მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვა: "სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში გა­და­სა­ხა­დის სის­ტე­მა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა"
30 სექტემბერი, 2011
1742
print

"სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვას­თან ერ­თად, გა­და­სა­ხა­დის სის­ტე­მაც და­რე­გუ­ლირ­დე­ბა," - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვამ გა­ნაცხა­და.

მი­სი თქმით, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა რო­გორც ახა­ლი მე­თო­დე­ბის, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წე­სე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა, პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი, მშო­ბელს ზუს­ტად ექ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, მი­სი შვი­ლი რა სა­ხის აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს და ეს, გა­და­სა­ხად­თან ერ­თად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­ნე­საზღ­ვ­რე­ბა. მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, იმის­თ­ვის, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის რე­ფორ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად, სწო­რად და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

საკ­რე­ბუ­ლოს “რეს­პუბ­ლი­კე­ლი” წევ­რი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბა­ღე­ბის რე­ფორ­მის ერ­თი თვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას მო­ითხოვს. ხი­და­შე­ლი ასე­ვე ითხოვს, ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­მა გა­ა­ფორ­მოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხე­ე­ბი.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო