უთანასწორო ბრძოლა პანთეონში მოსახვედრად
03 მაისი, 2012
1562
print

პირ­ვე­ლად ქარ­თულ სცე­ნა­ზე ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­ე­სა "პან­თე­ო­ნი" ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რ­ში რე­ჟი­სორ­მა დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა დად­გა.

მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახ­მე­ტე­ლი­სე­ულ პრე­მი­ე­რას ამა­ვე პი­ე­სის გუ­რან­და იაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია მოჰ­ყ­ვა ვა­სო აბა­ში­ძის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რ­ში, რო­მელ­ზე­დაც "24 სა­ა­თის" მკითხ­ველს ჩე­მი აზ­რი უკ­ვე გა­ვუ­ზი­ა­რე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ ამ ორი სპექ­ტაკ­ლის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბას, რად­გან ორი­ვე ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია ერ­თ­მა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლი უფ­რო ახ­ლოს დგას ბუ­ღა­ძი­სე­ულ ტექ­ს­ტ­თან. რე­ჟი­სო­რი არ ერე­ვა დრა­მა­ტურ­გი­ულ ქსო­ვილ­ში, ინარ­ჩუ­ნებს რე­მარ­კებ­სა და კონ­ტექსტს. ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის დად­გ­მას სევ­დი­ა­ნი ფი­ნა­ლიც აქვს, ამის სა­ფუძ­ვე­ლი დრა­მა­ტურ­გის ტექ­ს­ტ­შიც არის, რო­მე­ლიც დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა უფ­რო წი­ნა პლან­ზე წა­მოს­წია. რო­ცა ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­ე­სებს ვუც­ქერ სხვა­დას­ხ­ვა სცე­ნებ­ზე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ტექ­ს­ტე­ბი სცე­ნი­დან წა­კითხულ სა­სა­ცი­ლო ტექ­ს­ტად რჩე­ბა და მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­ერ გა­თა­ვი­სე­ბულ ფრა­ზე­ბად და მო­ნო­ლო­გე­ბად ანუ პერ­სო­ნა­ჟე­ბის სათ­ქ­მე­ლად ვერ გა­და­იქ­ცე­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, იუმო­რიც პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა და კო­მე­დი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უფ­რო რთუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი დამ­დ­გ­მე­ლი ჯგუ­ფი­სათ­ვის, ვიდ­რე ტრა­გე­დი­ის. რე­ჟი­სორ­თან ერ­თად, მსა­ხი­ო­ბებ­საც რთუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა უწევთ, რად­გან თუ ბო­ლომ­დე არ გა­ი­თა­ვი­სე ბუ­ღა­ძის ტექ­ს­ტის კონ­ტექ­ს­ტი და აქ­ცენ­ტი, ის უშუ­ა­ლო­ბას, ბუ­ნებ­რი­ო­ბას კარ­გავს და ხე­ლოვ­ნუ­რი ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს და მიყ­ვე­ბა ტექსტს, მსა­ხი­ობ­თა მი­ერ ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ზო­გი­ერ­თი ტექ­ს­ტი სი­ცილს არ იწ­ვევს.

გუ­რან­და იაშ­ვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა სპექ­ტაკ­ლ­ში არ შეც­ვა­ლა პი­ე­სის დრო. ეპო­ქა, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი ხა­ტავს, საბ­ჭო­თა სივ­რ­ცეა ამ­ხა­ნა­გე­ბი­თა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნე­ბით. ამ ფორ­მით რე­ჟი­სორ­მა ხა­ზი გა­უს­ვა ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტით პრობ­ლე­მის (ვერ ვიტყ­ვი მა­რა­დი­უ­ლო­ბას, იმედს ვი­ტო­ვებ, ოდეს­მე ქარ­თ­ვე­ლის მენ­ტა­ლი­ტეტ­ში და მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვ­ლე­ბა) აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას და პრობ­ლე­მის სიმ­წ­ვა­ვეს. სპექ­ტაკ­ლი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ დღე­საც სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ფორ­მა­ცი­ა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში.

ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის საპ­რე­მი­ე­რო წარ­მოდ­გე­ნა "პან­თე­ო­ნი" ლა­შა ბუ­ღა­ძის ვრცე­ლი რე­მარ­კით იწყე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად რე­ჟი­სო­რი კითხუ­ლობს პა­თე­ტი­კუ­რად. ამ პა­თე­ტი­კა­ში ირო­ნია ვლინ­დე­ბა, რაც კი­დევ უფ­რო აახ­ლო­ებს სპექ­ტაკლს ტექ­ს­ტ­თან და პი­ე­სის ჟან­რ­თან - ტრა­გი­კო­მი­კურ ფარ­ს­თან. ტრა­გი-კო­მიზმს რე­ჟი­სორ­მა ზუს­ტად "ჩა­ავ­ლო", რაც სპექ­ტაკ­ლის ფი­ნალ­ში ვლინ­დე­ბა ზე­ი­ნაბ უნ­გი­ა­ძის რო­ლის შემ­ს­რუ­ლებ­ლის თა­მარ ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის მი­ერ არ­ჩე­ულ თა­მა­შის ხერ­ხ­სა და სა­ფი­ნა­ლო მო­ნო­ლოგ­ში. ირო­ნი­ი­სა და იუმო­რის კვალ­დაკ­ვალ ეტა­პობ­რი­ვად ვლინ­დე­ბა ამ­ბი­ცი­უ­რი ზე­ი­ნაბ უნ­გი­ა­ძის ხა­სი­ა­თის მე­ო­რე მხა­რე, მი­სი პი­როვ­ნუ­ლი ტრა­გე­დია, მი­სი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს ტრა­გიზ­მი. მსა­ხი­ობ­თა ან­სამ­ბ­ლი­და­ნაც გა­მოკ­ვე­თი­ლი სწო­რედ თა­მარ ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის გმი­რია. უფ­რო მე­ტიც, დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი ქა­ლის ზე­ი­ნაბ უნ­გი­ა­ძის ტრა­გი­კო­მი­კურ ბედ­ზე და ცხოვ­რე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი.

სცე­ნის სა­პი­რის­პი­რო მხა­რე­ებ­ზე სა­წო­ლე­ბი დგას, მათ­ში მო­მაკ­ვ­და­ვი კომ­პო­ზი­ტო­რი კონ­ს­ტან­ტი­ნე (მა­მა­უ­კა მა­ზავ­რიშ­ვი­ლი) და მეც­ნი­ე­რი ვიქ­ტო­რი (ვა­ჟა ცი­ცი­ლოშ­ვი­ლი) წვა­ნან. პი­ე­სა­ში ისი­ნი თით­ქ­მის არ ლა­პა­რა­კო­ბენ, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ვიქ­ტო­რის მხო­ლოდ ერთ ეპი­ზოდს ექ­თან­თან და მე­უღ­ლეს­თან. პი­ე­სის მი­ხედ­ვით, მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სტა­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლ­ში კი ისი­ნი უფ­რო დი­ნა­მი­კუ­რე­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მა­ში­ნაც კი, რო­ცა მათ მოქ­მე­დე­ბა არ აქვთ. ამ მხრივ ორი მსა­ხი­ო­ბის - მა­მუ­კა მა­ზავ­რიშ­ვი­ლის და ვა­ჟა ცი­ცი­ლოშ­ვი­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია და მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რადღე­ბას იწ­ვევს. სუს­ტი სამ­სა­ხი­ო­ბო ნა­მუ­შე­ვა­რია ლი­კა ქუ­თა­თე­ლა­ძის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­მა­შის დროს თით­ქოს უხერ­ხუ­ლად გრძნობს თავს სცე­ნა­ზე, მსა­ხი­ობს ბევ­რი აქვს სა­მუ­შაო მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის გა­მოს­წო­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ყალ­ბი პა­თე­ტი­კუ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა ვა­ლე­რი ტო­რონ­ჯა­ძის (ნო­და­რი) თა­მაშ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პაჟს ქმნის ვა­ჟა ცი­ცი­ლოშ­ვი­ლი (მეც­ნი­ე­რი ვიქ­ტორ ან­ცა­ბა­ძე), მი­სი სა­უბ­რის სტი­ლი და მა­ნე­რა მთლი­ა­ნად თავ­ს­დე­ბა სპექ­ტაკ­ლის სტი­ლის­ტი­კა­სა და ნა­წარ­მო­ე­ბის ჟან­რ­ში. გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თამ­თა პა­ტა­შუ­რი (ექ­თა­ნი) - წარ­მო­შო­ბით მეგ­რელს თუ რუს ექ­თანს. მი­სი სა­უბ­რის ინ­ტო­ნა­ცია დახ­ვე­წა­სა და მკაცრ ზღვარს მო­ითხოვს.

სპექ­ტაკ­ლ­ში ბევრ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნართს ვხვდე­ბით (ქო­რე­ოგ­რა­ფი სპექ­ტაკ­ლის პროგ­რა­მა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მი­სი ავ­ტო­რი თა­ვად რე­ჟი­სო­რია), რომ­ლი­თაც ეპი­ზო­დე­ბი და სპექ­ტაკ­ლის მომ­დევ­ნო სცე­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­უ­კე­ბი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სპექ­ტაკ­ლის გა­დაწყ­ვე­ტას, ჟან­რობ­რი­ო­ბა­სა და სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კუ­რო­ბას. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­ხა­ზე­ბი კი­დევ უფ­რო აცალ­კე­ვებს სპექ­ტაკ­ლის სუ­რა­თებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან.

სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნოგ­რა­ფია შექ­მ­ნა მხატ­ვარ­მა აივენ­გო ჭე­ლი­ძემ, რო­მე­ლიც კარ­გად მო­ერ­გო ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის სცე­ნურ სივ­რ­ცეს. უკან შექ­მ­ნი­ლი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პა­ნო­რა­მა - მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი­სა (საფ­ლა­ვის ქვე­ბი­თა და ბი­უს­ტე­ბით) ქმე­დი­თია და რე­ჟი­სო­რის მი­ერ კარ­გა­დაა "გა­თა­მა­შე­ბუ­ლი". რო­ცა ზე­ი­ნა­ბი (თა­მარ ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი) და ელი­სო (ნე­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლი) მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ცა­რი­ელ ად­გი­ლებს ეძე­ბენ, მი­ზან­ს­ცე­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რია და ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რად რე­ა­ლურს ჰგავს.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლი ზუს­ტად ისე­თი­ვე ფი­ნა­ლით მთავ­რ­დე­ბა, რო­გორც ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­ე­სა "პან­თე­ო­ნი" - ზე­ი­ნა­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის სა­უბ­რით. მსა­ხი­ობ თა­მარ ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის მო­ნო­ლოგ­ში (რო­მე­ლიც არ­ტის­ტუ­ლი სი­ზუს­ტი­თა და უშუ­ა­ლო­ბი­თაა წარ­მოთ­ქ­მუ­ლი) კარ­გად ჩანს პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი და სპექ­ტაკ­ლის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლიც, მის მი­მართ მა­ყუ­რე­ბელს თა­ნა­გან­ც­დის გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბა. მსა­ხი­ო­ბი ხა­ტავს იმ ქა­ლის სა­ხეს, რომ­ლიც თა­ვის მე­უღ­ლეს სწი­რავს სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას, ენერ­გი­ა­სა და სი­ცოცხ­ლე­საც კი, რო­მე­ლიც ქმნის "წარ­მა­ტე­ბულ მა­მა­კაცს", ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­დუქტს პი­რო­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბით - გა­მო­ჩე­ნი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი.

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში