არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
30 ნოემბერი, 2011
1607
print

ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ კალ­დას ნო­ვას­ში დას­რუ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რ­დულ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჭად­რაკ­ში, 18-წლამ­დელ­თა შო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა მე­რი არა­ბი­ძემ. ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ­მა მო­ჭად­რა­კემ 9 ტურ­ში 8 პარ­ტია მო­ი­გო და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ბო­ლო ტურ­ში არა­ბი­ძემ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ნარ­მინ კა­ზი­მო­ვა და­ა­მარ­ცხა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ალი­ნა კაშ­ლინ­ს­კა­ი­ას ნა­ხე­ვა­რი ქუ­ლით გა­უს­წ­რო. ბრინ­ჯაო კი, მონ­ღოლ ალ­ტა­ნულ­ზი ენ­ხ­ტუ­ულს ერ­გო. მოფ­ლი­ოს ასა­კობ­რივ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი­დევ ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 14 წლამ­დელ­თა შო­რის ჰყავ­და, თუმ­ცა ამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­თა­მა­შე ნი­ნო ხო­მე­რი­კი ლი­დე­რებს ბევ­რად ჩა­მორ­ჩა.

ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭად­რა­კე­ე­ბი თბი­ლის­ში დღეს გამ­თე­ნი­ი­სას დაბ­რუნ­დ­ნენ, ტურ­ნი­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია კი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ი­მარ­თა. არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­ნის­ტ­რ­მა ლა­დო ვარ­ძე­ლაშ­ვილ­მა მი­უ­ლო­ცა, შეხ­ვედ­რას კი ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გია გი­ორ­გა­ძეც ეწ­რე­ბო­და.

ლა­დო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი: “მინ­და ეს წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ლო­ცოთ. ჭად­რაკ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბით ყო­ველ­თ­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ეს ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა. მე­რი არა­ბი­ძემ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა და და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ღირ­სე­უ­ლი თა­ო­ბა მო­დის, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ნაკ­რებს სა­თა­ნა­დოდ გა­აძ­ლი­რებს”.

გია გი­ორ­გა­ძე: “მე­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­ზო­ნი ჰქონ­და, მთე­ლი წე­ლი და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ღირ­სე­უ­ლად და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა”.

მე­რი არა­ბი­ძე: “ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. დი­დი მად­ლო­ბა სპორ­ტი­სა და ახა­ლაგ­ზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ღე­ბის­თ­ვის და მო­ლოც­ვის­თ­ვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ტე­ბით სტი­მულს მომ­ცემს და სა­მო­მავ­ლო გა­მარ­ჯ­ვე­ბებ­ში და­მეხ­მა­რე­ბა”.

სპორ­ტი­სა და  ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა  სა­მი­ნის­ტ­როს  პრეს-სამ­სა­ხუ­რი

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული