რო­გორ და რო­დის უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა?
19 დეკემბერი, 2011
3473
print

ის, რომ სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა და პროგ­რა­მა დღემ­დე სა­ბო­ლო­ოდ არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი დი­დი ხა­ნია მსჯე­ლო­ბენ, მაგ­რამ, ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, პე­და­გო­გე­ბის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი არ წყდე­ბა. ექ­ს­პე­ტი­მენ­ტი სა­სურ­ვე­ლია და აუცი­ლე­ბე­ლიც, რო­ცა საქ­მე მეც­ნი­ე­რე­ბას ეხე­ბა, მაგ­რამ პე­და­გო­გი­კა­ში, ვფიქ­რობთ, მე­ტი სი­ზუს­ტეა სა­ჭი­რო, მარ­თ­ლა სი­ბე­რემ­დე ხომ არ ვა­პი­რებთ, გრა­მა­ტი­კა ვის­წავ­ლოთ?

არა­და, აშ­კა­რაა, რომ მარ­თ­ლ­წე­რა და სწო­რად მეტყ­ვე­ლე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქი­ლევ­სის ქუს­ლად იქ­ცა და ხში­რად კუ­რი­ო­ზე­ბამ­დე მივ­დი­ვართ.

სი­ახ­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძნე­ლად იღებს, მათ შო­რის, პე­და­გო­გე­ბიც, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა აკა­კი შა­ნი­ძი­სა და ლეო კვა­ჭა­ძის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი გრა­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით აქვთ მი­ღე­ბუ­ლი და ხში­რად ისევ მას ირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ­დენ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში პე­და­გო­გებ­საც თავ­გ­ზა აებ­ნათ, ამი­ტომ ბა­ზი­სად და საყ­რ­დე­ნად ისევ პარ­ტი­არ­ქებს მი­მარ­თა­ვენ.

ამ ცო­ტა ხნის წინ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას­თან არ­სე­ბულ­მა ქარ­თუ­ლი ენის კო­მი­სი­ამ, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რა მო­აწყო, რომ­ლის ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტო­რი ქარ­თუ­ლი ენის კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ენათ­მეც­ნი­ე­რი ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი გახ­ლ­დათ. კო­მი­სი­ის მხრი­დან სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ: თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძე, მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, ენის კო­მი­სი­ის თამ­ჯ­დო­მა­რე გუ­ჩა კვა­რაცხე­ლია, გ. გო­გო­ლაშ­ვი­ლი, თ. ვა­შა­კი­ძე (არც ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი არაა), პე­და­გო­გი ი. ტა­ბა­ტა­ძე და სხვა­ნი.

ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი, სა­კუ­თარ მე­თოდ­ზე სა­უბ­რი­სას არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სიტყ­ვებს იშ­ვე­ლი­ებს: "გრა­მა­ტი­კა არის რუ­კა უცხო ქა­ლაქ­ში გზის გა­საკ­ვ­ლე­ვად" და იქ­ვე აგ­რ­ძე­ლებს: "მაგ­რამ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რუ­კა არ გვჭირ­დე­ბა. იმ ასაკ­ში, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლას იწყე­ბენ, მათ მშობ­ლი­უ­რი ენის გრა­მა­ტი­კა თავ­ში უდევთ, უცხო ენის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით".

90-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში ავ­თან­დილ არა­ბულ­მა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი პროგ­რა­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. ენა მხო­ლოდ გრა­მა­ტი­კა არ არის, იგი მდი­და­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ნო­მე­ნია. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო “ქარ­თუ­ლი ენის სამ­ყა­რო", რო­მე­ლიც მე- 5-კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, სწო­რედ ამ გან­წყო­ბით შე­იქ­მ­ნა. ენათ­მეც­ნი­ე­რი დაწყე­ბით კლა­სებ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბას. მი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კონ­ცეფ­ცი­ით, I-დან მე-4 კლა­სის ჩათ­ვ­ლით გრა­მა­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან უნ­და იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. მე-5, მე-6, მე-7 კლა­სე­ბის­თ­ვის იგი მო­ზა­ი­კუ­რი ტი­პის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გვთა­ვა­ზობს, სა­დაც იქ­ნე­ბა სა­კითხე­ბი გრა­მა­ტი­კი­დან, ლექ­სი­კი­დან და ა.შ. მე-8, მე-9 კლა­სებ­ში კი უნ­და შე­მო­სუ­ლი­ყო სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კა, სა­დაც ის ელე­მენ­ტე­ბი გამ­თ­ლი­ან­დე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­ა­რეს, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი ამ კლა­სებ­შიც არა თე­ო­რი­ა­ზე, არა­მედ პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებ­ზე უნ­და გა­კეთ­დეს.

ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი: "რო­დე­საც მე ვსწავ­ლობ­დი სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო რუ­სუ­ლის­გან არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და - არც მა­სა­ლობ­რი­ვად, არც თე­ო­რი­უ­ლად, არც მე­თო­დუ­რად და არც სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით. მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას მომ­ყავს ხოლ­მე მთე­ლი რი­გი არ­გუ­მენ­ტე­ბი. ბავ­შ­ვი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის ცოდ­ნას თან­და­თან იძენს და რო­ცა სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან, რომ გარ­და­მა­ვა­ლი ზმნის სუ­ბი­ექ­ტი მე-2 სე­რი­ა­ში უნ­და იყოს მოთხ­რო­ბით ბრუნ­ვა­ში, მას უკ­ვირს: ამას რად უნ­და ამ­დე­ნი გა­უ­გე­ბა­რი წი­ნა­და­დე­ბა, ეს ხომ ისე­დაც იცის! და უჩ­ნ­დე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტი რე­ა­ლო­ბა­სა და თე­ო­რი­ას შო­რის, ეს კი მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. მით უფ­რო, რო­ცა ერ­თი და იგი­ვე სა­კითხე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე ბრუნ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კლას­ში. ფსი­ქო­ლო­გებ­მა შე­ის­წავ­ლეს, რომ მე-4-მე-5 კლა­სე­ლე­ბი ცნე­ბებს ვერ აღიქ­ვა­მენ და კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის გან­ზო­გა­დე­ბას ვერ ახ­დე­ნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვთვლით, რომ ამ კლა­სებ­ში აქ­ცენ­ტი პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებ­ზე უნ­და გა­კეთ­დეს, ხო­ლო მა­ღალ კლა­სებ­ში, რო­ცა ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა ცნე­ბე­ბი გა­ი­გოს, მას სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კა უნ­და ვას­წავ­ლოთ.

მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სას მათ ვე­კითხე­ბი ხოლ­მე: რას აბა­რე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას ან­და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე? რას და, მე-9-მე-11 კლა­სებ­ში ნას­წავლ ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კის კურსს. მა­შინ, რა­ტომ აბა­რე­ბენ იმ გრა­მა­ტი­კას, რო­მე­ლიც მე-5-მე-6 კლა­სებ­ში ის­წავ­ლეს? ესეც ხომ მეც­ნი­ე­რე­ბაა?

გრა­მა­ტი­კა არის უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი შე­ნო­ბა და მი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რა მა­შინ უნ­და ას­წავ­ლო, რო­ცა ამ მშვე­ნი­ე­რე­ბას და­ი­ნა­ხავს, სის­ტე­მას და­ი­ნა­ხავს და გა­ნათ­ლ­დე­ბა, მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა. რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლებს ამას ვე­უბ­ნე­ბი, იქ­ვე დავ­ძენ, რომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს შე­თან­ხ­მე­ბა ავ­ტორ­სა და პე­და­გო­გებს შო­რის: თუ ვართ პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, მა­შინ უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოთ იმ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რა­საც ავ­ტო­რი გთა­ვა­ზობთ. თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს: "ვინ ჰკითხავს ავ­თო არა­ბულს ან­და ვინ ჰკითხავს შაშ­კინს", ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ფორ­მა სწო­რად ვერ გა­ტარ­დე­ბა."

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სას­კო­ლო რე­ფორ­მის დაწყე­ბი­სას, მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ირ­ჩევ­და და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლიც თვი­თონ იყო. რე­ფორ­მის შემ­დეგ ეტაპ­ზე მე­ტი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბა მოხ­და მას­წავ­ლებ­ლის "ინ­ფორ­მი­რე­ბი­საც" და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვი­საც. პე­და­გო­გის ინი­ცი­ა­ტი­ვა ისევ ჩა­იხ­შო; თუმ­ცა პე­და­გო­გე­ბი კონ­კ­რე­ტულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ისევ სა­კუ­თარ მე­თო­დებს არ­გე­ბენ და ავ­ტო­რე­ბი ვე­ღარ იგე­ბენ, რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნია მა­თი მე­თო­დე­ბი. რო­გორც კი "ზე­მო­დან" ჩა­ე­რე­ვი­ან მას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვან­ში, რო­გორც კი პე­და­გოგს შე­უზღუ­და­ვენ ინი­ცი­ა­ტი­ვის უფ­ლე­ბას, ტრე­ნერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი­დან მომ­დი­ნა­რე იქ­ნე­ბა ეს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი­დან, დი­რექ­ცი­ი­დან თუ კა­თედ­რი­დან, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, რომ პროგ­რე­სი ამ პრო­ცეს­ში სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ფერ­ხ­და. მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შია. მხო­ლოდ მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და პი­რად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას შე­უძ­ლია და­აზღ­ვი­ოს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი "ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წამ­ლი­სა­გან". გა­სულ წელს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად ახა­ლი კონ­კურ­სე­ბი გა­მოცხად­და. ავ­ტო­რე­ბი ისევ რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რად მუ­შა­ო­ბენ. 3 ჯგუ­ფის მი­ერ შე­იქ­მ­ნა I სა­ფე­ხუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სა­მი­ვე მე­თო­დი ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს - ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას ახ­ლავს ენის სა­კითხე­ბი. სა­ავ­ტო­რი ჯგუ­ფე­ბის მიდ­გო­მა ერ­თ­მა­ნე­თის­გან დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­შია, თუმ­ცა კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აწყო­ბა ავ­ტორ­თა გე­მოვ­ნე­ბა­ზეც მეტყ­ვე­ლებს ხოლ­მე, ასა­კობ­რი­ვად ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვა წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი ამო­ცა­ნაა.

დღეს სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის I სა­ფე­ხუ­რი სტან­დარ­ტი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, და გრა­მა­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბი მე-3 კლა­სი­დან შე­დის. მე-6-მე-9 კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ასე­ვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია და გრა­მა­ტი­კის არა­სის­ტე­მურ კურსს მო­ი­ცავს, თუმ­ცა ბლო­კე­ბად არის და­ლა­გე­ბუ­ლი. ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ახ­ლავს მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი, სა­დაც ენობ­რი­ვი სა­კითხე­ბი ცალ­კეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რვე­უ­ლის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­რე­ფორ­მო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით და­ი­ნერ­გა, და წარ­მა­ტე­ბი­თაც. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ენის სა­კითხე­ბი ძი­რი­თა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა­გან გა­მო­ა­ცალ­კე­ვო. მე-7-მე-8- მე-9 კლა­სებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი გრა­მა­ტი­კა რვე­უ­ლე­ბის სა­ხით სის­ტე­მუ­რად არის მო­ცე­მუ­ლი. მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე, ანუ მე-10-მე-11-მე-12 კლა­სებ­ში, დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გრა­მა­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ისევ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ახა­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო რა ად­გილს და­ი­კა­ვებს, არ ვი­ცით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ეფექ­ტუ­რო­ბა იმა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­ა­თე­ბის რა რა­ო­დე­ბო­ნა ეთ­მო­ბა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას სკო­ლა­ში. მა­შინ, რო­ცა ინ­გ­ლი­სუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი სა­ა­თე­ბით ის­წავ­ლე­ბა, ქარ­თულ ენას მხო­ლოდ 5 სა­ა­თი აქვს დათ­მო­ბი­ლი კვი­რა­ში, რაც წარ­მო­უდ­გენ­ლად მცი­რე დროა იმი­სათ­ვის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რაც ვას­წავ­ლოთ და გრა­მა­ტი­კაც გა­ვა­აზ­რე­ბი­ნოთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნულ აკა­დე­მი­ა­ში პე­და­გოგ­თა შეხ­ვედ­რა ქარ­თუ­ლი ენის კო­მი­სი­ას­თან პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო და, იმე­დია, ამას ორ­მ­ხ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა - ავ­ტო­რე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ნიშ­ვ­ნებს და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გა­ი­აზ­რე­ბენ, რომ ისი­ნი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მარ­ტო­ნი არ არი­ან და რომ ქარ­თუ­ლი ენა სხვებ­საც ახ­სოვთ. პე­და­გო­გებ­მა მო­მა­ვა­ლი შეხ­ვედ­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მოთ­ქ­ვეს.

პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა ურ­თი­ერ­თო­ბას მარ­თ­ლაც შე­უძ­ლია სკო­ლის­თ­ვის სი­კე­თის მო­ტა­ნა. სკო­ლებ­ში ხში­რად ინ­ფორ­მა­ცი­აც კი აკ­ლი­ათ მეც­ნი­ე­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, ბევრ მას­წავ­ლე­ბელს არც კი გა­უ­გია, რომ ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცია გა­მო­დის. ამ­ჟა­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლია სას­კო­ლო ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი. ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც სა­მა­გი­დო წიგ­ნად უნ­და ედოს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, მო­უქ­ნე­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის გა­მო, დი­დი შან­სია, ისევ ჰა­ერ­ში და­ე­კი­დოს. ენის კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ ამა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და იზ­რუ­ნოს, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად ქარ­თულ ენა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ენაა და რომ­ლის არ­სე­ბო­ბა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს არ­სე­ბო­ბა.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო