert Chambers, 1802-1871) გა­მო­აქ­ვეყ­ნა "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­ლე­ბა­თა ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ" ("Vestiges of the Natural History of Creation", 1844), რო­მელ­შიც ეოლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი იყო მოყ­ვა­ნი­ლი. ეს წიგ­ნი 10-ჯერ გა­მო­ი­ცა და პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ათას ცალ­ზე მე­ტი გა­ი­ყი­და. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, დარ­ვი­ნის "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­ში 5-ჯერ გა­მო­ი­ცა და ამ წიგ­ნის 9250 ცა­ლი გა­ი­ყი­და.

დარ­ვი­ნამ­დელ ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტებს ორი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბა აერ­თი­ა­ნებ­დათ: 1) ვერ­ცერ­თ­მა მათ­გან­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის ევო­ლუ­ცია მოხ­და სი­ცოცხ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. 2) მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დარ­ვი­ნის წვლი­ლის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სათ­ვის, იყო დარ­ვი­ნამ­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რი, რომ ევო­ლუ­ცი­ას წარ­მარ­თავ­და რა­ღაც გა­რე­შე ძა­ლა, იქ­ნე­ბო­და ეს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ნე­ბა თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სწრაფ­ვა მე­ტი სირ­თუ­ლი­სა­კენ. ასე­თი ძა­ლის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბით დარ­ვი­ნამ­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ხარკს უხ­დიდ­ნენ და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას. ამ ტრა­დი­ცი­ის მიმ­დე­ვარ­ნი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ბუ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის ეთი­კა ვერ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბო­და საგ­ნე­ბი­სა თუ სხე­უ­ლე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი ("არა­ზე­ბუ­ნებ­რი­ვი") ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბი­სა თუ გარ­დაქ­მ­ნის შე­დე­გად. ამა­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი და გეგ­მა, რაც გა­ნუ­ყო­ფე­ლია ადა­მი­ა­ნის ეთი­კი­სა­გან. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­ო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ღმერ­თ­მა შექ­მ­ნა ცა და ხმე­ლე­თი, მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი, და ასე­ვე და­ად­გი­ნა მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში არ­სე­ბობ­და ღრმა რწმე­ნა, რომ ალ­ბა­თო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არაა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის (და ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბის) წარ­მო­საქ­მ­ნე­ლად. ამ აზრს იზი­ა­რებ­დ­ნენ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბი, თე­ო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი და ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, მონ­ტეს­კიე (1689-1755) ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ნი­ა­და­გი, კლი­მა­ტი, და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გან­საზღ­ვ­რავ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეთი­კურ ნორ­მებს: "ისი­ნი, რო­მელ­ნიც ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ბრმა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას ძა­ლუძს [სი­ცოცხ­ლის] მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მოქ­მ­ნა, აბ­სურ­დუ­ლად მსჯე­ლო­ბენ; მარ­თ­ლაც, რა უნ­და იყოს უფ­რო უაზ­რო, ვიდ­რე იმის მტკი­ცე­ბა, რომ ბრმა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბამ შე­საძ­ლოა წარ­მოქ­მ­ნას გო­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბი?"

დარ­ვი­ნის ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას არ­სე­ბუ­ლი "ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გია" ნახ­სე­ნე­ბი ტრა­დი­ცი­ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ვერ­სია გახ­ლ­დათ. ეპის­კო­პო­სი უილი­ამ პე­ი­ლი (William Paley, 1743-1805) თა­ვის ნაშ­რომ­ში ("Natural Theology", 1802) აცხა­დებ­და, რომ მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ადაპ­ტა­ცია არ­სე­ბობს, და­მა­ჯე­რებ­ლად ამ­ტ­კი­ცებს ღვთის არ­სე­ბო­ბა­სა და მის კე­თილ­გან­წყო­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დარ­ვი­ნის მო­გო­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პე­ი­ლის "ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გია" სტუ­დენ­ტო­ბი­სას წა­კითხულ წიგ­ნ­თა­გან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლ­დათ.

დარ­ვი­ნის "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა" მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­სა­გან. "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ" მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი და­არ­წ­მუ­ნა, რომ ევო­ლუ­ცია "ორ­გა­ნუ­ლი გზით" წა­რი­მარ­თა. დარ­ვინ­მ­მა შეს­ძ­ლო, შე­ექ­მ­ნა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­სე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, და ამ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტის მოშ­ვე­ლი­ე­ბის გზით მი­აღ­წია (მაგ., ჰიბ­რი­დე­ბის არ­სე­ბო­ბა, სტე­რი­ლუ­რო­ბის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი გა­მოვ­ლე­ნა ჰიბ­რი­დებ­ში, გე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რ­ცე­ლე­ბა, ემ­ბ­რი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტე­ბი). "მეც­ნი­ე­რუ­ლი ან­ტი­ე­ვო­ლუ­ცი­ო­ნის­ტე­ბი" საკ­მა­ოდ წამ­გე­ბი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის" გა­მო­ცე­მი­დან პირ­ვე­ლი­ვე ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ევო­ლუ­ცია არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა? დარ­ვინ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­არ­წ­მუ­ნა თა­ვი­სი მკითხ­ვე­ლე­ბი ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში, მაგ­რამ ევო­ლუ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის მი­სე­ულ ახ­ს­ნას (ბუ­ნებ­რივ გა­დარ­ჩე­ვას) თა­ვი­დან­ვე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბა ხვდა წი­ლად. თა­ვი­სი თე­ო­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან (1837) ერთ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო გა­სუ­ლი, რო­ცა დარ­ვი­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა სწო­რედ ის მე­ქა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ალ­ბა­თო­ბი­სა და აუცი­ლებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებს და რომ­ლის არ­სე­ბო­ბას დარ­ვი­ნამ­დე­ლი მო­აზ­როვ­ნე­ნი მტკი­ცედ უარ­ყოფ­დ­ნენ. დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა იყო ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მე­ბის "გო­ნივ­რულ და­გეგ­მ­ვას". ეს "არა­ზე­ბუ­ნებ­რი­ვი", არა­მარ­თ­ვა­დი, და შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი წარ­მოქ­მ­ნი­და იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც "ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გე­ბი" ღვთი­ურ ძა­ლას მი­ა­წერ­დ­ნენ, და რო­მე­ლიც მრა­ვალ­თათ­ვის წარ­მო­ად­გენ­და მიზ­ნი­სა თუ და­გეგ­მ­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. თუნ­დაც ამ მი­ზე­ზით აიხ­ს­ნე­ბა სწრა­ფი და ძლი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის იდე­ის მი­მართ. დარ­ვინ­მა შეს­ძ­ლო, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე (თუმ­ცა საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი) მეც­ნი­ე­რი და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ევო­ლუ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მია.

პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის იდე­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებს მრა­ვა­ლი არ­გუ­მენ­ტი გა­აჩ­ნ­დათ თუნ­დაც იმ მი­ზე­ზით, რომ დარ­ვინ­მა ვერ შეს­ძ­ლო, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი პირ­და­პი­რი სა­ბუ­თე­ბი წარ­მო­ედ­გი­ნა (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე­თი­ვე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, რომ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იგი ევო­ლუ­ცი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბას ამ­ტ­კი­ცებ­და). ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მი­სათ­ვის მას მხო­ლოდ არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც დარ­ვინ­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა. "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის" და­საწყის­ში აღ­წე­რი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი გა­დარ­ჩე­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა, მოყ­ვა­ნი­ლია მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იქ­მ­ნა მტრე­დე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი ადა­მი­ა­ნის მი­ერ გა­დარ­ჩე­ვის შე­დე­გად, და რომ ყვე­ლა ეს ჯი­ში ვე­ლუ­რი მტრე­დი­სა­გან იყო გა­მოყ­ვა­ნი­ლი. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა (თუმ­ცა ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით) არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­შიც. ყვე­ლა ორ­გა­ნიზმს აქვს გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გამ­რავ­ლე­ბის უნა­რი, რაც იწ­ვევს საკ­ვე­ბი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ას, ანუ ბრძო­ლას არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის. (აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი აფო­რიზ­მი, რომ­ლი­თაც მან არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა აღ­წე­რა: "ძლი­ერ­ნი, ჯან­მ­რ­თელ­ნი და ბედ­ნი­ერ­ნი გა­დარ­ჩე­ბი­ან და გამ­რავ­ლ­დე­ბი­ან" - "The vigorous, the healthy , and the happy survive and multiply"). თა­ვის მხრივ, ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის პრო­ცე­სად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. ასე­თი ლო­გი­კა სავ­სე­ბით და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. დარ­ვინ­მა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ორი "ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი" მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა: 1) მგლე­ბის სის­წ­რა­ფე და ზედ­მე­ტი წო­ნის უქონ­ლო­ბა; 2) მცე­ნა­რე­ე­ბის ევო­ლუ­ცია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ისი­ნი ტკბილ ნექ­ტარს წარ­მოქ­მ­ნი­ან, და ფუტ­კ­რის იმ ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ნექ­ტა­რის მო­სა­პო­ვებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ამ ორის გარ­და, "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა­ში" ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის სხვა მა­გა­ლი­თებს ვერ მოვ­ნა­ხავთ, და თვით დარ­ვი­ნის აღი­ა­რე­ბით, ეს ორად-ორი მა­გა­ლი­თიც უფ­რო "წარ­მო­სახ­ვი­თი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის" (imaginary illustrations) კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა.

ადამ სეჯ­ვი­კი (Adam Sedgwick, 1785-1873), რო­მე­ლიც დარ­ვი­ნის სტუ­დენ­ტო­ბი­სას მი­სი ერთ-ერ­თი პრო­ფე­სო­რი იყო (გე­ო­ლო­გი­ა­ში), მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რის აზრს გა­მო­ხა­ტავ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რი­ის მხარ­დამ­ჭე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში: "ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რია დი­დი პი­რა­მი­დაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ წვერ­ზე დგას, და ეს წვე­რი მა­თე­მა­ტი­კურ წერ­ტილს (ანუ უაღ­რე­სად მცი­რე სი­დი­დეს - GT) წარ­მო­ად­გენს"... დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მოქ­მე­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად სულ ცო­ტა 50 წე­ლია სა­ჭი­რო. ასე რომ, ცხა­დია, დარ­ვინს არა მარ­ტო არ ჰქონ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მოქ­მე­დე­ბის რა­ი­მე სა­ბუ­თი, იმის იმე­დიც კი არ გა­აჩ­ნ­და, რომ ამ მოქ­მე­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც იხი­ლავ­და.

მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რი­ის კი­დევ ერთ შე­საძ­ლო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რია ემ­ყა­რე­ბო­და შე­ხე­დუ­ლე­ბას, რომ ევო­ლუ­ცი­ის მა­სა­ლაა ბუ­ნებ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი შემ­თხ­ვე­ვი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა (ტერ­მი­ნი "შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა" ამ ფრა­ზა­ში ევო­ლუ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა­გან და­მო­უ­კუ­დებ­ლო­ბის, საწყი­სი ცვა­ლე­ბა­დო­ბის ევო­ლუ­ცი­უ­რი ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა). დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ობი­ექ­ტი სწო­რედ ეს ცვა­ლე­ბა­დო­ბა იყო, რაც, თა­ვის მხრივ, ევო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლ­დათ. მაგ­რამ დარ­ვი­ნი ასე­ვე მი­იჩ­ნევ­და, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, და ეს ცვა­ლე­ბა­დო­ბა "გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჩვე­ვე­ბის" (long-continued habits) შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და. ასე­ვე, შე­ძე­ნი­ლი თვი­სე­ბე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მას დარ­ვი­ნი­სათ­ვის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, ვიდ­რე ბუ­ნებ­რივ გა­დარ­ჩე­ვას, რო­გორც ევო­ლუ­ცი­ის წამ­მარ­თ­ველ ძა­ლას. დარ­ვი­ნის ოპო­ნენ­ტე­ბი აცხა­დებ­დ­ნენ, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის შე­ძე­ნი­ლი თუ "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი" თვი­სე­ბე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა ადაპ­ტა­ცი­ის (ანუ შე­გუ­ე­ბის) მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­მ­ნე­ბო­და. ასე რომ, მე­ბის­მი­ე­რი თე­ო­რია, რო­მე­ლიც ცვა­ლე­ბა­დო­ბის "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბას" აღი­ა­რებ­და, ამა­ვე დროს ამ­ცი­რებ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ევო­ლუ­ცი­ურ პრო­ცეს­ში. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის ამ­გ­ვა­რი თე­ო­რი­ე­ბი მრავ­ლად არ­სე­ბობ­და 1860-1900 წლებ­ში.

1868 წელს დარ­ვინ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა "პან­გე­ნე­ზის წი­ნას­წარ­გან­მ­ჭ­ვ­რე­ტი ჰი­პო­თე­ზა" (provisional hypothesis of pangenesis, პან­გე­ნე­ზი - ერ­თი­ა­ნი წარ­მო­შო­ბა). ეს თე­ო­რია ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა ნა­წი­ლი წარ­მოქ­მ­ნი­და უმ­ცი­რე­სი ზო­მის თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რავ ნა­წი­ლა­კებს (გე­მუ­ლებს - gemmules), რომ­ლე­ბიც მრავ­ლ­დე­ბოდ­ნენ და გროვ­დე­ბოდ­ნენ რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მა­ში, სა­ი­და­ნაც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს გა­და­ე­ცე­მოდ­ნენ. აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ გრე­გორ მენ­დე­ლის "ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი მცე­ნა­რე­თა ჰიბ­რი­დებ­ზე" ("Versuche uber Pflanzen-Hybriden", 1866 წ.), რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე გე­ნე­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი და რო­მელ­შიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის კა­ნო­ნე­ბის აღ­წე­რი­ლი, დარ­ვი­ნი­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დელ მეც­ნი­ერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის, უც­ნო­ბი დარ­ჩა.

პან­გე­ნე­ზის ჰი­პო­თე­ზა გავ­ლე­ნი­ან, მაგ­რამ არა­და­მა­ჯე­რე­ბელ მოძღ­ვ­რე­ბად დარ­ჩა. თით­ქ­მის ყვე­ლა თე­ო­რია, რო­მე­ლიც მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ჩა­მო­ყა­ლიბ­და და რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ახ­ს­ნას ცდი­ლობ­და, პან­გე­ნე­ზის თე­ო­რი­ის გან­ხილ­ვი­თა და მი­სი უარ­ყო­ფით იწყე­ბო­და. თით­ქ­მის ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი იყო, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ევო­ლუ­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მე­ქა­ნიზ­მი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მებს ემ­ყა­რე­ბო­და. დარ­ვი­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მემ­კ­ვის­რე­ო­ბი­თო­ბის თე­ო­რია კი არა­საკ­მა­რი­სად მყა­რი იყო და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის იოლ სა­მიზ­ნედ იქ­ცა.

უწყ­ვე­ტი თუ წყვე­ტი­ლი? დარ­ვი­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ კი­დევ ერ­თი სა­კა­მა­თო სა­კითხი გახ­და. დარ­ვი­ნი აღი­ა­რებ­და, რომ "ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ყო­ველ­თ­ვის უაღ­რე­სად ნე­ლა იმოქ­მე­დებს... ხში­რად მხო­ლოდ დრო­ის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და ჩვე­უ­ლებ­რივ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მცხოვ­რებ­ზე". დარ­ვი­ნიო ასე­ვე ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ "ეს უაღ­რე­სად ნე­ლი, მხო­ლოდ დრო­დად­რო მოქ­მე­დი (intermittant) მე­ქა­ნიზ­მი" კარ­გად შე­ე­სა­ბა­მე­ბა გე­ო­ლო­გი­ურ ფაქ­ტებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ ამ სამ­ყა­როს მაცხოვ­რებ­ლე­ბი. დარ­ვი­ნი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ევო­ლუ­ცია ნე­ლი და თან­და­თა­ნო­ბი­თია, და მი­სი მოქ­მე­დე­ბა არა მიდ­მი­ვად, არა­მედ მხო­ლოდ დრო­ის ცალ­კე­ულ ინ­ტერ­ვა­ლებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. დარ­ვი­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბით, ცვა­ლე­ბა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­შო­ბის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ: ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ორ­გა­ნიზ­მებს ეკო­ლო­გი­ურ ნი­შებ­ში "ათავ­სებ­და", სა­დაც ახა­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა იქ­მ­ნე­ბო­და. თან­და­თა­ნო­ბით, ზო­გი­ერთ (თუმ­ცა არა ყვე­ლა) შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან მორ­ფო­ლო­გი­უ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­ნი ხდე­ბოდ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთ­თად შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ყო­ფი­ე­რი შთა­მო­მავ­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნა აღარ შე­ეძ­ლოთ, რაც ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მოქ­მ­ნის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი მარ­თე­ბუ­ლად მი­უ­თი­თებ­დ­ნენ, რომ დარ­ვინს ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მოქ­მ­ნის ერ­თი მა­გა­ლი­თიც კი არ მო­უყ­ვა­ნია: ხე­ლოვ­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის დე­ტა­ლუ­რი შე­და­რე­ბა მათ­თ­ვის არა­საკ­მა­რი­სად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. დარ­ვი­ნის მომ­ხ­რე­თა­გან ზო­გი­ერ­თიც კი არ იზი­ა­რებ­და მის იდე­ას ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა და ევო­ლუ­ცი­ის უწყ­ვე­ტო­ბის შე­სა­ხებ. მე­ტიც, დარ­ვი­ნის მომ­ხ­რე­თა­გან ბევრს მი­აჩ­ნ­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ხდე­ბა "წყვე­ტი­ლი" ნახ­ტო­მე­ბის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან (ასე­ვე "წყვე­ტილ" ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი). თვით დარ­ვინ­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია იცო­და მუ­ტა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ("sports", დარ­ვი­ნის­დ­რო­ინ­დე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით), მაგ­რამ მი­აჩ­ნ­და, რომ ასე­თი წარ­მო­ნაქ­მ­ნე­ბი მე­ტის­მე­ტად იშ­ვი­ა­თი იყო და ხში­რად შთა­მო­მავ­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნაც არ შე­ეძ­ლოთ, და ამი­ტო­მაც ცვა­ლე­ბა­დო­ბის სა­ფუძ­ველს ვერ შექ­მ­ნიდ­ნენ.

ეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ორი შე­ხე­დუ­ლე­ბის ("წყვე­ტი­ლი­სა თუ უწყ­ვე­ტი" გან­ვი­თა­რე­ბის) შო­რის ევო­ლუ­ცი­ის შეს­წავ­ლის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თე­მაა და მეც­ნი­ე­რუ­ლი დე­ბა­ტე­ბის მე­ტად მწვა­ვე სა­კითხს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც მო­მა­ვალ წე­რი­ლებ­ში და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

გე­ლა თევ­ზა­ძე

ტეგები
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“