ნუ იქ­ნე­ბი გულ­გ­რი­ლი
23 აპრილი, 2012
2007
print

“ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა” ბა­თუ­მის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში კრი­ტი­კო­სე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით, უფ­რო­სი თა­ო­ბის) ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რებს სათ­ქ­მე­ლის უმო­ტი­ვა­ცი­ო­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის არ­ქო­ნა­ში დე­ბენ ბრალს. ეს ბრალ­დე­ბა სუ­ლაც არ არის ლო­გი­კურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­თა­გან რამ­დე­ნი­მე მა­ინც ახერ­ხებს სათ­ქ­მე­ლის თქმა­სა და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი.

ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ჩვე­ნე­ბა კი ნამ­დ­ვი­ლად უჭირთ, რა­შიც ხე­ლო­ბის არ­ფ­ლო­ბა და სა­რე­ჟი­სო­რო ოს­ტა­ტო­ბაა მთა­ვა­რი “დამ­ნა­შა­ვე”. გა­მო­უც­დე­ლო­ბი­სა და ხე­ლო­ბის არ­ფ­ლო­ბის შე­დე­გია ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­თა ხე­ლოვ­ნუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პირ­ველ­წყა­რო­სად­მი. ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტ­ში რა­დი­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვა (რაც აუცი­ლებ­ლო­ბით სუ­ლაც არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი) რა შე­დეგ­საც იწ­ვევს, სავ­სე­ბით ნათ­ლად აჩ­ვე­ნა ლა­შა ნო­ზა­ძის მი­ერ რუს­თა­ვის თე­ატ­რ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა სპექ­ტაკ­ლებ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას “გვე­ლის­მ­ჭა­მე­ლი” და ლა­შა ბუ­ღა­ძის “ნაფ­ტა­ლი­ნი”. გარ­და იმი­სა, რომ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად ილა­ხე­ბა დრა­მა­ტურ­გ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ირ­ღ­ვე­ვა სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟე­ტი და ქრე­ბა აქ­ცენ­ტე­ბი, სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კუ­რი ხა­ზი, რო­მე­ლიც პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თი­სა და ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად არის მი­მარ­თუ­ლი. ძნე­ლია ქარ­თულ თე­ატ­რ­ში მო­ძებ­ნო ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად ნათ­ლად არის დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა, ჩანს რე­ჟი­სო­რის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია, ფორ­მა პა­სუ­ხობს ში­ნა­არსს (და პი­რი­ქით) და და­ცუ­ლია დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ხა­ზი.

ამ პრობ­ლე­მებს ნა­წი­ლობ­რივ ემიჯ­ნე­ბა გა­გა გო­შა­ძის მი­ერ ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი “ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა”. ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლე­ბი, მი­სი თა­ო­ბის სხვა რე­ჟი­სო­რე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ფორ­მის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლო­ბით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვა (“ზვა­ვი” - ფო­თის თე­ატ­რ­ში, “გონ­ზა­გოს მკვლე­ლო­ბა” - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში), სა­მა­გი­ე­როდ, მას ყო­ველ­თ­ვის გა­აჩ­ნია მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია და აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სათ­ქ­მე­ლი. რე­ჟი­სო­რი ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­გ­რი­ლო­ბი­თა და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გე­ბის თე­მას შე­ე­ხო ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დი­დი სცე­ნი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც გა­გა გო­შა­ძე ხა­ტავს, ჭრე­ლია და სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა და ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­საც ბა­თუ­მის თე­ატ­რის ყვე­ლა თა­ო­ბის ჩვიდ­მე­ტამ­დე მსა­ხი­ო­ბი აცოცხ­ლებს სცე­ნა­ზე. სპექ­ტაკ­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით “ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა”, ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლას ე.ბრა­ე­რის კი­ნოს­ცე­ნა­რის - “მეტ­რო” - მი­ხედ­ვით დად­გა. მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ი­დან აშ­კა­რაა, რომ თე­მა და პრობ­ლე­მა ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ახ­ლო­ბე­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რაც მათ სპექ­ტაკ­ლ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და ოვა­ცი­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა. თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ში­ში ტენ­დენ­ცი­აც გა­მო­ავ­ლი­ნა - ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას მა­ყუ­რე­ბე­ლი ტა­შით “ამ­ხ­ნე­ვებ­და” “მო­ძა­ლა­დე” მსა­ხი­ო­ბებს - და­ვით ჯა­ყელ­სა და მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ რე­ჟი­სორ­მა გა­გა გო­შა­ძემ უსა­ხე­ლო მო­ძა­ლა­დე­ე­ბი (სპექ­ტაკ­ლ­ში არც ერთ პერ­სო­ნაჟს სა­ხე­ლი არ აქვს, ისი­ნი გლო­ბა­ლუ­რად ადა­მი­ან­თა ტი­პა­ჟებს წარ­მო­ად­გე­ნენ) სპექ­ტაკ­ლ­ში მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზი­დან აიყ­ვა­ნა. მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, დარ­ბაზ­ში მსხდო­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ში­ში ახალ­გაზ­რ­და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სცე­ნა­ზე ადი­ან და მეტ­როს იმ ვა­გო­ნის მგზავ­რე­ბი ხდე­ბი­ან, რომ­ლის ბო­ლო გა­ჩე­რე­ბაც - სა­ბე­დის­წე­რო აქ­ტია. ამით რე­ჟი­სორ­მა ხა­ზი გა­უს­ვა იმას, რომ “სა­ში­ში ელე­მენ­ტე­ბი” ჩვენს ირ­გ­ვ­ლივ თა­ვი­სუფ­ლად და და­უს­ჯე­ლად “მოღ­ვა­წე­ო­ბენ”.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მის აქ­ტი­უ­რო­ბას ენი­ჭე­ბა. ხე­დავ­დე უსა­მარ­თ­ლო­ბას და არ შე­ა­ჩე­რო, ნიშ­ნავს იმას, რომ შენც მო­ნა­წი­ლე ხარ მი­სი. მო­ქა­ლა­ქე-პი­როვ­ნე­ბა არ უნ­და და­ი­ღა­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბით, ხე­ლო­ვა­ნი - მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბით, და სა­ხელ­მ­წი­ფოს მეს­ვე­უ­რე­ბი უნ­და მი­აჩ­ვი­ონ კრი­ტი­კას, რად­გან ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა ხელ­საყ­რე­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­გ­რი­ლო­ბა, ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბა და სკეპ­ტი­ციზ­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სე­ნია ნამ­დ­ვი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის. ვერ ვიტყ­ვი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი პა­სი­უ­რე­ბი ვართ-მეთ­ქი, მაგ­რამ უსა­მარ­თ­ლო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვით არას­დ­როს უნ­და და­ვი­ღა­ლოთ. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ირ­გ­ვ­ლივ რაც ხდე­ბა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გვე­ხე­ბა და ეს სხვი­სი საქ­მე სუ­ლაც არ არის. მუდ­მი­ვად უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­ბა ჩვენ თუ არ გვე­ხე­ბა დღეს, ხვალ ის აუცი­ლებ­ლად შეგ­ვე­ხე­ბა.

სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სა და ასა­კის ადა­მი­ა­ნებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც მეტ­როს ვა­გონ­ში ორი ახალ­გაზ­რ­დის (და­ვით ჯა­ყე­ლი, მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძე) ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დე­ბი­ან. ჭრე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მეტ­როს ვა­გონ­ში გა­მო­კე­ტი­ლა, გულ­გ­რი­ლია და მა­ნამ არ “იღ­ვი­ძებს” მათ­ში პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, სა­ნამ თი­თო­ე­ულ მათ­განს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი არ შე­ე­ხე­ბი­ან და თა­ვად არ გახ­დე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი. გა­გა გო­შა­ძის სპექ­ტაკ­ლ­ში პირ­ვე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რია (სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი მა­ნუ­ჩარ შე­რა­ში­ძე და ნი­ნო სა­კან­დე­ლი­ძე), რო­მელ­თაც და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ. უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რ­და ჯა­რის­კა­ცის (გი­ორ­გი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი) რე­აქ­ცია, რო­მელ­საც ბევ­რი აქვს და­სა­კარ­გი, მაგ­რამ უსა­მარ­თ­ლო­ბას ვე­ღარ ეპუ­ე­ბა და ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით­ვე პა­სუ­ხობს. იგი ეწი­რე­ბა კი­დეც ორ­თაბ­რ­ძო­ლას.

მარ­თა­ლია, გა­გა გო­შა­ძეს მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სათ­ქ­მე­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია აქვს, იგი, თა­ვი­სი თა­ო­ბის კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რულ პირ­ველ­წყა­რო­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბას ვერ ას­ც­და. ამ მი­ზე­ზით პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თე­ბი და­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ზო­გა­დად, კონ­კ­რე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ტი­პა­ჟე­ბი გა­მოკ­ვე­თი­ლია, მაგ­რამ მათ სიღ­რ­მე და მო­ტი­ვა­ცია აკ­ლი­ათ. სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნაჟ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ბი­ოგ­რა­ფია გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია (თუ ტი­ტე კო­მა­ხი­ძი­სა და ნი­ნო კვი­ტა­იშ­ვი­ლის ცოლ-ქმურ წყვილს არ ჩავ­თ­ვ­ლით). მარ­თა­ლია, ახალ­გაზ­რ­და მსა­ხო­ბე­ბი და­თო ჯა­ყე­ლი და მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ხერ­ხებს მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ მა­თი გმი­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ჩე­ნას ლი­ტე­რა­ტუ­რულ-დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ლიბ­რე­ტოს “შეკ­რე­ჭა” უშ­ლის ხელს. ამი­ტო­მაც ძნე­ლი და­სად­გე­ნია, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ორი ახალ­გაზ­რ­დის მო­ძა­ლა­დედ წარ­მოქ­მ­ნა.

სპექ­ტაკ­ლის სცე­ნოგ­რა­ფია გოგ­ლა გო­გი­ბე­რი­ძეს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც მოძ­რა­ვი სცე­ნით მეტ­როს სად­გუ­რის და ვა­გო­ნე­ტის ილუ­ზია შექ­მ­ნა, დე­კო­რა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ერთ ტონ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბაზც მი­უ­თი­თებს. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა თა­ვად რე­ჟი­სორს ეკუთ­ვ­ნის (ძი­რი­თა­დად, ვი­ვალ­დის “წე­ლი­წა­დის დრო­ნის” თე­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი არან­ჟი­რე­ბა), რო­მე­ლიც სტი­ლის­ტუ­რად საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბუ­ლია სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟეტ­თან და მას­ში გა­თა­მა­შე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან.

ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ტი­კა ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­თა ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი დი­დი სცე­ნე­ბე­ბი რო­დი “სწყა­ლობს” ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ტი­კით აღ­ტ­კი­ნე­ბულ ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რებს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის შემ­დეგ (ავ­თო ვარ­სი­მაშ­ვი­ლის “მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი”, სა­დაც რე­ჟი­სორ­მა მოქ­მე­დე­ბა მხედ­რი­ო­ნის ეპო­ქა­ში გად­მო­ი­ტა­ნა და მხედ­რი­ო­ნე­ლი გა­ა­მი­ნის­ტ­რა კი­დეც) ძა­ლა­დო­ბის თე­მას ბა­თუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რ­მაც უპა­სუ­ხა გა­გა გო­შა­ძის სპექ­ტაკ­ლით, რო­მელ­შიც პრობ­ლე­მა მსხვერ­პ­ლის ხარ­ჯ­ზე აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა. მო­საზ­რე­ბას სპექ­ტაკ­ლ­ში დას­მუ­ლი თე­მა­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე ბა­თუ­მის თე­ატ­რის გა­და­ჭე­დი­ლი დარ­ბა­ზი და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მქუ­ხა­რე ოვა­ცი­ე­ბიც ადას­ტუ­რებს. მთა­ვა­რია, დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ყვე­ლამ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ გულ­გ­რი­ლო­ბა და უსა­მარ­თ­ლო­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ჩვენც და ჩვენს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც.

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში