ნის­ლი­ა­ნი მა­რი
24 ნოემბერი, 2011
1469
print

ლონ­დონ­ში ან­დ­რეი არ­შა­ვი­ნი ცო­ტას თა­მა­შობს და აღარ წუ­წუ­ნებს. დიდ კუშს მა­ინც იღებს და ის­ვე­ნებს.

ლონ­დონ­ში ოზი ოზ­ბორ­ნ­მა ტაქ­ს­ში "ვერ­სა­ჩეს" ათას­დო­ლა­რი­ა­ნი სათ­ვა­ლე და­ტო­ვა. ტაქ­სის­ტ­მა სათ­ვა­ლე და­აბ­რუ­ნა. ოზიმ ტაქ­სისტს სათ­ვა­ლე აჩუ­ქა. ლონ­დონ­ში ისევ დი­დი დო­ზით თევ­ზი და ჩიფ­სია. ლონ­დონ­შია რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩიც და პა­ტა­რა, ვერ­ცხ­ლის თა­სი­დან შავ ხი­ზი­ლა­ლას ფე­ხის თი­თე­ბით მი­ირ­თ­მევს. ლონ­დონ­შია ეიტი­პი ტუ­რის ცხრა პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შეც. რვა+ერ­თ­მა სე­ზო­ნის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი, მას­ტერ­სის თა­სი და­იწყო. ერ­თ­მა ვერ და­ამ­თავ­რა. ანუ, და­იწყო და იქ და­ხუ­რა, სა­დაც და­ხურ­ვას არ გეგ­მავ­და. ტურ­ნი­რი ენ­დი მა­რის წუ­წუ­ნის გა­რე­შე მორ­ჩე­ბა.

მა­რის წელს სა­ინ­ტე­რე­სო სე­ზო­ნი აქვს. ბევ­რი მო­ი­გო, მე­ო­რე ეშე­ლო­ნის ტი­პებ­თან წა­ა­გო და მა­ინც მე­სა­მეა. ლონ­დონ­ში ენ­დი სულ პოლ მა­კარ­ტ­ნი­ვით ჩა­დის და სულ ზედ­მე­ტია. სხვე­ბი იგე­ბენ, მა­რი სხვებ­ზე უარე­სია და ეს ამ­ბა­ვი არ რჩე­ბა. შემ­დეგ სე­ზო­ნამ­დე მა­რი ისევ სტა­ტის­ტია. ენ­დიმ და­ვიდ ფე­რერ­თან 4:6, 5:7 წა­გე­ბის შემ­დეგ გა­ტეს­ტა თა­ვი­სი სხე­უ­ლი და ტურ­ნი­რი­დან მო­იხ­ს­ნა. მა­რის ბევ­რი რა­ღაც აწუ­ხებს. და სქო­თი ტურ­ნი­რის­თ­ვის მზად არ არის. ენ­დი ტურ­ნი­რის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე მზად არ იყო. მა­რის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში (18 ტურ­ნირ­ზე) 52 მო­გე­ბა და 13 წა­გე­ბა აქვს. მა­რიმ წელს წა­ა­გო ტი­პებ­თან, ვი­საც ცა­ცი­ა­თი უნ­და მო­უგ­ვა­როს ყვე­ლა­ფე­რი. შოტ­ლან­დი­ე­ლი წელს ოთხი­ვე მე­ი­ჯორ­ზე ახ­ლოს იყო ფლე­შის გაშ­ლას­თან და ცო­ტა და­აკ­ლ­და.

Australian Open - გა­ი­ა­რა კა­როლ ბე­კი, ილია მარ­ჩენ­კო, გი­ლერ­მო გარ­სია-ლო­პე­სი, იურ­გენ მელ­ცე­რი, ალექ­სანდრ დოლ­გო­პო­ლო­ვი, ფე­რე­რი. ფი­ნალ­ში იყო ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი. ფი­ნა­ლი სერ­ბ­მა მო­ი­გო. 6:4, 6:2, 6:3. ცუ­დი ფი­ნა­ლი და სე­ზო­ნის კარ­გი სტარ­ტი. მა­რის უნ­და აეკ­რი­ფა. ვერ აკ­რი­ფა.

French Open - ნე­ლი სა­ფა­რი დამ­ღ­ლე­ლია. მა­რი ყვე­ლა სა­ფარ­ზე დამ­ღ­ლე­ლია და გრუნ­ტ­ზე ეს მო­ნო­ტო­ნუ­რი ჩოგ­ბურ­თი გკლავს. ენ­დიმ პა­რიზ­ში ერიკ პრო­დო­ნი, სი­მო­ნე ბო­ლე­ლი, მი­ხა­ელ ბე­რე­რი, ვიქ­ტორ ტრო­იც­კი და ხუ­ან იგ­ნა­სიო ჩე­ლა და­ამ­შ­ვი­და. მე­რე წა­მო­ვი­და ნა­და­ლი და მა­რიც დამ­შ­ვიდ­და. ეს­პა­ნელ­მა 6:4, 7:5, 6:4 დას­ვა. ნა­დალ­მა ფი­ნალ­ში კი­დევ ერ­თი ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა.

Wimbledon - ტიმ ჰენ­მა­ნი ბა­ლახ­ზე უფ­რო მთქმე­ლი იყო, ვიდ­რე მა­რი. ჰენ­მანს არ გა­უ­მარ­თ­ლა. ბა­ლახ­ზე კა­შა­ლო­ტის, პიტ სამ­პ­რა­სის დროს უიმ­ბ­ლ­დო­ნის მო­გე­ბა უფ­რო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი პო­პის მოს­მე­ნა. კარგ სამ­პ­რასს უიმ­ბ­ლ­დონ­ზე მხო­ლოდ რი­ხარდ კრა­ი­ჩეკ­მა მო­უ­გო და ჰო­ლან­დი­ელ­მა მთლი­ა­ნად უიმ­ბ­ლ­დო­ნი მო­ი­გო. მა­რის არ გა­უ­მარ­თ­ლა, რომ უხა­სი­ა­თოა, მე­ი­ჯო­რის ბო­ლო სტა­დი­ა­ზე მო­გე­ბის ერი­დე­ბა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მა­რიმ მიჭ­რა და­ნი­ელ ხი­მე­ნო-ტრა­ვე­რი, ტო­ბი­ას კა­მე, ივან ლი­უ­ბი­ჩი­ჩი, რი­შარ გას­კე და დე­და­მი­სის ფა­ვო­რი­ტი, ფე­ლი­ცი­ა­ნო ლო­პე­სი. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ისევ ნა­და­ლია. მა­რიმ მო­ი­გო პირ­ვე­ლი სე­ტი 7:5, წა­ა­გო შემ­დეგ სა­მი 2:6, 2:6,4:6. მა­რი ისევ ზედ­მე­ტია.

US Open - მა­რიმ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის ვი­ზამ­დე ხუ­თი დი­ა­ლო­გი და­ხუ­რა. მო­უ­გო ნორ­მა­ლურ ინ­დო­ელს, სომ­დევ დევ ვარ­მანს (7:6, 6:2, 6:3). ჰო­ლან­დი­ელ რო­ბინ ჰა­ა­სეს­თან ორ­ფა­ზი­ა­ნი ტეს­ტი ჰქონ­და და მე­ო­რე ფა­ზა­ში სა­მი სე­ტი აკ­რი­ფა (6:7, 2:6, 6:2, 6:0, 6:4). შემ­დე­გი წრე და ისევ ლო­პე­სი. მა­რიმ პო­ტენ­ცი­უ­რი მა­მი­კო სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში და­შა­ლა (6:1, 6:4, 6:2). მე­ოთხე წრე­ში ნი­ჭი­ე­რი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ამე­რი­კე­ლი დო­ნალდ იან­გია. მა­რის­თ­ვის დო­ნალ­დი ჯერ რე­ა­ლუ­რად იან­გია. ენ­დიმ 6:2, 6:3, 6:3 და­უ­ტო­ვა შო­კო­ლა­დის ბიჭს. მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი. კი­დევ ერ­თი კულ­ტუ­რის­ტი იან­კი, ჯონ იზ­ნე­რი. ენ­დიმ ბევრ ეისს ცი­ვი ჩოგ­ბურ­თით შე­მო­არ­ტყა - 7:5, 6:4, 3:6, 7:6. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ნა­დალ­მა მა­რის ერ­თი, მე­სა­მე სე­ტი აჩუ­ქა, და­ნარ­ჩე­ნი ვერ გა­ი­მე­ტა და ეს­პა­ნელ­მა 6:4, 6:2, 3:6, 6:2 და­ას­რუ­ლა ეს ამ­ბა­ვი. ფი­ნალ­ში ნა­დალს ის არა­ნორ­მა­ლუ­რი სერ­ბი ააყე­ნებს კე­დელ­თან. ის სერ­ბი წელს ყვე­ლას კე­დელ­თან აყე­ნებს. იმ სერ­ბ­მა ლონ­დონ­ში ერ­თი მო­გე­ბა გა­ი­ფორ­მა და ისიც ტრავ­მით თა­მა­შობს. ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს მხა­რი აწუ­ხებს. რა­ფა­ელ ნა­და­ლიც ტრავ­მით დარ­ბის. მარ­დი ფიშს სა­ზარ­დუ­ლი ტკი­ვა და არ წუ­წუ­ნებს. არ წუ­წუ­ნე­ბენ ფე­დე­რე­რი, პრო ტუ­რის ფუნ­თუ­შა, ჟო-ვილ­ფ­რედ ცონ­გა, რკი­ნის ჩე­ხი ტო­მაშ ბერ­დი­ხი და ფე­რე­რი. პრინ­ციპ­ში, არც ტიპ­სა­რე­ვიჩ­მა უნ­და იწიკ­ვი­ნოს.

რე­ა­ლუ­რი მა­რი სწრაფ სა­ფარ­ზე ფე­რერს ათი­დან ათს მო­უ­გებს. მა­რი ფე­რერ­ზე სრუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, მომ­გე­ბი ახალ­გაზ­რ­დაა. უბ­რა­ლოდ, მო­მენ­ტებ­ში იღ­ლე­ბა და ვერ ას­რუ­ლებს. ფე­რერ­თან ენ­დიმ დი­დი დო­ზით შეც­დო­მა და­უშ­ვა, იყო პა­სი­უ­რი და ფე­რერ­ზე უარე­სი. ეს­პა­ნელ­მა ირ­ბი­ნა, მა­იკლ ჩან­გი­ვით დი­დი დის­ტან­ცია და­ფა­რა და ბედ­ნი­ე­რია. ფე­რე­რი სულ და­დე­ბი­თი ტი­პია. წა­გე­ბუ­ლი და­ვი­დიც ფე­დე­რე­რი­ვით მშვი­დად და ელე­გან­ტუ­რად გა­დის კორ­ტი­დან. ფე­რე­რი პო­პუ­ლა­რუ­ლია და ლონ­დონ­ში ფე­რერს გა­უ­მარ­თ­ლა. ხდე­ბა ხოლ­მე.

მა­რი მო­იხ­ს­ნა. ენ­დის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სერ­ბი იან­კო ტიპ­სა­რე­ვი­ჩი შეც­ვ­ლის. იან­კო ლონ­დონ­ში სა­თა­და­რი­გოდ ჩა­ვი­და, მი­ვი­და ტურ­ნი­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე და ცო­ტა წა­ი­ვარ­ჯი­შა. ტიპ­სა­რე­ვი­ჩი არ არის ენ­დი და ტურ­ნირ­მა ლო­კა­ლუ­რი ფა­ვო­რი­ტის ტრავ­მით რე­ი­ტინ­გი მო­იჭ­რა. დარ­ჩე­ნილ რე­ი­ტინგს რო­ჯერ ფე­დე­რე­რი და და­ნარ­ჩე­ნი კარ­გი ბი­ჭე­ბი გა­უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. ფე­დე­რე­რი ჯერ ფე­დე­რე­რია. რო­ჯე­რი სამ სეტ­ში უგებს ცონ­გას და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია. ცონ­გაც. რო­ჯე­რი ორ სეტ­ში (6:3, 6:0) აკომ­პ­ლექ­სებს ნა­დალს და ეს­პა­ნე­ლი უკ­ვე დე­ვი­სის თა­სის ფი­ნალ­ზე, ხუ­ან მარ­ტინ დელ პოტ­რო­ზე ფიქ­რობს. ისევ ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია. დელ პოტ­როც. არ­გენ­ტი­ნა და ეს­პა­ნე­თი ერ­თ­მა­ნეთ­ზე 2 დე­კემ­ბერს, სე­ვი­ლი­ა­ში, მა­გარ ნელ გრუნ­ტ­ზე გავ­ლენ. დელ პოტ­როს­თან ერ­თად იქ და­ვიდ ნალ­ბან­დი­ა­ნი, ხუ­ან მო­ნა­კო და კი­დევ ერ­თი ქო­ჩო­რა ხუ­ა­ნი, ჩე­ლა იქ­ნე­ბი­ან. ეს­პა­ნეთ­მა ნა­და­ლი, ფე­რე­რი და ლო­პე­სი უნ­და ამო­ქო­ქოს. სა­მი წლის წინ, მარ დელ პლა­ტას ფი­ნა­ლი ეს­პა­ნეთ­მა მო­ი­გო. მარ დელ პლა­ტა არ­გენ­ტი­ნაა. წელს გარ­ჩე­ვე­ბი ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. სა­ინ­ტე­რე­სო და ღრმა სე­რია იქ­ნე­ბა.

ფე­დე­რე­რი იგებს, კორ­ტ­ზე მას­ტერ­კ­ლა­სებს ატა­რებს, ბევრ რა­ღა­ცას იხ­სე­ნებს. ძი­რი­თა­დად, ძველ რო­ჯერს იხ­სე­ნებს. ის რო­ჯე­რი ვერ აგებ­და. იმ რო­ჯერ­თან წა­გე­ბაც ბო­ნუ­სი იყო. და ეს ფე­დე­რე­რიც ის რო­ჯე­რია. ცო­ტა ნე­ლი, ცო­ტა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი, ოდ­ნავ ჰუ­მა­ნუ­რი და მა­ინც - ფე­დე­რე­რი. ლონ­დონ­ში მის­ტერ ჩოგ­ბურ­თი ჩოგ­ბურთს თა­მა­შობს. მშვე­ნი­ე­რია.

ალექ­სან­დ­რე ასა­თი­ა­ნი

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი