ბაღდადში ირანი-"ექვსეულის" შეხვედრა შედგა
24 მაისი, 2012
1536
print

ბაღ­დად­ში 23 მა­ისს შედ­გა მსოფ­ლი­ოს ექ­ვ­სი წამ­ყ­ვა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­სა (აშშ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი) და ირა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა, ამ ქვეყ­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად.

მა­ნამ­დე, 22 მა­ისს ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა გა­ნაცხა­და, რომ ირან­თან მა­ლე ხე­ლი მო­ე­წე­რე­ბა შე­თან­ხ­მე­ბას, რო­მე­ლიც ბირ­თ­ვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ფარ­თო შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ ირა­ნის თან­ხ­მო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. "მე იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ამ შე­თან­ხ­მე­ბას ხე­ლი ძა­ლი­ან მა­ლე მო­ე­წე­რე­ბა," - აღ­ნიშ­ნა ირა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა იუკიო ამა­ნომ ვე­ნა­ში, რე­პორ­ტი­ო­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცო­ტა ხნის წინ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ სა­კითხ­ზე შე­სა­თან­ხ­მებ­ლად ირან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სა­ა­გენ­ტო იმ ქარ­ხ­ნებ­ში შეშ­ვე­ბას ითხოვ­და, სა­დაც, და­სავ­ლე­თის ეჭ­ვე­ბით, ირა­ნი ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის შექ­მ­ნი­სათ­ვის ცდებს ატა­რებ­და. "შეხ­ვედ­რე­ბის დროს ჩვენ არა­ერ­თი სა­კითხი გან­ვი­ხი­ლეთ, მათ შო­რის, ბირ­თ­ვუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბა, ბირ­თ­ვუ­ლი ენერ­გი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­ა­გენ­ტოს გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჩე­მი თე­ი­რან­ში ყოფ­ნი­სას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წა­ი­წია წინ იმ დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბამ, რო­მელ­ზეც ჩვენ იან­ვ­რი­დან ვმუ­შა­ობთ," - აღ­ნიშ­ნა ამა­ნომ.

ბაღ­და­დის შეხ­ვედ­რა ირა­ნი­სათ­ვის კრი­ტი­კულ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა. და­სავ­ლე­თის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არის შე­სუს­ტე­ბუ­ლი. და­სავ­ლე­თი ში­შობს, რომ ქვე­ყა­ნა ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობს, რა­საც ირა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ე.წ. "ექ­ვ­სე­უ­ლი" ანუ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხუ­თი მუდ­მი­ვი წევ­რი და გერ­მა­ნია ცდი­ლო­ბენ, ოფი­ცი­ა­ლურ თე­ი­რანს ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მ­ნა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნონ.

ირა­ნის ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მით, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ის­რა­ე­ლია. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუმ გუ­შინ გა­ნაცხა­და, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან­მა ქვეყ­ნებ­მა ბაღ­და­დის შეხ­ვედ­რი­სას უნ­და აჩ­ვე­ნონ "გა­ბე­დუ­ლე­ბა და არა სი­სუს­ტე."

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა